„საქართველოს მთავრობასა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტს (UNICRI) შორის საქართველოში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაქტიული და ბირთვული (CBRN) „გამოცდილების გაზიარების ცენტრების“ (CoE) რეგიონული სამდივნოს ჩამოყალიბების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით შეთანხმება

მიღების თარიღი 12.03.2013
ძალაში შესვლა 04.04.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №205/21
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016186
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2013
matsne.gov.ge 1,085 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.03.2013 მიღება
04.04.2013 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტს (UNICRI) შორის საქართველოში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაქტიული და ბირთვული (CBRN) „გამოცდილების გაზიარების ცენტრების“ (CoE) რეგიონული სამდივნოს ჩამოყალიბების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტს (UNICRI) შორის „საქართველოში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაქტიური და ბირთვული (CBRN) „გამოცდილების გაზიარების ცენტრების“ (CoE) რეგიონული სამდივნოს ჩამოყალიბების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით შეთანხმება                 ქ. ტურინი,1 მარტი, 2013 თქვენო აღმატებულებავ, მაქვს პატივი შევეხო საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს (EU) შორის თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაქტიული და ბირთვული (CBRN) „გამოცდილების გაზიარების ცენტრების“ (CoE) თაობაზე ინიციატივის ფარგლებში, როგორც ეს გათვალისწინებულია 2011 წლის 3 ოქტომბრის №8149-05 წერილითა და 2011 წლის 25 ოქტომბრით დათარიღებული №MM(2011)1196177 წერილით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ ნიკოლოზ ვაშაკიძესა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორს, ქალბატონ მარა მარინაკის შორის.    CBRN CoE ინიციატივა ფინანსდება ევროკავშირის მიერ და ერთობლივად ხორციელდება გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტისა (შემდგომში „UNICRI“) და ევროპული კომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრის მიერ. ევროკავშირსა  და UNICRI-ის შორის კონტრიბუციის თაობაზე შეთანხმებების (IFS/2010/250-984 და IFS/2011/263-555) თანახმად, UNICRI-ის, როგორც ინიციატივის განმახორციელებელი პარტნიორის, როლია, ხელი შეუწყოს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში/სამხრეთ კავკასიაში/მოლდოვაში/უკრაინაში CBRN CoE-ის ინიციატივის რეგიონული სამდივნოს ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას.  აღნიშნულთან დაკავშირებით, მსურს შემოგთავაზოთ, რომ საქართველოს მთავრობასა და UNICRI-ის (შემდგომში ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“) შორის დაიდოს შეთანხმება წერილების გაცვლის გზით, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში/სამხრეთ კავკასიაში/მოლდოვაში/უკრაინაში CBRN CoE ინიციატივის რეგიონული სამდივნოს შექმნასა და ფუნქციონირებას. ძალაში შესვლის შემდგომ, წინამდებარე წერილების გაცვლა წარმოადგენს თანამშრომლობის საფუძველს UNICRI-ისა და საქართველოს მთავრობას შორის, CBRN CoE-ის რეგიონული სამდივნოს საქართველოში მოქმედების დასრულებამდე. წინამდებარე წერილების გაცვლით გათვალისწინებული პირობები მოიცავს შემდეგს:    ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენცია (მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, 1946 წლის 13 თებერვალს, რომლის წევრიცაა საქართვლო) mutatis mutandis ვრცელდება გაეროს ოფიციალური პირებისა და საქართველოს მისიის ექსპერტების ყოფნასა და საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია CBRN CoE-ის ინიციატივასთან. მისი აღმატებულება, ქალბატონი მაია ფანჯიკიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბ) UNICRI-ის პერსონალი, რომელიც სარგებლობს გაეროს ოფიციალური პირებისა და მისიის ექსპერტების სტატუსით, უზრუნველყოფს ტექნიკური და სხვა სახის დახმარების აღმოჩენას, რაც აუცილებელია თბილისში CBRN CoE-ის რეგიონული სამდივნოს შექმნისა და ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის.     