⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.12.2014)
გაუქმებულია:

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.04.2013
ძალის დაკარგვა 05.12.2014
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.150.016046
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 219 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.04.2013 მიღება
05.12.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ყოჩიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №69 2013 წლის 23 აპრილი სოფ. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად ახალგორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების  მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მუხლი 1🔗. საერთო მოთხოვნები 1. კონკურსის მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21-დან 65 წლის ასაკამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას; 2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილი პირები. მუხლი 2🔗. დამატებითი მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ბაკალავრის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 2. კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ ორგანული კანონის,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’, „ნორმატიული აქტების შესახებ“ და   „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონების, „საქართველოს კონსტიტუციის“,  „შრომის კოდექსის“ და  ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  სათანადო ცოდნა. 3. ჰქონდეს ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება. მუხლი 3🔗. დამატებითი მოთხოვნები ზოგადი პროფესიული უნარების სფეროში კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის  უნარი; კონკურსის მონაწილეს უნდა გააჩნდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამების Windows, Word, Excel, internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; მუხლი 4🔗. დადგენილების ძალაში შესვლა დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ყოჩიშვილი