„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/97
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016267
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/97

2013 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.024.016174, 23/04/2012) დამტკიცებულ წესში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) საჰაერო ხომალდის (სხ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის საფასურის განაკვეთები სხ-ის მაქსიმალური ასაფრენი მასის (MTOW) მიხედვით:

      ა.ა) ზემსუბუქი სხ-ებისთვის (750 კგ-მდე) – 500 ლარი;

      ა.ბ) მსუბუქი სხ-სთვის (751 კგ – 5700 კგ-მდე) – 750 ლარი;

      ა.გ) 5701 კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 1000 ლარი;

      ა.დ)15001 კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის –2000 ლარი;

      ა.ე) 90000 კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 3000 ლარი“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1 ქვეპუნქტი:

1) საქართველოს საზღვრებს გარეთ ბაზირებული, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა:

1.ა) მსუბუქი სხ-სთვის (751 კგ – 5700 კგ-მდე) – 15000 ლარი წელიწადში;

1.ბ) 5701 კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 24000 ლარი წელიწადში;

1.გ)15001 კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 36000 ლარი წელიწადში;

1.დ) 90000 კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 54000 ლარი წელიწადში“;

გ) პირველი პუნქტის „ვ“ „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ვ) სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემა/ვადის გაგრძელება – 125 ლარი;

 „ვ.ა) საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მოწმობის გამოცვლა/დუბლიკატის გაცემა - 125 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს - 250 ლარი;

ზ) სხ-ის ადგილმდებარეობაზე ხმაურის ვარგისობის მოწმობის გაცემა – 250 ლარი;

ზ.ა) სხ-ის ადგილმდებარეობაზე ხმაურის ვარგისობის მოწმობის გამოცვლა/დუბლიკატის გაცემა – 125 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს – 400 ლარი;

თ) სხ-ის რადიოსადგურის მოწმობის გაცემა – 250 ლარი;

თ.ა) სხ-ის რადიოსადგურის მოწმობის გამოცვლა/დუბლიკატის გაცემა – 125 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს – 400 ლარი;

ი) სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობაში ცვლილებების შეტანა:

ი.ა) ზემსუბუქი სხ-ებისათვის (750 კგ-მდე) – 50 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს - 100 ლარი;

ი.ბ) მსუბუქი სხ-ებისათვის (751 კგ – 5700 კგ-მდე) – 75 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს - 150 ლარი;

ი.გ) 5701 კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 200 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს - 400 ლარი;

ი.დ) 15001 კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 300 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს - 600 ლარი;

ი.ე) 90000 კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 650 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს - 1300 ლარი“;

დ) პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს შეთანხმების განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება – 500 ლარი; 

ს.ა) ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანის განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება – 150 ლარი“. 

ე) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“, „ს2“ და „ს3“ ქვეპუნქტები:

„ს1) ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოს შეთანხმების განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება – 500 ლარი; 

1.ა) ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანის განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება – 150 ლარი. 

2) ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს და ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოს კომბინირებული ვერსიის შეთანხმების განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება - 800 ლარი;

2.ა) ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს და ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოს კომბინირებულ ვერსიაში ცვლილებების შეტანის განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება - 300 ლარი;

3) ხარისხის მართვის სახელმძღვანელოს შეთანხმება - 150 ლარი;

3.ა) ხარისხის მართვის სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანა - 75 ლარი“.

ვ) პირველი პუნქტის „ტ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ.ვ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №2 დანართის გაცემა თითოეული სხ-ისათვის სხ-ის ტიპის მიხედვით:

ტ.ვ.ა) 5700 კგ-მდე სხ-ებისთვის – 500 ლარი;

ტ.ვ.ბ) 5701 კგ-15000კგ სხ-ებისთვის – 750 ლარი;

ტ.ვ.გ) 15001 კგ-90000კგ სხ-ებისთვის – 1000 ლარი;

ტ.ვ.დ) 90000 კგ-ზე მეტი სხ-ებისთვის – 1250 ლარი“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ე“ ქვეპუნქტის, „ე1“ ქვეპუნქტის, „შ“ ქვეპუნქტის „შ.დ.ა-შ.დ.გ“, „შ.დ.ე“ ქვეპუნქტების, „ჩ“ ქვეპუნქტის „ჩ.დ“ ქვეპუნქტისა და „ჭ“ ქვეპუნქტის „ჭ.ა“ ქვეპუნქტით წლიურად დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს თანაბარნაწილად, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადახდას არ ექვემდებარება, თუ სხ-ს არ გააჩნია მოქმედი საფრენად ვარგისობის მოწმობა ან დაინტერესებული პირი სააგენტოში წარმოადგენს წერილობით დადასტურებას, მის ექსპლუატაციაში მყოფი სხ-ის მიერ ერთი თვის განმავლობაში  ფრენების  შეუსრულებლობის  თაობაზე“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი