საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 05.11.2012
ძალაში შესვლა 01.04.2013
გამომცემი ორგანო საქართველოსათვის:
ნომერი №ტელეფონის ნომერი
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2013
matsne.gov.ge 3,415 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.11.2012 მიღება
01.04.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
საქართველოსათვის: საფრანგეთის რესპუბლიკისათვის:
განსაკუთრებული მნიშვნელობის TRES SECRET DEFENSE
სრულიად საიდუმლო SECRET DEFENSE
საიდუმლო CONFIDENTIEL DEFENSE
შეზღუდული სარგებლობისთვის DIFFUSION RESTREINTE (იხ. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები)
მომთხოვნი: ადრესატი: თარიღი: ვიზიტის მოწმობა:
საფოსტო მისამართი ელ-ფოსტის მისამართი (არსებობის შემთხვევაში)
ტელექსი/ფაქსის ნომერი ტელეფონის ნომერი
მისამართი ელ-ფოსტის მისამართი (არსებობის შემთხვევაში)
[ ] სახელმწიფო ინიციატივა [ ] მომთხოვნი დაწესებულების ან საწარმოს ინიციატივით
[ ] კომერციული ინიციატივა [ ] იმ საწარმოს მიწვევით, სადაც განხორციელდება ვიზიტი
სპეციფიკური აღჭურვილობა ან შეიარაღების სისტემა [ ]
საგარეო სამხედრო ვაჭრობის ან საექსპორტო ლიცენზია [ ]
პროგრამა ან შეთანხმება [ ]
თავდაცვის სფეროში მიწოდების უზრუნველყოფის პროცესი [ ]

დოკუმენტის ტექსტი

საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ საქართველოს მთავრობა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები”); თანხმდებიან რა გამართონ მოლაპარაკებები პოლიტიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გააფართოვონ და გააძლიერონ თავიანთი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა; მხედველობაში იღებენ რა მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე განვითარებებს და აღიარებენ რა მათი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლს მშვიდობის, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ორმხრივი ნდობის სტაბილიზაციისათვის; აცნობიერებენ რა, რომ ეფექტური თანამშრომლობა შესაძლოა ითხოვდეს მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას; სურთ რა უზრუნველყონ მხარეებს შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივი დაცვა; ორმხრივად სცემენ რა პატივს მათი სახელმწიფოების სუვერენიტეტს, თანასწორობას, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებასა და ინტერესებს; თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 მიზანი და მოქმედების სფერო 1. წინამდებარე შეთანხმების მიზანია იმ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია როგორც ასეთი წინამდებარე შეთანხმებით და რომელიც მხარეებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გაიცვალა ან წარმოიშვა. 2. წინამდებარე შეთანხმება გამოყენებულ უნდა იქნეს იმ ნებისმიერი საქმიანობის, კონტრაქტების, შეთანხმებების ან სხვა დოკუმენტების მიმართ, რომლებიც შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას. მუხლი 2🔗 განსაზღვრებები წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის: 1. „საიდუმლო ინფორმაცია” ნიშნავს ნებისმიერ ზეპირ ან წერილობით ინფორმაციას მიუხედავად მისი ჩაწერის სახისა/საშუალებისა და ნებისმიერ მატერიალურ საგანს ან ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს, რომელსაც მინიჭებული აქვს საიდუმლოების გრიფი და რომელიც, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე და მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მოითხოვს დაცვას ნებისმიერი დარღვევისაგან, განადგურებისაგან, მითვისებისაგან, გამჟღავნებისაგან, დაკარგვისაგან ან უნებართვო გაცნობისაგან ან ნებისმიერი სხვა სახის საფრთხისაგან. 2. „საიდუმლო კონტრაქტი” ნიშნავს მხარესა და კონტრაქტორს ან კონტრაქტორსა და ქვეკონტრაქტორს შორის დადებულ კონტრაქტს (ქვეკონტრაქტს), რომელიც შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას ან რომლის საფუძველზე ასეთი ინფორმაცია იქმნება, გადამუშავდება ან ინახება. 3. „კონტრაქტორი” ნიშნავს ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელსაც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებისა და მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნია საიდუმლო კონტრაქტის დადების სამართლებრივი უფლებაუნარიანობა და არის ასეთი კონტრაქტის მხარე. 4. „გამჟღავნება” ნიშნავს, რომ საიდუმლო ინფორმაცია მთლიანად ან ნაწილობრივ გახდა ცნობილი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება ან ინფორმაციასთან გაცნობის საჭიროება. 