„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თვითმმართველი ერთეულის გერბს, დროშას და სხვა სიმბოლოებს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანხმობით ადგენს თვითმმართველი ერთეულის საკრებულო. თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოები ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სახელმწიფო რეგისტრაციას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 21 ოქტომბერი.
№378–IIს