⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.08.2014)
გაუქმებულია:

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება

მიღების თარიღი 25.04.2013
ძალის დაკარგვა 27.08.2014
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.127.016086
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 854 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.04.2013 მიღება
27.08.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ მასხარაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2013 წლის 25 აპრილი ქ. ზესტაფონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება (დანართი 1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის  22 ივლისის  №25  დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ მასხარაშვილი დანართი №1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების,   კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1.  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამსახური (ტექსტში შემდეგ ,,სამსახური“) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი განათლებისა და კულტურის ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადებას, განათლების და კულტურის  პროგრამების მართვას, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას. 2.  სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3.  სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4.  სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი, ბეჭედი თავისი დასახელების აღნიშვნით. მუხლი 2🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. განათლების,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ფუნქციაა: ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების და კულტურის ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა; მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; ბ) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება დაქვემდებარებული კულტურის,  საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე და სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად; გ) განათლების და კულტურის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება; დ) კულტურულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხურ შემოქმედების, თეატრალურ, მუსიკალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა; ე) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება; ვ) განათლებისა და კულტურის მუნიციპალური პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ზ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების აღნუსხვა,  შესწავლა, მოვლა-პატრონობა და სარესტავრაციო სამუშაოებზე კონტროლის დაწესება. მათი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; კონტროლი ამ ობიექტებში წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების და საკომუნიკაციო სისტემების მუშაობაზე; თ) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზება და კოორდინაცია; ი) კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება და ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია; კ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების და კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა; ლ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრებისა და ისტორიული ძეგლების აღნუსხვა, შესწავლა, მოვლა-პატრონობა და სარესტავრაციო სამუშაოებზე კონტროლის დაწესება. მათი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; მ) კონტროლი და ობიექტებში წყალმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და საკომუნიკაციო სისტემის მუშაობა; ნ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; გ) ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსირებული სკოლების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული შენობების ექსპლუატაციისათვის სარეზერვო-სათადარიგო მასალების მოცულობის განსაზღვრა და მარაგების შექმნა, მიმდინარე და სეზონური პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელების ორგანიზება; ამ დაწესებულებების საჭირო ინვენტარით აღჭურვის ორგანიზება, მათი მოვლის, აღრიცხვის და დაცვის უზრუნველყოფა; დ) სკოლამდელთა სისტემებში ბავშვთა კვების ორგანიზება და უზრუნველყოფა; მათში მედპუნქტების ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (ტექსტში შემდგომ ,,უფროსი“), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 2. სამსახური აერთიანებს:სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; გ) ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსირებული სკოლების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული შენობების ექსპლუატაციისათვის სარეზერვო-სათადარიგო მასალების მოცულობის განსაზღვრა და მარაგების შექმნა, მიმდინარე და სეზონური პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელების ორგანიზება; ამ დაწესებულებების საჭირო ინვენტარით აღჭურვის ორგანიზება, მათი მოვლის, აღრიცხვის და დაცვის უზრუნველყოფა; დ) სკოლამდელთა სისტემებში ბავშვთა კვების ორგანიზაცია და უზრუნველყოფა; მათში მედპუნქტების ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. ვ) მთავარ სპეციალისტს _ კულტურის საკითხებში; ზ) მთავარ სპეციალისტს _ განათლების საკითხებში. თ)  მთავარ სპეციალისტს - ძეგლთა დაცვის საკითხებში. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს   განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე,  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზებას და, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პასუხს აგებს დაკისრებული, ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს; დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში. 5. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. მუხლი 4🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.