5. „საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება” ნიშნავს შემოწმების პროცედურის გავლის შედეგად მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას, რომელიც განსაზღვრავს პირის სანდოობასა და საიმედოობას, აგრეთვე უსაფრთხოების სხვა ასპექტებს მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთი გადაწყვეტილება პირს ანიჭებს საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობის უფლებას და აძლევს მისი გამოყენების ნებართვას. საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებები, რომლებიც ენიჭებათ ფიზიკურ პირებს, იწოდებიან როგორც „საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვებები”, ხოლო საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებები, რომლებიც ენიჭებათ იურიდიულ პირებს, იწოდებიან როგორც „საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვებები”. 6. „ინფორმაციასთან გაცნობის საჭიროება” ნიშნავს პრინციპს, რომლის მიხედვითაც საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობის უფლება ენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც გააჩნია ასეთ ინფორმაციასთან გაცნობის დადასტურებული საჭიროება თავის იმ სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მოხდა აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება მიმღები მხარისათვის. 7. „მესამე მხარე” ნიშნავს ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც არ არის წინამდებარე შეთანხმების მხარე. 8. „პირი” ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. 9. „წარმომშობი მხარე” ნიშნავს მხარეს, მათ შორის ნებისმიერ საჯარო ან კერძო დაწესებულებას თავის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც აწვდის საიდუმლო ინფორმაციას. 10. „მიმღები მხარე” ნიშნავს მხარეს, მათ შორის ნებისმიერ საჯარო ან კერძო დაწესებულებას თავის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც იღებს საიდუმლო ინფორმაციას წარმომშობი მხარისაგან. 11. „ეროვნული უსაფრთხოების ორგანო” ნიშნავს ეროვნულ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია თითოეული მხარისათვის წინამდებარე შეთანხმების ზოგად კონტროლსა და შესრულებაზე. 12. „კომპეტენტური ორგანოები” ნიშნავს ნებისმიერ უსაფრთხოების განსაზღვრულ ორგანოს ან მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილ ნებისმიერ სხვა კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე მოცემული სფეროების შესაბამისად. მუხლი 3🔗 კომპეტენტური ორგანოები 1. ეროვნული უსაფრთხოების ორგანო თითოეული მხარისათვის არის: ქართული მხარისათვის: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალ გია გულუას ქუჩა №10 0114 თბილისი საქართველო ფრანგული მხარისათვის: Secr étariat Général de la Défence et de la S écurité Nationale 51 boulevard de La Tour-MauBourg 75700 PARIS 07 SP FRANCE მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს ნებისმიერი იმ ცვლილების შესახებ, რომელიც გავლენას მოახდენს ეროვნული უსაფრთხოების ორგანოებზე და აგრეთვე მათ კომპეტენტურ ორგანოებზე. 2. ეროვნული უსაფრთხოების ორგანოებმა და კომპეტენტურმა ორგანოებმა თავიანთი სახელმწიფოების იურისდიქციის ფარგლებში უნდა უზრუნველყონ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის დაცვა თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად. 3. მოთხოვნის შემთხვევაში, თითოეულმა მხარემ მეორე მხარეს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია თავისი უსაფრთხოების სისტემის ორგანიზაციის, კანონების, წესებისა და პროცედურების შესახებ, რათა შესაძლებელი გახადოს ერთნაირი უსაფრთხოების სტანდარტების შედარება და შენარჩუნება და ხელი შეუწყოს თავიანთ შესაბამის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოებსა და კომპეტენტურ ორგანოებს შორის კონტაქტების დამყარებას. მუხლი 4🔗 საიდუმლოობის ხარისხების ეკვივალენტობა 1. საიდუმლო ინფორმაციას უნდა მიენიჭოს ერთ-ერთი შემდეგი ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხი: საქართველოსათვის: საფრანგეთის რესპუბლიკისათვის: განსაკუთრებული მნიშვნელობის TRES SECRET DEFENSE სრულიად საიდუმლო SECRET DEFENSE საიდუმლო CONFIDENTIEL DEFENSE შეზღუდული სარგებლობისთვის DIFFUSION RESTREINTE (იხ. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები) 2. საფრანგეთის რესპუბლიკამ უნდა დაამუშავოს და დაიცვას საქართველოს მიერ გადაცემული „შეზღუდული სარგებლობისთვის” გრიფით აღნიშნული ინფორმაცია თავისი მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ეხება დაცულ, მაგრამ არადასაიდუმლოებულ ინფორმაციას, როგორიცაა „DIFFUSION RESTREINTE” გრიფით აღნიშნული ინფორმაცია. 3. საქართველომ უნდა დაამუშავოს და დაიცვას საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ გადაცემული არადასაიდუმლოებული, მაგრამ დაცული ინფორმაცია, როგორიცაა „DIFFUSION RESTREINTE” გრიფით” გრიფით აღნიშნული ინფორმაცია თავისი მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ეხება „შეზღუდული სარგებლობისთვის” გრიფით აღნიშნული ინფორმაციის დაცვას. 4. განსაკუთრებული უსაფრთხოების მიზნებისათვის, როდესაც წარმომშობი მხარე მოითხოვს, რომ საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობის უფლება შემოიფარგლოს მხოლოდ მხარეების მოქალაქეობის მქონე პირებით, ასეთი ინფორმაცია უნდა ატარებდეს „SPECIAL GEORGIE-FRANCE” ან „SPECIAL FRANCE-GEORGIE” დამატებით მითითებას. 5. ეროვნულმა უსაფრთხოების ორგანოებმა ან კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს ნებისმიერი ახალი ან შემდგომი საიდუმლოობის ხარისხების შესახებ, რომლებიც შესაძლებელია გაიცვალოს ან წარმოიქმნას წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში. 6. მიმღებმა მხარემ არ უნდა მოახდინოს საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოება და საიდუმლოობის ხარისხის დადაბლება წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. მუხლი 5🔗 საიდუმლო ინფორმაციის დაცვა 1. არც ერთ ფიზიკურ პირს არ უნდა მიენიჭოს საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობის უფლება მხოლოდ მისი წოდების, თანამდებობის გამო ან მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების საფუძველზე. საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობის უფლება უნდა მიენიჭოს მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც გააჩნიათ ინფორმაციასთან გაცნობის საჭიროება და რომელთაც შესაბამისი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭათ საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება. 2. მიმღებმა მხარემ არ უნდა გადასცეს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებული საიდუმლო ინფორმაცია მესამე მხარეს წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი დადასტურების გარეშე. 3. მე-4 მუხლში მოცემული ეკვივალენტობის ცხრილის შესაბამისად მიმღებმა მხარემ საიდუმლო ინფორმაცია უნდა უზრუნველყოს იმაზე არანაკლები დაცვის დონით, როგორიც უზრუნველყოფილია წარმომშობი მხარის მიერ. 4. მიმღებმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს საიდუმლო ინფორმაცია ნებისმიერი სხვა მიზნით, გარდა იმ მიზნისა, რისთვისაც ის იქნა მიწოდებული. 5. მიმღებმა მხარემ, თავის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა დაიცვას უფლებები, როგორიცაა საპატენტო, საავტორო უფლებები, აგრეთვე პირადი, პროფესიული ან კომერციული საიდუმლო, რომლებსაც შეიცავს საიდუმლო ინფორმაცია. მუხლი 6🔗 საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება 1. ფიზიკური პირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებაზე (საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება) მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი მხარის სახელმწიფოში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და უნდა ეფუძნებოდეს სპეციალური შემოწმების დასკვნებს. კონტრაქტორის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებაზე (საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება) მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი მხარის სახელმწიფოში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და უნდა ეფუძნებოდეს სპეციალური შემოწმების შედეგებს. 2. მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეები, მათი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, ნებართვით (ნებართვის ნიმუში მოცემულია A დანართში, რომელიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია) ადასტურებენ, რომ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარგზავნილ პირს გააჩნია საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება და ინფორმაციასთან გაცნობის საჭიროება. 3. მხარეები ორმხრივად აღიარებენ საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობის სფეროში თავიანთ მოქალაქეებზე გაცემულ საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებებს. 4. ეროვნულმა უსაფრთხოების ორგანოებმა ან კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს იმ პირებზე, რომლებსაც უკვე აქვთ მინიჭებული საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მრავალმხრივი ვიზიტებისა და საიდუმლო პროექტების ფარგლებში, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც უქმდება საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება ან ხდება მისი ხარისხის დადაბლება. მუხლი 7🔗 ვიზიტები 1. ერთი მხარის ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულების მონახულებაზე ნებართვა გაიცემა მხოლოდ ამ მხარის მიერ. 2. მესამე მხარის მოქალაქეთა ვიზიტები ერთ-ერთი მხარის დაწესებულებებში, რომლებიც ითვალისწინებს მხარეებს შორის გაცვლილ ან წარმოქმნილ საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობას ან ვიზიტები ისეთ ადგილებში, სადაც ასეთ ინფორმაციასთან გაცნობა პირდაპირ არის შესაძლებელი, უნდა დაექვემდებაროს მეორე მხარის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოების ან კომპეტენტური ორგანოების წინასწარ წერილობით ნებართვას. 3. მეორე მხარესთან ვიზიტის განხორციელებამდე, როდესაც გათვალისწინებულია საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობა ან რომელიც განხორციელდება იმ შენობა-ნაგებობაში/ადგილას, სადაც იქმნება, გადამუშავდება და/ან ინახება საიდუმლო ინფორმაცია, ნებართვა გაიცემა მხოლოდ ინფორმაციასთან გაცნობის საჭიროების პრინციპის საფუძველზე. ასეთი ნებართვა გაიცემა მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ. მხარის კომპეტენტურმა ორგანომ დაგეგმილ ვიზიტამდე არანაკლებ სამი კვირით ადრე უნდა აცნობოს (B დანართში მოცემული ფორმის შესაბამისად, რომელიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია) მეორე მხარის დაინტერესებულ ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს ან კომპეტენტურ ორგანოს დაგეგმილი ვიზიტისა და იმ საიდუმლო ინფორმაციის უმაღლესი ხარისხის შესახებ, რომელსაც შეიძლება გაეცნოს ვიზიტორი. 4. ყველა ვიზიტორი უნდა დაემორჩილოს მასპინძელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას. 5. მრავალჯერადი ვიზიტების შემთხვევაში, საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობაზე გაცემული ნებართვა ძალაშია არაუმეტეს 12 თვის ვადით. მუხლი 8🔗 ფიზიკური უსაფრთხოება 1. თითოეული მხარე უნდა იყოს პასუხისმგებელი მეორე მხარის ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე, სანამ ის მათი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ინახება. 2. საიდუმლო ინფორმაცია ისე უნდა იქნას შენახული, რომ მასზე მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს მიუწვდებოდეთ ხელი, რომელთაც მინიჭებული აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობის უფლება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად. მუხლი 9🔗 საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება 1. მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს დიპლომატიური არხებით ან ნებისმიერი სხვა ორმხრივად შეთანხმებული საშუალებით, რომელიც დაცული იქნება ნებისმიერი სახის უსაფრთხოების დარღვევისაგან. ასეთი მიწოდების შემთხვევაში, მიმღებმა მხარემ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე, კონტროლსა და უსაფრთხოებაზე. 2. მიწოდებისას ინფორმაციის უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები უნდა იყოს შემდეგი: a) დოკუმენტი უნდა იქნეს მიწოდებული ორმაგი, დალუქული კონვერტებით. შიდა კონვერტზე განისაზღვრება დოკუმენტების საიდუმლოების გრიფი, სარეგისტრაციო ნომერი და ადრესატის სამსახურებრივი მისამართი, ხოლო გარეთა კონვერტზე აღინიშნება ადრესატის სამსახურებრივი მისამართი, გამგზავნის სამსახურებრივი მისამართი და, საჭიროების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ნომერი. შიდა კონვერტი უნდა იყოს დალუქული უსაფრთხოების ლენტით და უნდა შეიცავდეს მიღების შესახებ აქტებს. გარეთა კონვერტზე არ უნდა გაკეთდეს მითითება მასში მოთავსებული დოკუმენტების საიდუმლოების გრიფზე. ამის შემდეგ დალუქული კონვერტი უნდა იქნეს მიწოდებული მხარეთა მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად; b) მატერიალური საგნის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს დალუქული, გადახურული სატრანსპორტო საშუალებებით, ან უნდა მოხდეს მისი საიმედოდ შეფუთვა ან დაცვა და მუდმივი კონტროლის ქვეშ ყოფნა, რათა არაუფლებამოსილ პირებს მასზე ხელი არ მიუწვდებოდეთ; c) მატერიალური საგანი, რომელიც შენახული უნდა იქნეს დროებით, სანამ მოხდება მისი ტრანსპორტირება, უნდა მოთავსდეს უსაფრთხო, ჩაკეტილი საწყობის ტერიტორიაზე. აღნიშნული ტერიტორია დაცული უნდა იყოს შეღწევის გამომვლენი ხელსაწყოებით ან საიდუმლო ინფორმაციასთან შესაბამისი დაშვების მქონე მცველების მიერ, რომლებმაც უნდა განახორციელონ ტერიტორიის უწყვეტი მეთვალყურეობა. საწყობის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ ის უფლებამოსილი თანამშრომლები, რომელთაც გააჩნიათ საიდუმლო ინფორმაციასთან შესაბამისი დაშვება; d) ზემოაღნიშნული „a”-„c” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიწოდებებისათვის უნდა მომზადდეს აქტი, როგორიცაა კურიერის სერტიფიკატი ან ტრანსპორტირების გეგმა. ტრანსპორტირების დროს ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საიდუმლო ინფორმაცია გადადის ერთი პირის მფლობელობიდან მეორესთან, დგება მიღების შესახებ აქტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს საბოლოო ადრესატმა და რომელიც უნდა დაუბრუნდეს გამგზავნს; e) საიდუმლო ინფორმაციის ელექტრონული საშუალებებით მიწოდებისას არ უნდა იქნეს გამოყენებული მისახვედრი ტექსტი. საიდუმლო ინფორმაციის ელექტრონული მიწოდებისათვის სავალდებულოა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული (სათანადო დონეზე) კრიპტოგრაფიული საშუალებების გამოყენება. მუხლი 10🔗 საიდუმლო ინფორმაციის მართვა და კონტროლი 1. საიდუმლო ინფორმაციის მართვისა და კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები შეიმუშავებენ ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვისა და მასთან გაცნობის ნებართვის პროცედურებს. 2. მხარის ნებისმიერმა ორგანომ, რომელიც იღებს საიდუმლო ინფორმაციას მეორე მხარისაგან, უნდა აწარმოოს მეორე მხარისაგან მიღებული და მეორე მხარისათვის მიწოდებული ყველა საიდუმლო ინფორმაციის (მათ შორის, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში შექმნილი და/ან გადამუშავებული ინფორმაციის) აღრიცხვა. 3. იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საიდუმლო ინფორმაციის მართვა და კონტროლი მხარეთა იმ თითოეულ ორგანიზაციაში (დაწესებულებაში, კომპანიაში), სადაც იქმნება, გადამუშავდება და/ან ინახება საიდუმლო ინფორმაცია, უნდა მოქმედებდეს რეგისტრების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საიდუმლო ინფორმაციის მიღებას, განაწილებას, კონტროლსა და დაცვას. ეს სისტემა შესაბამისი სახელმწიფოს პასუხისმგებელი ორგანოს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული. 4. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი ელექტრონული ფორმის საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობისათვის გამოყენებული ნებისმიერი საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემა უნდა იყოს დამტკიცებული შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ. მუხლი 11🔗 საიდუმლო ინფორმაციისათვის საიდუმლოების გრიფის მინიჭება, მისი თარგმნა და რეპროდუქცია 1. თითოეულმა მხარემ მეორე მხარისაგან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას უნდა მიანიჭოს საიდუმლოების გრიფი მე-4 მუხლით განსაზღვრული საიდუმლოობის ხარისხების ცხრილის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი ისეთი დაცვა, რომელიც წარმომშობი მხარის მიერ განხორციელებული დაცვის ეკვივალენტურია. 2. გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა ან რეპროდუქცია დაიშვება მხოლოდ ინფორმაციასთან გაცნობის საჭიროების პრინციპისა და მე-10 მუხლით განსაზღვრული კონტროლისა და მართვის წესების შესაბამისად. „სრულიად საიდუმლო/SECRET DEFENSE” გრიფის მქონე ინფორმაციის რეპროდუქცია არ დაიშვება წარმომშობი მხარის სპეციალური ნებართვის გარეშე. 3. საიდუმლო ინფორმაციის თარგმანს/რეპროდუქციას ახორციელებენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც მიენიჭათ საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება, რომელიც მინიმუმ ისეთივე ხარისხისაა, როგორი ხარისხიც გააჩნიათ მოცემულ დოკუმენტებს. 4. საიდუმლო ინფორმაციის ასლები და თარგმანები უნდა ატარებდნენ ისეთივე საიდუმლოების გრიფს, როგორსაც ატარებენ დედნები, იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი თანაბარი დაცვა. 5. „განსაკუთრებული მნიშვნელობის/TRES SECRET DEFENSE” გრიფის მქონე ინფორმაცია არ უნდა გამრავლდეს ან ითარგმნოს. წარმომშობი მხარისათვის წერილობითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი დედნების მიღება.   მუხლი 12🔗 საიდუმლო ინფორმაციის განადგურება და დაბრუნება 1. საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს: a) საგანგებო სიტუაციების დროს, თუ შეუძლებელია მისი დაცვა ან გამოყენება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად; b) თუ წარმომშობი მხარე მოითხოვს მის განადგურებას; c) თუ მან დაკარგა თავისი მნიშვნელობა მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ორივე მხარის ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში; d) „საიდუმლო/CONFIDENTIEL DEFENSE” ან უფრო დაბალი გრიფის მქონე ინფორმაცია შესაძლებელია განადგურდეს მიმღები მხარის ინიციატივით აღნიშნულის შესახებ მეორე მხარისაგან თანხმობის მიღების გარეშე. 2. საიდუმლო დოკუმენტები ისე უნდა განადგურდეს, რომ გამოირიცხოს მათი მთლიანი ან ნაწილობრივი აღდგენა ან მათში მოცემული საიდუმლო ინფორმაციის იდენტიფიცირება. 3. საიდუმლო დოკუმენტაციის განადგურება ხდება მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საიდუმლო მატერიალური საგანი ისე უნდა განადგურდეს, რომ შეუძლებელი იყოს მისი ამოცნობა, ან ისე უნდა მოდიფიცირდეს, რომ გამოირიცხოს მასში მოცემული საიდუმლო ინფორმაციის მთლიანი ან ნაწილობრივი აღდგენა. 5. წარმომშობ მხარეს უნდა ეცნობოს განადგურების შესახებ რაც შეიძლება მოკლე ვადაში კომპეტენტური ორგანოების მიერ ორმხრივად შეთანხმებული არხებით მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 6. წარმომშობი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, საიდუმლო ინფორმაცია უბრუნდება მას. 7. „განსაკუთრებული მნიშვნელობის/TRES SECRET DEFENSE” გრიფის მქონე ინფორმაცია არ უნდა განადგურდეს, თუ წარმომშობი მხარე სპეციალურად არ გასცემს მისი განადგურების შესახებ უფლებამოსილებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იგი უნდა დაუბრუნდეს წარმომშობ მხარეს მე-9 მუხლის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც იგი აღარ იქნება საჭირო ან მისი მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში. მუხლი 13🔗 დაკარგვა ან გამჟღავნება მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს წარმომშობ მხარეს საიდუმლო ინფორმაციის ნებისმიერი დაკარგვის ან მისი გამჟღავნების, აგრეთვე შესაძლო დაკარგვის ან გამჟღავნების შესახებ და უნდა დაიწყოს გამოძიება მათი გარემოებების დადგენის მიზნით. მიმღებმა მხარემ წარმომშობ მხარეს უნდა აცნობოს გამოძიების შედეგის შესახებ და მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულია ასეთი შემთხვევის გამეორების თავიდან ასაცილებლად. წარმომშობი მხარე შეიძლება იყოს დაკავშირებული გამოძიებასთან მიმღები მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 14🔗 უსაფრთხოების სისტემების განხილვა მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების შემდეგ, მხარის წარმომადგენელს ნება უნდა მიეცეს ეწვიოს მეორე მხარეს, რათა პირველწყაროდან განიხილოს და უშუალოდ გაეცნოს მეორე მხარის მიერ განხორციელებულ საიმპლემენტაციო პროცედურებს უსაფრთხოების სისტემათა ჯეროვანი თავსებადობის მიღწევის მიზნით. თითოეულ მხარეს შეუძლია აღმოუჩინოს დახმარება მეორე მხარის წარმომადგენლებს, რათა მათ დაადგინონ, ადეკვატურად არის თუ არა დაცული მეორე მხარის მიერ მიწოდებული საიდუმლო ინფორმაცია. მუხლი 15🔗 კონტრაქტები 1. მხარემ, რომელსაც განზრახული აქვს საიდუმლო კონტრაქტის დადება კონტრაქტორთან მეორე მხარის სახელმწიფოში, ან განზრახული აქვს მიანიჭოს უფლებამოსილება ერთ-ერთ თავის საკუთარ კონტრაქტორს დადოს საიდუმლო კონტრაქტი მეორე მხარის სახელმწიფოში საიდუმლო პროექტის ფარგლებში, უნდა მიიღოს წინასწარი წერილობითი დასტური მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოსაგან იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდო პოტენციურ კონტრაქტორს აქვს შესაბამისი ხარისხის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება და გააჩნია იმავე ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობისა და მისი შენახვის ხელსაყრელი პირობები. 2. თითოეული საკონტრაქტო დოკუმენტისათვის, რომელიც შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, შედგენილი უნდა იქნეს უსაფრთხოების დანართი. ასეთ დანართში წარმომშობი მხარის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოებმა ან კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მიუთითონ, თუ რა უნდა იქნეს დაცული მიმღები მხარის მიერ და აგრეთვე მიუთითონ შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხი. მხოლოდ წარმომშობ მხარეს შეუძლია შეცვალოს უსაფრთხოების დანართში მითითებული ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი. 3. კონტრაქტორის პასუხისმგებლობა, დაიცვას საიდუმლო ინფორმაცია, სულ მცირე, მოიცავს მის ვალდებულებას: a) გააცნოს საიდუმლო ინფორმაცია მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება და ინფორმაციასთან გაცნობის საჭიროება და რომლებიც დაქირავებულნი არიან კონტრაქტების ფარგლებში; b) განახორციელოს აუცილებელი საშუალებები საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად, როგორც ეს დადგენილია კომპეტენტური ორგანოების მიერ; c) განახორციელოს პროცედურები და მექანიზმები იმ ნებისმიერი ცვლილების თავისი კომპეტენტური ორგანოსათვის შესატყობინებლად, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით; d) განახორციელოს ერთი მხარის პერსონალის მეორე მხარესთან ვიზიტების პროცედურები, როგორც ეს დადგენილია კომპეტენტური ორგანოების მიერ; e) აცნობოს თავის კომპეტენტურ ორგანოს გაცვლილ საიდუმლო ინფორმაციასთან ფაქტობრივი არასანქცირებული შეღწევის, შეღწევის მცდელობის ან სავარაუდო შეღწევის შესახებ; f) გამოიყენოს მიღებული საიდუმლო ინფორმაცია მხოლოდ საიდუმლო კონტრაქტის შინაარსობრივ საკითხთან დაკავშირებული მიზნით; g) დაიცვას მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები საიდუმლო ინფორმაციის მიღებასთან, გადაცემასთან, მოპყრობასა და საბოლოო განადგურებასთან დაკავშირებით. 4. შეტყობინება ნებისმიერი საიდუმლო კონტრაქტის შესახებ წინასწარ უნდა გაეგზავნოს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, სადაც უნდა შესრულდეს სამუშაო. 5. კონტრაქტის შესახებ შეტყობინების გაგზავნამდე ნებისმიერი საიდუმლო კონტრაქტის უსაფრთხოების დანართის ასლი (უსაფრთხოების დანართი ან უსაფრთხოების ასპექტის შემცველი წერილი) უნდა გადაეცეს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, სადაც უნდა შესრულდეს სამუშაო. ეს კომპეტენტური ორგანო პასუხისმგებელია საიდუმლო კონტრაქტის განხორციელებისათვის აუცილებელი ზომების განსაზღვრასა და ადმინისტრირებაზე. 6. ქვეკონტრაქტორთან საიდუმლო კონტრაქტის განხორციელებამდე კონტრაქტორს უნდა მიენიჭოს ასეთი უფლებამოსილება თავისი კომპეტენტური ორგანოების მიერ. ქვეკონტრაქტორებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების იმავე პირობები, რაც გათვალისწინებულია კონტრაქტორისთვის. მუხლი 16🔗 ხარჯები როგორც წესი, წინამდებარე შეთანხმების განხორციელებამ არ უნდა წარმოშვას არანაირი განსაკუთრებული ხარჯი. წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას მხარის მიერ გაღებული ნებისმიერი ხარჯი უნდა დაიფაროს მხოლოდ ამავე მხარის მიერ. მუხლი 17🔗 დავების გადაწყვეტა წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის კონსულტაციებით, ან იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტის მიღწევა შეუძლებელია, მხარეთა სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების გზით და იგი არ უნდა გადაეცეს რომელიმე ეროვნულ ან საერთაშორისო სასამართლო ორგანოს ან მესამე მხარეს. მუხლი 18🔗 დასკვნითი დებულებები 1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისათვის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მიუხედავად, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გადაცემული ყველა საიდუმლო ინფორმაციის დაცვა უნდა გაგრძელდეს ამ შეთანხმების დებულებების თანახმად. 3. წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, უნდა გაფორმდეს ცალკე ოქმის სახით. იგი ძალაში შევა იმავე წესით, რა წესითაც წინამდებარე შეთანხმება შედის ძალაში. შესრულებულია ქ. თბილისში, 2012 წლის 5 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. საქართველოს მთავრობის                              საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით                                                                                                             სახელით დანართი A საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების საინფორმაციო/სამოქმედო ბარათი გთხოვთ მიუთითოთ, გააჩნია თუ არა ქვემოთ მოცემულ პირს თქვენი ქვეყნის მიერ გაცემული საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება ან უსაფრთხოების ნებართვა და, თუ გააჩნია, გთხოვთ მიუთითოთ საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების ხარისხი. შესწორებები/შევსებები 1. სახელი და გვარი: 2. დაბადების თარიღი/ადგილი: 3. მოქალაქეობის ქვეყანა: 4. დაქირავებულია/სახლის მისამართი/საცხოვრებელი: 5. აღნიშნული მოთხოვნა გაკეთებულ იქნა შემდეგი საფუძვლ(ებ)ით: პროექტის სახელწოდება: მიზანი: მომთხოვნი ეროვნული უსაფრთხოების ორგანო/კომპეტენტური ორგანო: სახელწოდება:                                                             თარიღი: პასუხი 1. თქვენი ინფორმაციისათვის ზემოაღნიშნულ პირს: [ ] გააჩნია საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება [ ] ხარისხამდე და [ ] ხარისხის ჩათვლით [ ] არ გააჩნია საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება [ ] არ გააჩნია საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება, მაგრამ თქვენი ზემოაღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე, საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების ან უსაფრთხოების ნებართვის გაცემის პროცედურა (როგორც საჭიროა) დაწყებულია ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების ან უსაფრთხოების ნებართვის მინიჭების შესახებ გეცნობებათ დამატებით. 2. აღნიშნულ საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას/უსაფრთხოების ნებართვას ვადა ეწურება: დიახ [ ]   ვადის ამოწურვის თარიღი: არა [ ]   მითითების გარეშე 3. შენიშვნები: მიმწოდებელი ეროვნული უსაფრთხოების ორგანო/კომპეტენტური ორგანო სახელწოდება:                                                                      თარიღი: დანართი B მოთხოვნა ვიზიტზე [ ] ერთჯერადი [ ] მრავალჯერადი [ ] სასწრაფო [ ] შესწორება დანართები: [ ] დიახ [ ] არა 1. ადმინისტრაციული მონაცემები მომთხოვნი: ადრესატი: თარიღი: ვიზიტის მოწმობა: 2. მომთხოვნი სახელმწიფო დაწესებულება ან ინდუსტრიული საწარმო სახელწოდება საფოსტო მისამართი ელ-ფოსტის მისამართი (არსებობის შემთხვევაში) ტელექსი/ფაქსის ნომერი ტელეფონის ნომერი 3. სახელმწიფო დაწესებულება ან ინდუსტრიული საწარმო, სადაც განხორციელდება ვიზიტი სახელწოდება მისამართი ელ-ფოსტის მისამართი (არსებობის შემთხვევაში) ტელექსი/ფაქსის ნომერი ტელეფონის ნომერი საკონტაქტო პუნქტი 4. ვიზიტის თარიღები: //-დან //-მდე (//-დან //-მდე) 5. ვიზიტის სახე: (აირჩიეთ ერთი თითოეული სვეტიდან) [ ] სახელმწიფო ინიციატივა [ ] მომთხოვნი დაწესებულების ან საწარმოს ინიციატივით [ ] კომერციული ინიციატივა [ ] იმ საწარმოს მიწვევით, სადაც განხორციელდება ვიზიტი 6. განხილვის საგანი/დასაბუთება: 7. საიდუმლო ინფორმაციის სავარაუდო ხარისხი, რომელიც იქნება გამოყენებული 8. ვიზიტი დაკავშირებულია: აღნიშნეთ სპეციფიკური აღჭურვილობა ან შეიარაღების სისტემა [ ] საგარეო სამხედრო ვაჭრობის ან