ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 25.04.2013
ძალის დაკარგვა 27.08.2014
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016087
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ მასხარაშვილი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2013 წლის 25 აპრილი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ მასხარაშვილი
დანართი №1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდეგ ,,სამსახური“) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარებასა და პროგრამების მომზადებას, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვას, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას, ინვენტარის შეძენას, ლაშქრობების მოწყობას, კვებას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახურის დებულებას, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტემპი, ბეჭედი თავისი დასახელების აღნიშვნით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ფუნქციებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა; მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
ბ) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება დაქვემდებარებული სპორტის და საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
გ) სპორტისა დაა ტურიზმის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება;
დ) სპორტულ და ტურისტულ ღონისძიებათა ჩატარებისა და სპორტული სახეობების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;
ე) სპორტულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ვ) სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების მომზადება და მისი განხორციელების კოორდინაცია;
ზ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა, მათი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; კონტროლი ამ ობიექტებში წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების და საკომუნიკაციო სისტემების მუშაობაზე;
თ) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზება და კოორდინაცია;
ი) სპორტულ და ტურისტულ ღონისძიებათა ორგანიზება; მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;
კ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, სპორტისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. ტურიზმის სფეროში სამსახურის ფუნქციები:
ა) ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ძირითადი მიმართულების განმსაზღვრელი და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათ განხორციელებაზე ზრუნვა;
ბ) ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
გ) ტურიზმის სფეროში მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
დ) ტურიზმის სფეროს განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. სავარაუდო ტურისტული მარშრუტები:
ა) შორაპნის ციხე;
ბ) ტაბაკინის წმ. გიორგის სახელობის მონასტერი;
გ) ბოსლევის წმ. გიორგის სახელობის მონასტერი;
დ) ბუჯის ციხე;
ე) კვალითის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია-მონასტერი;
ვ) თამარ მეფის ხიდი - კოკოლია ეკლესია.
4. საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტები:
ა) ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, მთა სამეცხვარეო (2642 მ. ზ/დონიდან), რკინის ჯვარი;
ბ) იმერეთი-გურია-აჭარის მთათა სისტემა; მთა მეფის წყარო (2850 მ);
გ) სამსახურის მიერ შემუშავებული სხვა მარშრუტები.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლება-მოვალეობები:
1. მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
2. სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; მოაწყოს საველე ბანაკები;
3.განსაზღვროს სპორტული დაწესებულებების შენობების ექსპლუატაციისათვის სარეზერვო-სათადარიგო მასალების მოცულობა და შექმნას მარაგები, დაგეგმოს და განახორციელოს მიმდინარე და სეზონური პროფილაქტიკური სამუშაოები; აღჭურვოს დაწესებულებები საჭირო ინვენტარით, ასევე უზრუნველყოს მათი მოვლა, შენახვა და დაცვა;
4. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია
1. სამსახურის ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (ტექსტში შემდგომ ,,უფროსი“), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2. სამსახური აერთიანებს:
ა) მთავარ სპეციალისტს - სპორტის საკითხებში;
ბ) მთავარ სპეციალისტს - ტურიზმის საკითხებში;
გ) მთავარ სპეციალისტს - ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში;
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
4. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზებას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხს აგებს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს.
დ) დადგენილი წესით, ამზადებს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღიცხვაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ წინადადებებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.
5. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
მუხლი 5🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.