გ) UNICRI უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას თბილისში CBRN CoE-ის რეგიონული სამდივნოს შექმნისა და ფუნქციონირებისათვის, ევროკავშირსა  UNICRI-ს შორის კონტრიბუციის თაობაზე შეთანხმებების (IFS/2010/250-984 და IFS/2011/263-555) თანახმად. დ) მთავრობა, მასპინძელი დაწესებულების მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაო ადგილის გამოყოფას (ორი ოფისი და სათათბირო ოთახი), ქირის საფასურის გარეშე, CBRN CoE-ის რეგიონული სამდივნოს ოფისის განთავსებისათვის. ამგვარი სამუშაო ადგილი აღჭურვილი უნდა იყოს ადეკვატური მოწყობილობებითა და მომსახურებებით CBRN CoE-ის რეგიონული სამდივნოს სათანადო და ეფექტური ფუნქციონირებისათვის. ე) მთავრობის მასპინძელი დაწესებულება და  UNICRI გააფორმებენ ტექნიკურ შეთანხმებებს CBRN CoE-ის რეგიონული სამდივნოს შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური საკითხების თაობაზე.  ვ) UNICRI-ის ფინანსური პასუხისმგებლობა შეზღუდულია. UNICRI-ის მხრიდან არ ანაზღაურდება ხარჯები, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც მთავრობის მასპინძელი დაწესებულებისა და UNICRI-ის შორის კონსულტაციების შედაგად წინასწარ არის განსაზღვრული ბიუჯეტით.  ზ) მხარეები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა წინამდებარე წერილების გაცვლის შედეგად წარმოშობილი ნებისმიერი დავა, უთანხმოება თუ საჩივარი, ან დარღვევა, მოქმედების შეწყვეტა თუ გაუქმება მოგვარდეს მეგობრულად. თ) წინამდებარე წერილების გაცვლა ძალაში შევა, როდესაც საქართველოს მთავრობა UNICRI-ის შეატყობინებს საქართველოს მიერ შესაბამისი შიდაპროცედურების დასრულების შესახებ.   ი) წინამდებარე წერილების გაცვლა შესაძლებელია, შესწორდეს მხარეთა ორმხრივი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, რომელიც წარმოადგენს ცალკე დოკუმენტს და ძალაში შევა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ეს წერილების გაცვლა შედის ძალაში. მე დაწმუნებული ვარ, რომ თბილისში CBRN CoE-ის რეგიონული სამდივნოს დაარსება განმსაზღვრელია საქართველოში და მთელს რეგიონში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაქტიური და ბირთვული ნივთიერებებისგან წარმოშობილი რისკების შემცირებისათვის.   გთხოვთ, მიიღოთ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა. ჯონათან ლუკასი                                                                              გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და                                                                 სამართლის კვლევის ინსტიტუტის (UNICRI) დირექტორი ქ. თბილისი, 12 მარტი, 2013 ბატონო დირექტორო,    მაქვს პატივი დაგიდასტუროთ, თქვენი 2013 წლის 1 მარტით დათარიღებული წერილის მიღება, რომელიც იკითხება შემდეგნაირად: „მაქვს პატივი შევეხო საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს (EU) შორის თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაქტიური და ბირთვული (CBRN) „გამოცდილების გაზიარების ცენტრების“ (CoE) თაობაზე ინიციატივის ფარგლებში, როგორც ეს გათვალისწინებულია 2011 წლის 3 ოქტომბრის №8149-05 წერილითა და 2011 წლის 25 ოქტომბრით დათარიღებული №MM(2011)1196177 წერილით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ ნიკოლოზ ვაშაკიძესა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორს, ქალბატონ მარა მარინაკის შორის.    CBRN CoE ინიციატივა ფინანსდება ევროკავშირის მიერ და ერთობლივად ხორციელდება გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტისა (შემდგომში „UNICRI“) და ევროპული კომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრის მიერ. ევროკავშირსა  და UNICRI-ის შორის კონტრიბუციის თაობაზე შეთანხმებების (IFS/2010/250-984 და IFS/2011/263-555) თანახმად, UNICRI-ის, როგორც ინიციატივის განმახორციელებელი პარტნიორის, როლია, ხელი შეუწყოს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში/სამხრეთ კავკასიაში/მოლდოვაში/უკრაინაში CBRN CoE-ის ინიციატივის რეგიონული სამდივნოს ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას.  