„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№261
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016778
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №261

2013 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის 308 მუხლის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ექიმი (ოჯახის ექიმი, დღის ექიმი, მორიგე ექიმი, მეან-გინეკოლოგი, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი, ნევროპათოლოგი,  ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი, ნეფროლოგი, ანგიოლოგი, ზოგადი ქირურგი, გულმკერდის ქირურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, მორიგე ქირურგი, ონკოლოგი ქირურგი, ონკოლოგი, ტრავმატოლოგი, უროლოგი, პროქტოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, ალგოლოგი, ფთიზიატრი, კრიტიკული მედიცინის ექიმი, დერმატოვენეროლოგი, ფთიზიოპულმონოლოგი, სეფსოლოგი, პარაზიტოლოგი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, რენტგენოლოგი, ექოსკოპისტი, ენდოსკოპისტი, სტომატოლოგი, სტომატოლოგ-ორთოპედი, ექიმი ლაბორანტი, ექიმი ბიოქიმიკოსი, ბაქტერიოლოგი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი, ფარმაცევტი, ექიმი დიეტოლოგი);“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ექთანი (საოპერაციოს უფროსი ექთანი, საოპერაციოს ექთანი, ანესთეზიის ექთანი, შესახვევის ექთანი, დღის ექთანი, მორიგე ექთანი, ექთნის ასისტენტი, ლაბორანტი, მორიგე ლაბორანტი, რენტგენ-ლაბორანტი, მორიგე რენტგენ-ლაბორანტი, მასაჟისტი, პროზექტორი, დიასახლისი, ექთანი დიეტოლოგი, პროვიზორი).“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი