„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის N590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №513 |
|
2013 წლის 29 მაისი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №590 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) კომპეტენციის ფარგლებში კონცეფციების, დოქტრინების, სტანდარტული ოპერატიული პროცედურების, წვრთნების სტანდარტებისა და შეიარაღებული ძალების განვითარების ხედვების შემუშავება;’’. 2. მე-5 მუხლს დაემატოს ,,ლ’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ლ) საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების დაგეგმვა და აღსრულების კოორდინაცია.’’. 3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 13 დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (შემდგომ - ქვედანაყოფი): ა) ოპერაციების სამმართველო: ა.ა) დაგეგმვის განყოფილება; ა.ბ) საერთაშორისო მისიების განყოფილება; ა.გ) საინფორმაციო ოპერაციების განყოფილება; ბ) ოპერატიული მომზადების სამმართველო: ბ.ა) სწავლებების განყოფილება; ბ.ბ) საბრძოლო მზადყოფნის შეფასების განყოფილება; გ) სამხედრო მართვის ცენტრი (სამმართველო): გ.ა) სიტუაციური ცენტრი; გ.ბ) მიმდინარე ოპერაციების განყოფილება; დ) ოპერაციების მხარდაჭერის და განვითარების სამმართველო: დ.ა) საცეცხლე მხარდაჭერის ცენტრი; დ.ბ) კოორდინაციის და განვითარების განყოფილება.". 4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 14 1. ოპერაციების სამმართველოს ფუნქციებია: ა) ოპერატიული მონაცემების და ინფორმაციების საფუძველზე შეიარაღებულ ძალებში არსებული ვითარების შეფასება, ანალიზი, წინადადებების მომზადება/წარდგენა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად; ბ) ოპერაციათა აღსრულების კოორდინაციში მონაწილეობა და კოორდინაციის განხორციელება სამხედრო ოპერაციების (საბრძოლო და არასაომარი, მათ შორის, საერთაშორისო სამშვიდობო მისიების) მართვასა და კონტროლში; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სადაზვერვო ინფორმაციებზე მოთხოვნების დადგენა; დ) გადაწყვეტილებების შემუშავება და გაფორმება გეგმებისა და საბრძოლო ბრძანებების სახით, სამხედრო ოპერაციების (საბრძოლო და არასაომარი, მათ შორის, სამშვიდობო მისიების) დაგეგმვასა და აღსრულების კოორდინაციაში მონაწილეობა, საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ოპერაციების დაგეგმვა და აღსრულების კოორდინაცია. 2. ოპერატიული მომზადების სამმართველოს ფუნქციებია: ა) გაერთიანებული (მათ შორის მრავალეროვნული) სწავლებების დაგეგმვა, ჩატარების ორგანიზება და კოორდინაცია; ბ) საბრძოლო მზადყოფნის შეფასება, საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებისა და მზადყოფნის ღონისძიებების გეგმების შემუშავების კოორდინაცია. 3. სამხედრო მართვის ცენტრის (სამმართველო) ფუნქციებია: ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყოველდღიური ვითარების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობისათვის მოხსენებების მომზადება; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის უზრუნველყოფა, ინფორმაციების ურთიერთგაცვლა სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებთან; გ) საერთაშორისო სამშვიდობო მისიების აღსრულების კოორდინაცია; დ) კრიზისული სიტუაციების წარმოქმნისას, ოპერატიული მონაცემების საფუძველზე, ვითარების შეფასება, ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების მომზადება/წარდგენა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად; ე) გადაწყვეტილებების შემუშავება და გაფორმება გეგმების, საბრძოლო ბრძანებებისა და დირექტივების სახით. 4. ოპერაციების მხარდაჭერის და განვითარების სამმართველოს ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში კონცეფციების, დოქტრინების, სტანდარტული ოპერატიული პროცედურების, წვრთნების სტანდარტებისა და შეიარაღებული ძალების განვითარების ხედვების შემუშავება; ბ) სამხედრო ოპერაციების (საბრძოლო და არასაომარი, მათ შორის, სამშვიდობო მისიების) დაგეგმვის, სწავლებებისა და შეფასების პროცესში მოთხოვნისამებრ დახმარების გაწევა.". |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|