აღნიშნულთან დაკავშირებით, მსურს შემოგთავაზოთ, რომ საქართველოს მთავრობასა და UNICRI-ის (შემდგომში ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“) შორის დაიდოს შეთანხმება წერილების გაცვლის გზით, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში/სამხრეთ კავკასიაში/მოლდოვაში/უკრაინაში CBRN CoE ინიციატივის რეგიონული სამდივნოს შექმნასა და ფუნქციონირებას. ძალაში შესვლის შემდგომ, წინამდებარე წერილების გაცვლა წარმოადგენს თანამშრომლობის საფუძველს UNICRI-ისა და საქართველოს მთავრობას შორის, CBRN CoE-ის რეგიონული სამდივნოს საქართველოში მოქმედების დასრულებამდე. წინამდებარე წერილების გაცვლით გათვალისწინებული პირობები მოიცავს შემდეგს:    ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენცია (მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, 1946 წლის 13 თებერვალს, რომლის წევრიცაა საქართვლო) mutatis mutandis ვრცელდება გაეროს ოფიციალური პირებისა და საქართველოს მისიის ექსპერტების ყოფნასა და საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია CBRN CoE-ის ინიციატივასთან. ბატონი ჯონათან ლუკასი გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის (UNICRI) დირექტორი  ბ) UNICRI-ის პერსონალი, რომელიც სარგებლობს გაეროს ოფიციალური პირებისა და მისიის ექსპერტების სტატუსით, უზრუნველყოფს ტექნიკური და სხვა სახის დახმარების აღმოჩენას, რაც აუცილებელია თბილისში CBRN CoE-ის რეგიონული სამდივნოს შექმნისა და ფუნქციონირების ხელშეწობისათვის.     გ) UNICRI უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას თბილისში CBRN CoE-ის რეგიონული სამდივნოს შექმნისა და ფუნქციონირებისათვის, ევროკავშირსა  UNICRI-ს შორის კონტრიბუციის თაობაზე შეთანხმებების (IFS/2010/250-984 და IFS/2011/263-555) თანახმად. დ) მთავრობა, მასპინძელი დაწესებულების მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაო ადგილის გამოყოფას (ორი ოფისი და სათათბირო ოთახი), ქირის საფასურის გარეშე, CBRN CoE-ის რეგიონული სამდივნოს ოფისის განთავსებისათვის. ამგვარი სამუშაო ადგილი აღჭურვილი უნდა იყოს ადექვატური მოწყობილობებითა და მომსახურებებით CBRN CoE-ის რეგიონული სამდივნოს სათანადო და ეფექტური ფუნქციონირებისათვის. ე) მთავრობის მასპინძელი დაწესებულება და  UNICRI გააფორმებენ ტექნიკურ შეთანხმებებს CBRN CoE-ის რეგიონული სამდივნოს შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური საკითხების თაობაზე.  ვ) UNICRI-ის ფინანსური პასუხისმგებლობა შეზღუდულია. UNICRI-ის მხრიდან არ ანაზღაურდება ხარჯები, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც მთავრობის მასპინძელი დაწესებულებისა და UNICRI-ის შორის კონსულტაციების შედაგად წინასწარ არის განსაზღვრული ბიუჯეტით.  ზ) მხარეები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა წინამდებარე წერილების გაცვლის შედეგად წარმოშობილი ნებისემიერი დავა, უთანხმოება თუ საჩივარი, ან დარღვევა, მოქმედების შეწყვეტა თუ გაუქმება მოგვარდეს მეგობრულად. თ) წინამდებარე წერილების გაცვლა ძალაში შევა, როდესაც საქართველოს მთავრობა UNICRI-ის შეატყობინებს საქართველოს მიერ შესაბამისი შიდაპროცედურების დასრულების შესახებ.  ი) წინამდებარე წერილების გაცვლა შესაძლებელია, შესწორდეს მხარეთა ორმხრივი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, რომელიც წარმოადგენს ცალკე დოკუმენტს და ძალაში შევა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ეს წერილების გაცვლა შედის ძალაში. მე დაწმუნებული ვარ, რომ თბილისში CBRN CoE-ის რეგიონული სამდივნოს დაარსება განმსაზღვრელია საქართველოში და მთელს რეგიონში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაქტიული და ბირთვული ნივთიერებებისგან წარმოშობილი რისკების შემცირებისათვის.   გთხოვთ, მიიღოთ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა.“ მაქვს პატივი დაგიდასტუროთ, რომ თქვენს წერილში მოცემული დებულებები მისაღებია საქართველოს მთავრობისთვის. შესაბამისად, თქვენი წერილი და ეს საპასუხო წერილი წარმოადგენს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და UNICRI-ის შორის. ბატონო დირექტორო, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა დავადასტურო თქვენდამი ჩემი ღმრა პატივიცემა.    პატივისცემით,               მაია ფანჯიკიძე        მინისტრი .