,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის საკრებულო ს გადაწყვეტილება №6-19 |
|
2013 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი |
,,მუხლი 151
1. მაჟორიტარული სისტემით არჩეული ქ. თბილისის საკრებულოს წევრის (შემდგომ – მაჟორიტარი საკრებულოს წევრი) ფუნქციონირებასა და საქმიანობასთან დაკავშირებით ამომრჩეველთან ურთიერთობის და მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით, შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე შეიძლება მოეწყოს მაჟორიტარი საკრებულოს წევრის სამუშაო ფართი მაჟორიტარი საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადით, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე:
ა) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან მუშაობის ორგანიზებას;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში მაჟორიტარი საკრებულოს წევრის მონაწილეობას;
გ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზების გაწევას და მოქალაქეთა წერილების განხილვას;
დ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის სახელზე შემოსული წერილების, საჩივრებისა და განცხადებების შესწავლასა და რეაგირების მოხდენას;
ე) მაჟორიტარი საკრებულოს წევრისათვის მოქალაქეებისაგან დასმულ პრობლემებზე დასკვნებისა და წინადადების მომზადებას.
2. მაჟორიტარი საკრებულოს წევრისათვის სამუშაო ფართის მოწყობისა და ფუნქციონირებისთვის ქ. თბილისის ბიუჯეტიდან ქ. თბილისის საკრებულოსთვის განსაზღვრულ ასიგნებებში ყოველთვიურად გამოიყოფა 5000 ლარი. აღნიშნული თანხიდან ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი მაჟორიტარი საკრებულოს წევრის წარდგინებით ახორციელებს:
ა) სამუშაო ფართის მოსაწყობად და ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ – ტექნიკური და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საოფისე ფართობის დაქირავებას და გამქირავებლისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურებას;
გ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის თანაშემწესთან (თანაშემწეებთან) და სხვა მომსახურე პერსონალთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი ანაზღაურების გაცემას;
დ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციულ–ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული 5000 ლარი ამავე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს შორის გადანაწილდეს შემდეგნაირად – 3000 ლარი შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო დარჩენილი 2000 ლარი ყველა სხვა დანარჩენ ხარჯზე.
4. შეძენილი მატერიალურ – ტექნიკური საშუალებები არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის – ქ. თბილისის საკუთრება (საკრებულოს აპარატის ბალანსზე რიცხული) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.04.2013.
- როდის იქნა მიღებული „,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 26.04.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო). დოკუმენტის ნომერი — №6-19. სარეგისტრაციო კოდი — 210020100.36.101.016156.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.04.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება „,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2–14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №6-19, 26.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 210020100.36.101.016156 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1905253/