„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №0413/22-2
2013 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №1 დანართს, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, დაემატოს ამ ბრძანების დანართში მოცემული მონაცემები.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №2 დანართიდან, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნ ე ს ნომრები 99, 153, 210 და 214.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
|
დანართი
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
| ||||||
| № | პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/მოქალაქეობა) | ფსევდონიმი(ებ), ზედმეტი სახელი(ები)
| პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი | მისამართი(ები), შესაძლო ადგილსამყო - ფელი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 134 | სახელები : 1. ადამ ხანი (ADAM KHAN) 2. აშეკზაი (ACHEKZAI) 3. 4. დაბ . თარიღი : ა) 1970 ბ) 1972 გ) 1971 დ) 1973 ე) 1974 ვ) 1975 დაბ . ადგილი : ყანდაარის პროვინცია, ავღანეთი (Kandahar Province, Afghanistan) ეროვნება/მოქალაქეობა: პაკისტანელი | ა) მაულავი ადამ ხანი (Maulavi Adam Khan); ბ) მაულავი ადამი (Maulavi Adam).
| პასპორტის მონაცემები :
პირადი ნომერი :
| ჩამანი, ბალუჩისტანის პროვინცია, პაკისტანი (Chaman, Baluchistan Province, Pakistan)
| 16.04.13 | თალიბებისათვის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების (Improvised explosive devices) მწარმოებელი და მომმარაგებელი. 2010 წლის შუა ხანების ინფორმაციით, ბადგის პროვინციაზე, ავღანეთი (Badghis Province, Afghanistan) პასუხიმგებელი, როგორც თალიბანის წევრი. სარ-ე პულსა (Sar-e Pul) და სამანგანის (Samangan) პროვინციების (ავღანეთი) ყოფილი ხელმძღვანელი. როგორც თალიბანის სამხედრო მეთაური, მონაწილეობდა თვითმკვლელი ტერორისტების (suicide bombers) მიერ მეზობელ პროვიციებში განხორციელებულ თავდასხმებში. აქვს კავშირი აბდულ სამად აშეკზაისთან (Abdul Samad Achekzai). |