„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №17 დადგენილებაში (სსმ, 19, 01/09/2010, 010.250.020.35.150.000.518) ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №72 |
|
2013 წლის 23 აპრილი ს. წეროვანი |
ა) დებულების პირველი მუხლიდან ამოღებული იქნას მისი ბოლო წინადადება „მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას“.
ბ) დებულების მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „კადრების განყოფილება“ შეიცვალოს სიტყვებით „საინფორმაციო განყოფილება“.
გ) დებულების მესამე მუხლიდან მთლიანად იქნას ამოღებული მონაკვეთი „სამსახური დადგენილი წესით „საკადრო პოლიტიკის სფეროში უზრუნველყოფს“ „ა“ ქვეპუნქტიდან „ო“ ქვეპუნქტის ჩათვლით.
დ) დებულებას დაემატოს მე–41 მუხლი შემდეგი რედაქციით:
მუხლი 41. სამსახურის საინფორმაციო განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საინფორმაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით მიღებული საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას;
გ) ინიცირებული საკრებულოს დადგენილებების პროექტების, საკრებულოს დღის წესრიგის პროექტის გამოქვეყნებას;
დ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას;
ე) გამგეობის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას;
ვ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;
ზ) საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის პრეს-კონფერენციების ჩატარებას, მუნიცი–პალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს–დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
თ) ჟურნალისტების აკრედიტაციას საკრებულოსა და გამგეობაში;
ი) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას;
კ) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
ლ) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული მართვის ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
მ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ნ) საინფორმაციო განყოფილებასთან გათვალისწინებულია უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი სპეციალისტი.
ე) დებულებიდან ამოღებული იქნას მეხუთე მუხლი –
„5. კადრების განყოფილების ფუნქციები“ მთლიანად
ვ) დებულებიდან ამოღებული იქნას მე-8 მუხლი „საინფორმაციო სფეროში საჯარო მოხელის ფუნქციები“ მთლიანად.
|