ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას,საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 26.04.2013
ძალის დაკარგვა 01.08.2018
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016119
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 184 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.2013 მიღება
01.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას,საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №07 2013 წლის 26 აპრილი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ'' ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ'' საქართველოს კანონის 19​5 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან  სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირა შემდეგი ოდენობით: 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე  შესაბამის ტერიტორიულ ზონაში მოქმედი მიწის ნორმატიული ფასის 10%-ის ოდენობით; 2. სხვა უძრავ ქონებაზე ნივთის საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით; 3. მოძრავ ქონებაზე ნივთის საბაზრო ღირებულების 10 %-ის ოდენობით. მუხლი 2🔗 ცნობად იქნეს მიღებული, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიების (ზონების) მიხედვით,  განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  მუხლი 3🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე