„საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის თავიანთ სახელმწიფო ტერიტორიებს შორის და მათი ტერიტორიების ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 29.03.2012
ძალაში შესვლა 14.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №177
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016187
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2013
matsne.gov.ge 5,344 სიტყვა · ~27 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2012 მიღება
14.03.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საწყისი პუნქტი შუალედური პუნქტი
ნებისმირი პუნქტი საქართველოში ნებისმიერი პუნქტი
ნებისმირი პუნქტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ნებისმიერი პუნქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის თავიანთ სახელმწიფო ტერიტორიებს შორის და მათი ტერიტორიების ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის თავიანთ სახელმწიფო ტერიტორიებს შორის და მათი ტერიტორიების ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის შესახებ სარჩევი პრეამბულა მუხლი 1🔗  – განსაზღვრებანი მუხლი 2🔗 – უფლებათა მინიჭება მუხლი 3🔗 – დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება მუხლი 4🔗 – საექსპლუატაციო  უფლებამოსილების გაუქმება და შეზღუდვა მუხლი 5🔗 – შეთანხმებული მომსახურების პრინციპები მუხლი 6🔗 – საბაჟო და სხვა გადასახდელები მუხლი 7🔗 – სახელმწიფო კანონებისა და წესების გამოყენება მუხლი 8🔗 – კოდის ზიარი გამოყენება მუხლი 9🔗 – დაშვებისა და ფრენის ვარგისიანობის სერტიფიკატები მუხლი 10🔗 – უსაფრთხოება მუხლი 11🔗 – მომხმარებლის გადასახადები მუხლი 12🔗 – საავიაციო უშიშროება მუხლი 13🔗 – კომერციული საქმიანობა მუხლი 14🔗 – თანხის გადარიცხვა მუხლი 15🔗 – განრიგის დამტკიცება მუხლი 16🔗 – ტარიფები მუხლი 17🔗 – ინფორმაციის გაცვლა მუხლი 18🔗 – კონსულტაცია მუხლი 19🔗 – უთანხმოებების მოგვარება მუხლი 20🔗 – შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა მუხლი 21🔗 – რეგისტრაცია მუხლი 22🔗 – მოქმედების შეწყვეტა მუხლი 23🔗 – ძალაში შესვლა პრეამბულა საქართველოს მთავრობა და არაბთა გართიანებული საემიროების მთავრობა (შემდგომში მოხსენიებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები') წარმოადგენენ რა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად ღია კონვენციის მხარეებს; აქვთ რა სურვილი, გააფორმონ შეთანხმება ზემოაღნიშნული კონვენციის დებულებათა შესაბამისად და დამატებით, თავიანთ სახელმწიფო ტერიტორიებს შორის და მათი ტერიტორიების ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის დაწესებისა და განხორციელების მიზნით; აცნობიერებენ რა, საჰაერო გადაზიდვების მნიშვნელობას, როგორც ორი ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და  ურთიერთთანამშრომლობის დამყარებისა და ხელშეწყობის საშუალებას; სურთ რა, ხელი შეუწყონ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვათა შესაძლებლობების გაფართოებას;  შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 განსაზღვრებანი ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, ტერმინი:  „საავიაციო ხელისუფლება" საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო არაბთა გართიანებულ საემიროებთან მიმართებაში ნიშნავს, საერთო სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებას; ან ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფუნქცია; „შეთანხმებული მომსახურება" ნიშნავს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის და მათი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ საერთაშორისო საჰაერო მომსახურებას მგზავრების, ტვირთისა და ბარგის გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით, ცალ-ცალკე ან ნებისმიერი სხვა კომბინაციით; „შეთანხმება" ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, მის შესასრულებლად შედგენილ დანართს და ნებისმიერ შესწორებას ამ შეთანხმებაში ან მის დანართში; ტერმინებს „საჰაერო მომსახურება", „ავიასაწარმო", „საერთაშორისო საჰაერო მომსახურება" და „არაკომერციული მიზნით გაჩერება" აქვთ ჩიკაგოს კონვენციის 96-ე მუხლით მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები;  „დანართი"  მოიცავს შეთანხმებაზე თანდართულ მარშრუტის განრიგს და აღნიშნულ დანართში განსაზღვრულ პირობებს, ან შენიშვნებს და წინამდებარე შეთანხმების მე-20 მუხლის დებულებების თანახმად  შეტანილ ნებისმიერ შესწორებას; „ტვირთი" მოიცავს ფოსტასაც; „კონვენცია" ნიშნავს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად ღია კონვენციას და მოიცავს: (i) მის ნებისმიერ შესწორებას, რომელიც ძალაშია შესული ამ კონვენციის 94-ე მუხლის (ა) პუნქტის თანახმად და რატიფიცირებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ; და (ii) აღნიშნული კონვენციის 90-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ მის ნებისმიერ დანართს ან შესწორებას, რამდენადაც ეს შესწორება ან დანართი მოქმედია ნებისმიერ განსაზღვრულ დროს ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის; „დანიშნული ავიასაწარმო" ნიშნავს ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად არიან დანიშნულნი და  უფლებამოსილებით აღჭურვილნი; „ტარიფი" ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც მოქმედებს ეს ღირებულება, მაგრამ არ ითვალისწინებს ფოსტის გადატანის  ღირებულებასა და პირობებს; „ტერიტორიას" სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვს ჩიკაგოს კონვენციის მე-2 მუხლით მინიჭებული მნიშვნელობა; „მომხმარებლის გადასახდელი" ნიშნავს გადასახდელს, რომელიც ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ ან მისი ნებართვით არის ავიასაწარმოსათვის დაწესებული აეროპორტის საშუალებებით, ქონებით, და/ან აეროსანავიგაციო საშუალებებით მათი უზრუნველყოფისათვის და მოიცავს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის, მგზავრების, ბარგისათვის და ტვირთისათვის საჭირო მოწყობილობების და მათთან დაკავშირებული მომსახურების გადასახდელს. წინამდებარე შეთანხმების დანართი ითვლება მის განუყოფელ ნაწილად. წინამდებარე შეთანხმების შესრულებისას, ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ  კონვენციის დებულებების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დებულებები გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლისას. მუხლი 2🔗 უფლებათა მინიჭება თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს, რომლითაც მათ მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ეძლევათ შეთანხმებული მომსახურების განხორციელების საშუალება. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები ისარგებლებენ შემდეგი უფლებებით: განახორციელონ გადაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაფრენის გარეშე; განახორციელონ დაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით, და შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად აიყვანონ ბორტზე და/ან გადმოსხან მგზავრები, ჩატვირთონ და/ან გადმოტვირთონ ტვირთი და ბარგი, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება საერთაშორისო მიმართულებით. გარდა ამისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდი/ხომალდები, წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად დანიშნული ავიასაწარმოების გარდა, ასევე ისარგებლებს წინამდებარე მუხლის 2(a) და 2(b) პუნქტებში მითითებული უფლებებით. წინამდებარე მუხლი არცერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ანიჭებს უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან დაქირავების გზით ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი და ბარგი, ამავე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების ან განსაკუთრებული და უჩვეულო გარემოებების გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ძალუძს ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის უწყვეტ ექსპლუატაციას და ამ მიზნით მოახდენს მარშრუტების შესაბამის დროებით რეორგანიზაციას ხელშემკვრელი მხარეების ორმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად. დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ ისარგებლონ ხელშემკვრელი მხარის მიერ უზრუნველყოფილი ყველა საჰაერო ხაზით, აეროპორტითა და სხვა საშუალებით არადისკრიმინაციულ საფუძველზე. მუხლი 3🔗  დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით და გააუქმოს ან შეცვალოს ასეთი დანიშვნა ან შეცვალოს სხვა ავიასაწარმოთი მანამდე დანიშნული ავიასაწარმო. ასეთი დანიშვნა შესაძლებელია განსაზღვრავდეს თითოეული ავიასაწარმოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას. ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება, წერილობით მიმართავს დანიშვნებისა და მასში ცვლილებების თაობაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას. ასეთი დანიშვნის, შეცვლის და ჩანაცვლების შესახებ, დადგენილი ფორმითა და სახით, დანიშნული ავიასაწარმოსგან შეტყობინების და განაცხადის მიღებისას, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, მეორე ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ ანიჭებს დანიშნულ ავიასაწარმოს/ავიასაწარმოებს შესაბამის საექსპლუატაციო უფლებამოსილებას. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიციო ხელისუფლებას შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს იმის მტკიცებულება, რომ ამ ავიასაწარმოს შესწევს უნარი დაიცვას ის კანონები და წესები, რომლებიც კონვენციის დებულებათა შესაბამისად ჩვეულებრივ და გონივრულად გამოიყენება ამ ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საექსპლუატაციო უფლებამოსილების მინიჭებაზე ან წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობისას მოსთხოვოს ავიასაწარმოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს საქმიანობის ძირითადი ადგილი არის დამნიშვნელი მხარის ტერიტორიაზე და რომ ის ფლობს აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ ექსპლუატანტის სერტიფიკატს. როდესაც ავიასაწარმო ამგვარდაა დანიშნული და ნებართვით აღჭურვილი, მას ნებისმიერ დროს შეუძლია ხაზების ექსპლუატაციის დაწყება მთლიანად,ან,ნაწილობრივ იმ პირობით, რომ ასეთი მომსახურების განრიგი დამტკიცებული იქნება ამ შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად. მუხლი 4🔗 საექსპლუატაციო უფლებამოსილების გაუქმება ან შეზღუდვა თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას ექნება უფლება გააუქმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საექსპლუატაციო უფლებამოსილება, შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების უფლებებით სარგებლობა ან ამ უფლებებით სარგებლობისას მოსთხოვოს მას დროებით ან მუდმივად, ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ: იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწრმო არ ასრულებს კანონებისა და წესების იმ პირობებს, რომელიც ჩვეულებრივ და გონივრულად გამოიყენება იმ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების მიერ, რომელიც კონვენციის შესაბამისად ანიჭებს მას ამ უფლებებს; ან იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო ვერ ახორციელებს ექსპლუატაციას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; ან მას არ აქვს მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული ავიასაწარმოს საქმიანობის ძირითადი ადგილი მისი დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზეა და ის ფლობს აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ ექსპლუატანტის სერტიფიკატს, ან ამ შეთანხმების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად; ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მეორე ხელშემკვრელი მხარე ამ შეთანხმების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არ ატარებს სათანადო ზომებს უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად; ან ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მეორე ხელშემკვრელი მხარე არ შეასრულებს იმ გადაწყვეტილებას ან პირობას, რომელიც წარმოიქმნება წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლის გამოყენებისას. თუ ამ მუხლის (1) პუნქტში აღნიშნული საექსპლუატაციო უფლებამოსილების გაუქმება, შეჩერება ან პირობების დაწესება დაუყოვნებლივ არ არის საჭირო კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, მაშინ ამ უფლებით სარგებლობა ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, როგორც ეს მე-18 მუხლშია მოცემული. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ზომების განხორციელება გავლენას არ მოახდენს მე-19 მუხლით მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის განსაზღვრულ უფლებებზე. მუხლი 5🔗 შეთანხმებული მომსახურების განხორციელების პრინციპები თითოეული მხარე, ორმხრივ საფუძველზე, ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს აძლევს თავისუფალი კონკურენციის საშუალებას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ, საკუთარი კანონმდებლობის ფარგლებში, უნდა გაატაროს სათანადო ზომები ყველა სახის დისკრიმინაციული და არაკონკურენტუნარიანი ან მძარცველური მეთოდების აღმოსაფხვრელად წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად. ნებისმიერი მომსახურების (სამგზავრო, სატვირთო, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად) განხორციელებისას ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპზე/ტიპებზე და/ან ტევადობაზე და სიხშირეზე არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები. თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს მის მიერ შეთავაზებული შეთანხმებული მომსახურების ტევადობა და სიხშირე. არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ ცალმხრივად არ უნდა შეზღუდოს მიმოსვლის ტევადობა, სიხშირე, რეგულარობა ან იმ საჰაერო ხომალდის ტიპი, რომელიც ექსპლუატირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენციის მე-16 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობების შესაბამისად .არსებობს შეზღუდვები საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო ან გარემოს დაცვის მიზნით. 5. არცერთი ხელშემკვრელი არ წაუყენებს მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მოთხოვნას უზრუნველყოს საკუთარი დანიშნული ავიასაწარმო პირველი არჩევანის უფლებით, შეზღუდოს მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო დატვირთვის კოეფიციენტით, ასევე არ დააკისრებს მიუღებელ გადასახადს და არ წაუყენებს ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელიც უკავშირდება ტევადობას, ფრენის სიხშირეებს ან მიმოსვლას და რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებს. მუხლი 6🔗 საბაჟო და სხვა გადასახდელები თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ათავისუფლებს საჰაერო ხომალდზე, მის მუდმივ მოწყობილობაზე, საწვავზე, საცხებ-საპოხ მასალასა და გამოსაყენებელ ტექნიკურ მასალებზე, სათადარიგო ნაწილებზე, ძრავების ჩათვლით და საჰაერო ხომალდზე არსებულ სასურსათო მარაგზე, მათ შორის, და არა მხოლოდ, ისეთ ნივთებზე, როგორიცაა სურსათი, ალკოჰოლური და სხვა სახის სასმელები, თამბაქოსა და სხვა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც განკუთვნილია გასაყიდად, ან ფრენის დროს მგზავრებისათვის გამოსაყენებლად და სხვა იმ საშუალებებზე, რომლებიც განკუთვნილია ან გამოიყენება მხოლოდ დანიშნული ავიასაწარმოების  საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის დაწესებულ საიმპორტო შეზღუდვებისგან, ბაჟის, პირდაპირი ან არაპირდაპირი და საინსპექციო გადასახდელებისგან და ყველა სხვა სახელმწიფო და/ან ადგილობრივი ბეგარისა და მოსაკრებლისაგან. გადასახადელებისაგან აგრეთვე თავისუფლდება ავიაბილეთები, ავიაზედნადებები, პერსონალის უნიფორმები, ავიასაწარმოს მიერ წინასწარი დაჯავშნისათვის და ბილეთების გამოსაწერად გამოსაყენებელი კომპიუტერები და ბილეთის დასაბეჭდი მოწყობილობები, ნებისმიერი საბეჭდი მასალა, რომელზედაც არის დანიშნული ავიასაწარმოს ლოგო და ავიასაწარმოს მიერ უფასოდ გავრცელებული სარეკლამო მასალა. გადასახდელებისაგან თავისუფლდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ის ნივთები, რომლებიც: ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, ან მისი სახელით არის შემოტანილი. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე რჩება და/ან გამოიყენება ფრენის დროს მისი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ჩაფრენის ან ამ ტერიტორიიდან გამოფრენის დროს; ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზეა ატანილი  მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და განკუთვნილია ამ საჰაერო ხომალდის მიერ შეთანხმებული საჰაერო მომსახურების განსახორციელებლად.. იმის მიუხედავად, აღნიშნული ობიექტები, მთლიანად ან ნაწილობრივ, იქნება, თუ არა გამოყენებული იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც გაათავისუფლა დანიშნული ავიასაწარმო და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საგნები არ გასხვისებულა ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. როგორც საბორტო მოწყობილობა, ასევე მასალები, მარაგი და ხომალდზე არსებული სასურსათო მარაგი, რომლებიც ჩვეულებრივ რჩება თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ხელისუფლების თანხმობით. ამ შემთხვევაში, ასეთ აღჭურვილობაზე და მასალებზე ვრცელდება წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი შეღავათები იმ პირობით, რომ ისინი, მოთხოვნისამებრ, შეინახება აღნიშნული საბაჟო ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ მანამდე, სანამ არ იქნება უკან გატანილი, ან საბაჟო წესების თანახმად, სხვაგვარად არ იქნება განწესებული. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები აფორმებენ ხელშეკრულებას სხვა ავიასაწარმოსთან/ავიასაწარმოებთან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პირველ პუნქტში აღნიშნული სტანდარტული აღჭურვილობის  და  სხვა საგნების ვადიან სარგებლობაში გადაცემის ან ტრანსფერის შესახებ იმ პირობით, რომ ეს ავიასაწარმოც თავისუფლდება გადასადელებისაგან აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის მიერ. მუხლი 7🔗 სახელმწიფო კანონებისა და წესების გამოყენება ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები, წესები და პროცედურები, რომლებიც არეგულირებენ მის ტერიტორიაზე საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი  საჰაერო ხომალდის ჩამოფრენას, დროებით გაჩერებას ან გამგზავრებას, ან ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს/ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდზე, ეროვნებისდა განურჩევლად, და გამოიყენება აღნიშნული საჰაერო ხომალდის მიერ  ჩამოფრენისას, გამგზავრებისას და აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას. ერთი ხელშემკვრელი მხარის შესვლის, განბაჟების, საავიაციო უშიშროების, საემიგრაციო, საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო, ჯანდაცვის, საკარანტინო და სანიტარიული ფორმალობები, ხოლო ფოსტის შემთხვევაში საფოსტო კანონები, წესები და პროცედურები, რომლებიც არეგულირებენ მისი ტერიტორიიდან საჰაერო ხომალდის მგზავრების, ბარგის, ეკიპაჟისა და ტვირთის შესვლა-შეტანას, დროებით გაჩერებას ან გასვლა-გატანას, გამოიყენება ასეთი მგზავრების, ბარგის, ეკიპაჟისა და ტვირთის მიმართ პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდის ჩამოფრენის, ყოფნისა და გაფრენის დროს. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე უპირატესობას არ მიანიჭებს თავის საკუთარ ან სხვა ნებისმიერ ავიასაწარმოს/ავიასაწარმოებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებთან შედარებით წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესების და კანონების გამოყენებისას. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მყოფი მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება პირდაპირი ტრანზიტით და რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტის სატრანზიტო ტერიტორიას, გაივლიან  გამარტივებულ შემოწმებას, გარდა უსაფრთხოების ისეთი ზომების განხორციელებისას, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ, საჰაერო მეკობრეობის აღსაკვეთად, ნარკოტიკული კონტროლის ჩასატარებლად არის მიმართული. აღნიშნული სახის ბარგი და ტვირთი თავისუფლდება ბაჟისაგან, აქციზებზე გადასახდელებისგან და სხვა მსგავსი სახელმწიფო და/ან ადგილობრივი ბეგარისა და მოსაკრებლისაგან. მუხლი 8🔗 კოდის ზიარი გამოყენება ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს, როგორც მარკეტინგული, ასევე საექსპლუატაციო გადამზიდველის სახით, თავისუფლად შეუძლია დადოს სხვა ავიასაწარმოსა და ავიასაწარმოებთან კოპერატიული მარკეტინგული შეთანხმებები, ბლოკ-ადგილებისა და ზიარი კოდის შეთანხმებების (მესამე ქვეყანასთან ზიარი კოდის შეთანხმებების)   ჩათვლით და არა მხოლოდ. ზიარი კოდის მომსახურების უზრუნველყოფამდე ზიარი კოდის პარტნიორები თანხმდებიან, თუ რომელი მხარე უნდა იყოს პასუხისმგებელი ვალდებულებებსა და მომხმარებელთან დაკავშირებულ საკითხებზე, უშიშროებაზე, უსაფრთხოებასა და გამარტივებაზე. ამ პირობების განმსაზღვრელი შეთანხმება უნდა წარედგინოს საავიაციო ხელისუფლებას ზიარი კოდის შეთანხმებების განხორციელებამდე. აღნიშნული სახის შეთანხმებები უნდა მიღებულ იქნეს შესაბამისი საავიაციო ხელისუფლებების მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ შეთანხმებებში ყველა ავიასაწარმოს აქვს მითითებული მიმოსვლის უფლებები და/ან უფლებამოსილებანი. ზიარი კოდის შეთანხმებების შემთხვევაში მარკეტინგულმა ავიასაწარმომ, თითოეულ გაყიდულ ბილეთთან დაკავშირებით, უნდა უზრუნველყოს, რომ ბილეთის შესყიდვისას, მგზავრს მკაფიოდ განემარტოს, თუ რომელი ავიასაწარმო, რომელ მონაკვეთზე შეასრულებს მომსახურებას და რომელ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან აფორმებს იგი ხელშეკრულებას. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ შესაძლოა ასევე შესთავაზოს მომხმარებელს ზიარი კოდის მომსახურება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ნებისმიერ პუნქტებს შორის, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სახის მომსახურებები შესრულდება მეორე ხელშემკვრელი ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ. მუხლი  9🔗 დაშვებისა და საფრენად ვარგისიანობის სერტიფიკატები ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ჯერ კიდევ ძალაში მყოფი სერტიფიკატები, მოწმობები და ლიცენზიები, მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეთანხმებული მომსახურების ექსპლუატაციისთვის ვარგისად იქნება აღიარებული ყოველთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი სერტიფიკატების, მოწმობების და ლიცენზიების გაცემისა და ვარგისად ჩათვლის მოთხოვნები შეესაბამება ან უტოლდება კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სრტანდარტებს. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ სცნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ, ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით, მის მოქალაქეებზე გაცემული დაშვების მოწმობები და ლიცენზიები. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ვარგისად აღიარებული სერტიფიკატების ან ლიცენზიების პრიორიტეტი ან პირობები იძლევა კონვენციით დადგენილი სტანდარტებისგან განსხვავების საშუალებას, იმის მიუხედავად, არის თუ არა იგი დარეგისტრირებული საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირველი ხელშემკვრელი მხარის უფლებების შელახვის გარეშე მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან, მე-18 მუხლის შესაბამისად, რათა დარწმუნდეს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი პრაქტიკა მათთვის მისაღებია. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა მიღწეული დამაკმაყოფილებელი შეთანხმება, გამოყენებული იქნება ამ შეთანხმების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი. მუხლი 10🔗 ფრენის უსაფრთხოება თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებული ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. ასეთი კონსულტაციები ტარდება ამგვარი თხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. თუ აღნიშნული კონსულტაციების შედეგად, ერთი მხარე გამოავლენს, რომ მეორე მხარე ეფექტურად არ ინარჩუნებს და არ წარმართავს უსაფრთხოების სტანდარტებს იმ ნებისმიერ სფეროში, რომელიც უთანაბრდება ამ დროისათვის ჩიკაგოს კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, ერთი მხარე მეორე მხარეს ატყობინებს ამ ვითარების შესახებ და იმ ზომებზე, რაც ამ მინიმალური სტანდარტების შესასრულებლად არის საჭირო, ხოლო მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს შესაბამისი შესწორების ზომები. თუ მეორე მხარე ვერ მიიღებს შესაბამის ღონისძიებებს 15 დღის ან შესაძლო შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, ეს მდგომარეობა იქნება ამ შეთანხმების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენების საფუძველი. მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებულია ერთი მხარის ავიასაწარმოს მიერ და რომელიც ახორციელებს მომსახურებას მეორე მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, შეიძლება, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნის დროს, შემოწმდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, რათა გაირკვეს საჰაერო ხომალდისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტთა ვარგისიანობა და საჰაერო ხომალდისა და მისი შემადგენლობის (ამ მუხლში „შემოწმება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად") რეალური მდგომარეობა, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის არამიზანშეწონილ შეფერხებას. თუ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნებისმიერი აღნიშნული სახის შემოწმება ან მთელი რიგი შემოწმებებისა გამოიწვევს: სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება კონვენციის მიერ იმ დროს დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან სერიოზულ ეჭვს, რომ არსებობს ხარვეზები კონვენციის მიერ იმდროისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტურ წარმართვასა და შენარჩუნებაში. ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის, შეუძლია დაასკვნას რომ მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც საჰაერო ხომალდებზე და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟზე მოწმობები და ლიცენზიები არის გაცემული ან ვარგისიანობამინიჭებული და საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის მოთხოვნები არ უთანაბრდება ან არ შეესაბამება კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან მისი სახელით ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების მიზნით შემოწმებაზე უარს განაცხადებს ამ ავიასაწარმოს წარმომადგენელი, მეორე ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია დაასკვნას, რომ არსებობს სერიოზული ეჭვი მე-4 პუნქტის საკითხებთან მიმართებით და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექსპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხელშემკვრელი მხარე საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, ან მთელი რიგი  შემოწმებების შედეგად, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, კონსულტაციების ან სხვაგვარ საქმიანობაზე უარის თქმის შემთხვევაში დაასკვნის, რომ ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება. ამ მუხლის მე-2 ან მე-6 პუნქტების შესაბამისად, ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი ქმედება წყდება, როგორც კი ამ ქმედების საფუძველი აღმოიფხვრება. მუხლი 11🔗 მომხმარებლის გადასახდელი თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა იხმაროს ყველა ღონე იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ გადასახდელის დამწესებელი კომპეტენტური ხელისუფლების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებზე დაწესებული ან დასაწესებლად ნებადართული მომხმარებლის გადასახდელი, აეროპორტებით და სხვა საავიაციო საშუალებებით სარგებლობისათვის, იყოს სამართლიანი და გონივრული. ეს გადასახდელები უნდა ეფუძნებოდეს ეკონომიკურად დასაბუთებულ პრინციპებს და არ უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე იხდიან სხვა ავიასაწარმოები შესაბამისი მომსახურებისათვის. მომხმარებლის გადასახდელთან მიმართებაში, არც ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა მსგავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ჩართულ საკუთარ ან სხვა ნებისმიერ ავიასაწარმოს/ავიასაწარმოებს და არ უნდა დააწესოს, ან მისცეს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოსათვის მომხმარებლის უფრო მაღალი გადასახდელის დაწესების უფლება, ვიდრე დაწესებულია მისი საკუთარი მსგავსი საერთაშორისო საჰაერო მომსახურების განმახორციელებელი ავიასაწარმოებისათვის, მსგავსი საჰაერო ხომალდით და მასთან დაკავშირებული საშუალებებითა და მომსახურებით სარგებლობისას. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს  კონსულტაციების გამართვას გადასახდელის დამწესებელ საკუთარ კომპეტენტურ ხელისუფლებასა  და იმ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, რომლებიც სარგებლობენ ამ ავისაწარმოების მიერ უზრუნველყოფილი მომსახურებითა და საშუალებებით. მომხმარებლის გადასახდელის ცვლილებების შესახებ ნებისმიერი წინადადების თაობაზე მომხმარებელს შეძლებისდაგვარად უნდა მიეწოდოს სათანადო შეტყობინება შესაბამისი დამხმარე ინფორმაციითა და მონაცემებით, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს გამოხატოს თავისი აზრი ცვლილებების ძალაში შესვლამდე. მუხლი 12🔗 საავიაციო უშიშროება საერთაშორისო სამართლით მინიჭებული უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთმანეთის მიმართ ვალდებულებას, დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უშიშროება კანონსაწინააღმდეგო ქმედებათაგან, რომელიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ, სახელდობრ: „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ”, 1963 წლის 14 სექტემბერს ტოკიოში ხელმოწერილი; „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ,“ 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი, “სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ,“ 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციების დებულებებისა და ამ უკანასკნელზე დამატებული „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ,” 1988 წლის 24 თებერვალს ხელმოწერილი ოქმის,  1991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით~ ისევე, როგორც საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი შეთანხმებების კონვენცია და ოქმი დებულებათა შესაბამისად, რომელიც სავალდებულოა ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის. თხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სააერნაოსნო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას. ორმხრივი ურთიერთობისას, ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორანიზაციის მიერ დაწესებული საავიაციო უშიშროების დებულებების შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს კონვენციის დანართებს, იმდენად, რამდენადაც ისინი გამოიყენება მათ მიერ. გარდა ამისა, ხელშემკვრელი მხარეები წაუყენებენ მოთხოვნებს მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირათადი ადგილი, ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ ტერიტორიაზე და საკუთარ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, იმოქმედონ სამოქალაქო საავიაციო  უშიშროების იმ დებულებათა შესაბამისად, რომელიც გამოიყენება ხელშემკვრელი მხარეების მიერ. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, მეორე ხელშემკვრელმა მხარემ მოსთხოვოს საჰაერო ხომალდის ასეთ ექსპლუატანტებს დაიცვან ზემოხსენებულ მე-4 პუნქტში მოცემული საავიაციო უშიშროების დებულებები, რაც სავალდებულოა ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, გამოსვლისა და ამ ტერიტორიაზე ყოფნისთვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე საკუთარ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სათანადო უშიშროების ზომების გატარებას, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი და უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ეკრანზე შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი, ხელბარგი და უშიშროების უზრუნველსაყოფად მოახდინოს განახორციელოს შემოწმება ბარგის, ტვირთისა და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგის ჩასხდომა-ჩატვირთვამდე.