საექსპორტო ლიცენზია [ ] პროგრამა ან შეთანხმება [ ] თავდაცვის სფეროში მიწოდების უზრუნველყოფის პროცესი [ ] სხვა [ ] 9. ვიზიტორების მონაცემები სახელი და გვარი დაბადების თარიღი; // დაბადების ადგილი საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების ხარისხი: პირადობის მოწმობის/პასპორტის ნომერი: თანამდებობა მოქალაქეობა კომპანია/დაწესებულება სახელი და გვარი დაბადების თარიღი; // დაბადების ადგილი საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების ხარისხი: პირადობის მოწმობის/პასპორტის ნომერი: თანამდებობა მოქალაქეობა კომპანია/დაწესებულება 10. მომთხოვნი სახელმწიფო დაწესებულების ან ინდუსტრიული საწარმოს უსაფრთხოების ოფიცერი სახელი და გვარი: ტელეფონის/ფაქსის ნომერი ელ-ფოსტის მისამართი (არსებობის შემთხვევაში): ხელმოწერა: 11. საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება სახელი და გვარი: მისამართი: ბეჭედი ხელმოწერა: 12. მომთხოვნი ეროვნული უსაფრთხოების ორგანო სახელი და გვარი: მისამართი:                                       ბეჭედი ხელმოწერა: 13. შენიშვნები: სახელმწიფო დაწესებულება ან ინდუსტრიული საწარმო, სადაც განხორციელდება ვიზიტი: 1. სახელი და გვარი: მისამართი: ტელექსი/ფაქსის ნომერი :      ელ-ფოსტა (არსებობის შემთხვევაში):                საკონტაქტო პუნქტი :                 ტელეფონის ნომერი:    2. სახელი და გვარი : მისამართი  : ტელექსი/ფაქსის ნომერი  :      ელ-ფოსტა (არსებობის შემთხვევაში):                საკონტაქტო პუნქტი   :                    ტელეფონის ნომერი: 3. სახელი და გვარი  : მისამართი : ტელექსი/ფაქსის ნომერი :      ელ-ფოსტა (არსებობის შემთხვევაში):                 საკონტაქტო პუნქტი  :              ტელეფონის ნომერი: 4. სახელი და გვარი : მისამართი : ტელექსი/ფაქსის ნომერი  :      ელ-ფოსტა (არსებობის შემთხვევაში):                საკონტაქტო პუნქტი :                ტელეფონის ნომერი:   5. სახელი და გვარი : მისამართი: ტელექსი/ფაქსის ნომერი  :      ელ-ფოსტა (არსებობის შემთხვევაში):                საკონტაქტო პუნქტი :              ტელეფონის ნომერი: (გაგრძელდეს საჭიროებისამებრ) ვიზიტორების მონაცემები 1.       სახელი და გვარი: დაბადების თარიღი:                                                                /       /     დაბადების ადგილი:  საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების ხარისხი:           პირადობის მოწმობის/პასპორტის ნომერი:  თანამდებობა:                                                                      მოქალაქეობა:  კომპანია/დაწესებულება:          2.       სახელი და გვარი: დაბადების თარიღი:                                                                   /       /    დაბადების ადგილი:  საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების ხარისხი:            პირადობის მოწმობის/პასპორტის ნომერი:  თანამდებობა:                                                                                     მოქალაქეობა: კომპანია/დაწესებულება:          3.       სახელი და გვარი:  დაბადების თარიღი:                                                                /         /      დაბადების ადგილი:   საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების ხარისხი:           პირადობის მოწმობის/პასპორტის ნომერი:  თანამდებობა:                                                                           მოქალაქეობა:  კომპანია/დაწესებულება:          4.       სახელი და გვარი:   დაბადების თარიღი:                                                               /          /   დაბადების ადგილი: საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების ხარისხი:         პირადობის მოწმობის/პასპორტის ნომერი:  თანამდებობა:                                                                          მოქალაქეობა:  კომპანია/დაწესებულება:          5.       სახელი და გვარი:  დაბადების თარიღი:                                                              /        /   დაბადების ადგილი: საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების ხარისხი:          პირადობის მოწმობის/პასპორტის ნომერი:  თანამდებობა:                                                                          მოქალაქეობა:   კომპანია/დაწესებულება:          6.       სახელი და გვარი: დაბადების თარიღი:                                                             /            /    დაბადების ადგილი: საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების ხარისხი:       პირადობის მოწმობის/პასპორტის ნომერი:  თანამდებობა:                                                                       მოქალაქეობა:   კომპანია/დაწესებულება:             (გაგრძელდეს საჭიროებისამებრ) .