აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება ძალადაკარგული სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 18.04.2013
ძალის დაკარგვა 27.01.2017
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №52უ.ს.გ.ს.
სარეგისტრაციო კოდი 010190040.31.056.016034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება 26.01.2017
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოიყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა.
2.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ექვს საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატის წარდგინების საფუძველზე დაინიშნოს მაჟორიტარული წესით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის წარმომადგენელი, რომლის მიზანია უმაღლესი საბჭოს წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის ხელშეწყობა.
3.
უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ წევრს თავისი საქმიანობის წარმართვისათვის შეუძლია ისარგებლოს ბეჭდით, რომელზედაც აღინიშნება მისი სახელი, გვარი, საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი.
4.
თვითმმართველ ქალაქ ბათუმში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრს ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და მაჟორიტარი უმაღლესი საბჭოს წევრის წარმომადგენლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფა – 1025 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრს – 825 ლარი.
5.
ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხების გაცემა უმაღლესი საბჭოს აპარატმა აწარმოოს 2013 წლის 1 ივნისიდან.
6.
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 17 დეკემბრის №13 დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ”.
7.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
18 აპრილი 2013 წ.
N52უ.ს.გ.ს.