„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება№1/27
2013 წლის1 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ი „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებ ის (დანართი 1)“:
ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი;“;
ბ) მე-6 მუხლის სათაური, პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 6. სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი
1. სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი:
ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების საფუძველზე ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;
ბ) დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელების დროს უფლებამოსილია გაეცნოს სასამართლოში არსებულ საქმის მასალებს, მიიღოს საქმის მასალების ასლები;
გ) უფლებამოსილია როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს, სასამართლოს აპარატის თანამშრომელს, მიიწვიოს სხვა პირი და მიღოს მისგან დამატებითი ინფორმაცია;
დ ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაუცველად საჩივრის (განცხადების) წარმოდგენის შემთხვევაში უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე 10 დღის ვადაში წერილობით აცნობოს საჩივრის (განცხადების) ავტორს;
ე ) იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი (განცხადება) ანონიმური ხასიათისაა, ან მიმართულია ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ, ან მასში მითითებული საფუძვლით მოსამართლის მიმართ უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება, საჩივრის (განცხადების) მიღებიდან 10 დღის ვადაში მოხსენებითი ბარათით მიმართავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ან საბჭოს წევრს დისციპლინური სამართალწარმოების არდაწყების თაობაზე;
ვ ) ამზადებს დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საბჭოს მდივნისა და საბჭოს წევრის დოკუმენტების პროექტებს;
ზ ) ახორციელებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების მოწვევისა და გამართვის ორგანიზებას;
თ ) შეისწავლის საპროცესო ვადების დაცვის თაობაზე და საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზებთან დაკავშირებით რაიონული (საქალაქო) სასამართლოებიდან გადმოგზავნილ მასალებს, განაზოგადებს მათ და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს შესაბამისი მოხსენებითი ბარათით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანს;
ი ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ან უფლებამოსილი წევრის დავალებით, ახორციელებს საერთო სასამართლოებში განხილულ საქმეთა თემატურ და კომპლექსურ შემოწმებას;
კ ) შეისწავლის საერთაშორისო გამოცდილებას სასამართლო ეთიკისა და მოსამართლეთა დისციპლინური დევნის საკითხებზე და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
ლ ) აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკას და უზრუნველყოფს მის განზოგადებას.
2. სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი შედგება სამი სამმართველოსაგან: სისხლის სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო; სამოქალაქო საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო; ადმინისტრაციულ საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო.“.
2. გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი 2)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 2
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და
მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობ-რივი სარგო |
|
| სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი |
|
|
| 1. | დეპარტამენტის უფროსი | 1 | 2100 |
| 2. | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 1 | 1850 |
| I | სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველო |
|
|
| 1. | სამმართველოს უფროსი | 1 | 1700 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 900 |
| 3. | კონსულტანტი | 2 | 770 |
| II | კანცელარია |
|
|
| 1. | კანცელარიის უფროსი | 1 | 1100 |
| 2. | კონსულტანტი | 1 | 770 |
| 3. | იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რეფერენტი | 3 | 600 |
| III | მანდატურის სამსახური |
|
|
| 1. | ცვლის უფროსი | 1 | 800 |
| 2. | მანდატური | 4 | 700 |
| IV | საფინანსო-სამეურნეო სამმართველო |
|
|
| 1. | სამმართველოს უფროსი | 1 | 1700 |
| 2. | მთავარი ბუღალტერი | 1 | 950 |
| 3. | უფროსი კონსულტანტი | 2 | 900 |
| 4. | კონსულტანტი | 1 | 770 |
| 5. | კონსულტანტი (საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში) | 2 | 770 |
| 6. | დამხმარე მოსამსახურე |
|
|
| 6.1 | საბჭოს მდივნის მძღოლი | 1 | 550 |
| 6.2 | საბჭოს წევრის მძღოლი | 2 | 500 |
| 6.3 | მძღოლი | 1 | 420 |
| 6.4 | დამლაგებელი | 3 | 240 |
|
| სულ | 30 |
|
|
| სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი |
|
|
| 1. | დეპარტამენტის უფროსი | 1 | 2150 |
| 2. | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 1 | 1900 |
| I | სისხლის სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო |
|
|
| 1. | სამმართველოს უფროსი | 1 | 1750 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 1000 |
| 3. | კონსულტანტი | 2 | 860 |
| II | სამოქალაქო ს აქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო |
|
|
| 1. | სამმართველოს უფროსი | 1 | 1750 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 1000 |
| 3. | კონსულტანტი | 2 | 860 |
| III | ადმინისტრაციულ საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველო |
|
|
| 1. | სამმართველოს უფროსი | 1 | 1750 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 1000 |
| 3. | კონსულტანტი | 2 | 860 |
|
| სულ | 14 |
|
|
| ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი |
|
|
| 1. | დეპარტამენტის უფროსი | 1 | 2000 |
| 2. | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 1 | 1750 |
| 3. | უფროსი კონსულტანტი | 2 | 900 |
| 4. | კონსულტანტი | 3 | 770 |
|
| სულ | 7 |
|
|
| საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტი |
|
|
| 1. | დეპარტამენტის უფროსი | 1 | 2000 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 2 | 900 |
| 3. | პრეს-მდივანი (უფროსი კონსულტანტი) | 1 | 830 |
| 4. | კონსულტანტი | 3 | 770 |
|
| სულ | 7 |
|
|
| სულ ჯამში | 58“. |
|
მუხლი 2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2013 წლის 11 მარტიდან.
ვალერი ცერცვაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი