საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№51-უ.ს.გ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

 

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს

პარლამენტში წარდგენის შესახებ

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                               ავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი,

2013 წლის 18 აპრილი

51-უ.ს.გ.ს.

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და

კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონ ის (პარლამენტის უწყებანი, № 44, 11.11.1997, გვ. 86)  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები;”.

ბ) „ე 1 ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2 ” ქვეპუნქტი:

„ე2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები; ”.

გ) „ლ ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1 ” ქვეპუნქტი:

„ლ1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები; ”.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                              მიხეილ სააკაშვილი

 

ქუთაისი,

2013 წლის

 

 

 

 

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე – „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

ა)ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებისათვის ტერმინი „თანამდებობის პირი” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს მხოლოდ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, ხოლო მთავრობის სხვა წევრები დარჩენილი არიან კანონის მიღმა. მიზანშეწონილია კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა ჩამონათვალში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებთან ერთად ჩაიწეროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, მათი მოადგილეები და მათზეც გავრცელდეს აღნიშნული კანონის მოქმედება. ასევე, ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიღების მიზანია, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირების ჩამონათვალის გაზრდა.  

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტში, სადაც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების ნაცვლად ჩაიწერება – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები. კანონს დაემატება ახალი პუნქტები, რომლის შესაბამისადაც, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები, ასევე ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები მოექცევიან თანამდებობის პირთა კატეგორიაში, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებისათვის.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტს მოსალოდნელი ფინანსური შედეგები არ გააჩნია.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):

კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები

დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

აღნიშნული კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:

კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

) კანონპროექტის ავტორი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე.

) კანონპროექტის ინიციატორი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

 

 

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება

 

მუხლი 2

1. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები;

დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე;

1 ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილე;

ვ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილე;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე;

თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები;

1 ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;

ი) საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;

1 ) საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენი და მისი მოადგილე;

კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;

1 ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე, დეპარტამენტების უფროსები და მათთან გათანაბრებული პირები;

ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი;

მ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;

ნ) შემოსავლების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილეები და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანო ს ხელმძღვანელი;

ო) გენერალური აუდიტორი, მისი მოადგილე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტების, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;

პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი;

ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი;

რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;

ს) საქართველოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის წევრი;

ტ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი;

უ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე;

ფ) თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) და მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები და საკრებულოს მდივანი;

ქ) თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) მერი, მისი მოადგილე, მუნიციპალიტეტისა და ქალაქის რაიონის გამგებლები და მათი მოადგილეები;

ღ) მოსამართლე;

ყ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;

შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი.

2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ ასევე იგულისხმება ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომელთა ჩამონათვალიც განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.