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად განიხილავს, აგრეთვე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ თხოვნას განახორციელოს სპეციალური უშიშროების გონივრული ღონისძიებები კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ამგვარი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და აეროსანავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული და სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომელიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მისი ჩადენის მუქარის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთისაკენ იმ პირობით, რომ სისწრაფე სიცოცხლისათვის მინიმალურ საფრთხეს ქმნიდეს. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომელსაც ის ჩათვლის განსახორციელებლად შესაძლებელს, რათა უზრუნველყოს, რომ მის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდებისას ან სხვა უკანონო დაბრკოლებების წარმოქმნისას დაკავებულ იქნას მანამ, სანამ მისი გაფრენა არ იქნება სავალდებულო მგზავრებისა და ეკიპაჟის სიცოცხლის დაცვის უმთავრესი ვალდებულებით. როდესაც ერთ ხელშემკვრელ მხარეს აქვს მტკიცებულება იმისა, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ დაარღვია ამ მუხლის დებულებები, ამ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოსთხოვნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას კონსულტაციების დაუყოვნებლივ ჩატარება. მგვარი მოთხოვნიდან (15) დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმების მიუღწევლობა შემთხვევაში გახდება მე-4 მუხლის პირველი პუნქტის განხორციელებისამოქმედების საფუძველი. თუ მოითხოვება სერიოზული კრიტიკული საგანგებო შემთხვევების დროს, მოთხოვნისთანავე, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განახორციელოს დროებითი მოქმედება, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, 15 დღის ამოწურვამდე. წინამდებარე პუნქტის თანახმად განხორციელებული ნებისმიერი ქმედება იქნება შეწყვეტილი მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის უშიშროების დებულებების შესრულების შემთხვევაში. მუხლი 13🔗 კომერციული საქმიანობა თითოელი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ეძლევა უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დააარსოს ოფისები საჰაერო გადაზიდვების და გადაზიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების, ასევე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისათვის საჭირო დამხმარე პროდუქციისა და საშუალებების გაყიდვის მიზნით. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის უზრუნველყოფის მიზნით, ექნება უფლება შეიყვანოს და ჰყავდეს საკუთარი მენეჯერი, კომერციული, ოპერატიული, სავაჭრო, ტექნიკური პერსონალი და წარმომადგენლები. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში ნახსენები საშტატო და წარმომადგენლობითი ერთეულების დაკომპლექტება, დანიშნული საწარმოს სურვილისამებრ, შეიძლება განხორციელდეს საკუთარი ნებისმიერი ეროვნების პერსონალით ან გამოყენებულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანოების, კომპანიების ან ავიასაწარმოების მომსახურება, რომლებიც უფლებამოსილნი არიან შეასრულონ ასეთი მომსახურება აღნიშნულ ტერიტორიაზე. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ენიჭება უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და მისი დამხმარე პროდუქციის და საშუალებების რეალიზაცია ან უშუალოდ და მათი შეხედულებისამებრ, დანიშნული აგენტების მეშვეობით. ამ მიზნისთვის, დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს გამოიყენოს გადაყვანა-გადაზიდვის საკუთარი დოკუმენტაცია. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავისაწარმოს უფლება აქვს გაყიდოს, ხოლო ნებისმიერ პირს ექნება უფლება შეისყიდოს ამგვარი გადაყვანა-გადაზიდვები და მისი დამხმარე პროდუქცია და საშუალებები ადგილობრივ ფულად ერთეულში ან ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ სხვა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში,. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავისაწარმოებს ენიჭება უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაიხადოს ადგილობრივი ხარჯები ადგილობრივ ან ნებისმიერ სხვა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. თითოეული ხელშემკვრელი მხარე გამოიყენებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ფორმულირებულ ქცევის კოდექს მისი ტერიტორიის შიგნით რეზერვირების კომპიუტერული სისტემის რეგულირებისა და ექსპლუატირებისათვის, რომელიც შეესაბამება რეზერვირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებულ წესებსა და ვალდებულებებს. დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს შეასრულოს საკუთარი სახმელეთო მომსახურება მგზავრების რეგისტრაციისას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. ეს უფლებები არ ითვალისწინებს უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით კონტრორილებადი ზონის სახმელეთო  მომსახურებას და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაწესებული შეზღუდვები, თუ ამას ითვალისწინებს აეროპორტის უსაფრთხოება, უშიშროება და აეროპორტის ინფრასტრუქტურა. იმ შემთხვევაში, როდესაც უშიშროების და უსაფრთხოების გათვალისწინებით ვერ მოხერხდება წინამდებარე პუნქტში აღნიშნული უფლებების განხორციელება, ასეთი სახის მიწისზედა მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება დისკრიმინაციისა და უპირატესობის მინიჭების გარეშე ნებისმიერი შესაბამისი საერთაშორისო საჰაერო მომსახურებით დაკავებული ავიასაწარმოსათვის. ორმხრივ საფუძველზე და წინამდებარე მუხლის მე-7 პუნქტით მინიჭებული უფლებებზე დამატებით, ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ თითოეულ ავიასაწარმოს ექნება უფლება აირჩიოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ უფლებამოსილი კონკურენტი მიწისზედა მომსახურების აგენტებიდან ნებისმიერი აგენტის არჩევა, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეასრულებს მიწისზედა მომსახურებებს. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეიძლება მიეცეს უფლება წინამდებარე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მიწისზედა მომსახურების უზრუნველყოფა, მთლიანად ან ნაწილობრივ, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არსებული იგივე აეროპორტებში მოქმედი ავიასაწარმოებისათვის. ყველა ზემოხსენებული საქმიანობა შესრულებული იქნება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი სათანადო კანონებისა და წესების შესაბამისად. მუხლი 14🔗 თანხის გადარიცხვა თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ანიჭებს უფლებას თავისუფლად გადარიცხოს ასეთი ავიასაწარმოების მიერ თავიანთ ტერიტორიაზე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის, დამხმარე პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვიდან შემოსული დანახარჯებისაგან თავისუფალი  შემოსავალი, ასეთ შემოსავალზე დარიცხული პროცენტები (ჯერ კიდევ გადაურიცხავ დეპოზიტზე დარიცხული პროცენტების ჩათვლით). ასეთი გადარიცხვები უნდა განხორციელდეს ნებისმიერი კონვერტირებადი ვალუტით, იმ ხელშემკვრელი მხარის ქვეყნის უცხოური ვალუტის გაცვლის წესების შესაბამისად, სადაც ამონაგები იქნა მიღებული. ასეთი გადარიცხვა ხორციელდება ვალუტის გადაცვლის ოფიცილური კურსით, ხოლო როცა არ არსებობს გადაცვლის ოფიცილური კურსი, გადარიცხვები იწარმოებს უცხოური ვალუტის გადაცვლის გადარიცხვისას არსებული საბაზრო კურსით. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე, გასავალზე შემოსავლის ნამატის გადარიცხვისას, მეორე ხელშემკვრელი მხარის  დანიშნულ ავიასაწარმოს დაუწესებს შეზღუდვებს, ამ უკანასკნელს უფლება ექნება პირველი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებზე დააწესოს საპასუხო შეზღუდვები. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ მხარეებს შორის არსებობს სპეციალური შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ან იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ორივე ხელშემკვრელ მხარეს შორის სპეციალური შეთანხმება თანხის გადარიცხვის თაობაზე, რომელიც არეგულირებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის ფულის გადარიცხვებს, ასეთ შეთანხმებას მიენიჭება უპირატესობა. მუხლი 15🔗 განრიგის დამტკიცება მომსახურების დაწყებამდე, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას წინასწარ წარუდგენენ დასამტკიცებლად მომსახურების განრიგს, რომელშიც მიუთითებენ ფრენის სიხშირეს, ხომალდის ტიპს და ამ განრიგის ძალაში ყოფნის პერიოდს. მსგავსი მოთხოვნები ეხება ნებისმიერ ცვლილებას. თუ დანიშნულ ავიასაწარმოს სურს დამტკიცებულ განრიგში შეტანილ რეისებზე დამატებით განახორციელოს სპეციალური რეისები, მან უნდა მიიღოს წინასწარი ნებართვა შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებისაგან, რომლიც საჭირო ყურადღებას დაუთმობს აღნიშნული სახის მოთხოვნას. მუხლი 16🔗 ტარიფები თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს თვითონ დააწესოს ტარიფები ბაზარზე კომერციული მოსაზრებიდან გამომდინარე. არც ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა მოითხოვოს დანიშნული ავიასაწარმოსაგან მეორე ავიასაწარმოსთან კონსულტაციების გამართვა იმ ტარიფებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი აკისრებენ ან სთავაზობენ. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოსთხოვოს ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავისაწარმოს წინასწარ წარუდგინოს მის საავიციო ხელისუფლებას ის ფასები, რომელსაც ის დააწესებს საკუთარი ტერიტორიიდან გასვლის ან შესვლის მომსახურებაზე.  ამგვარი წარდგენა დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ან მისი სახელით, შეიძლება  იქნეს მოთხოვნილი მისი ამოქმედებიდან არა უგვიანეს 30 დღით ადრე. ცალკეულ შემთხვევებში, წარდგენა შეიძლება იყოს ნებადართული უფრო მოკლე ვადაში, ვიდრე ეს სავალდებულოა. თუ ხელშემკვრელი მხარე ნებას მისცემს ავიასაწარმოს წარადგინოს ტარიფი დადგენილზე მოკლე ვადაში, ტარიფი ძალაში შევა ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაწყებული გადაყვანა-გადაზიდვისთვის შეთავაზებული თარიღიდან. თუ წინამდებარე მუხლში სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, არც ერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია ცალმხრივად დააბრკოლოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებზე დაკისრებული ან შემოთავაზებული ტარიფის ძალაში შესვლა ან გაგრძელება. ხელშემკვრელი მხარის ჩარევა შემოიფარგლება: იმ ტარიფების თავიდან აცილებით, რომელთა გამოყენება წარმოადგენს ანტიკონკურენტულ  ქმედებას და იწვევ ან შეიძლება გამოიწვიოს კონკურენციის დარღვევა ან აშკარად გამიზნულია კონკურენტის მარშრუტიდან გაძევების განსახორციელებლად; მომხმარებელთა დაცვით არაგონივრულად მაღალი ან შეზღუდილი ფასებისაგან, რომელიც გამოწვეულია ავიასაწარმოების  მიერ დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებით; დანიშნული ავიასაწარმოების დაცვით იმ ფასებისაგან, რომელიც ხელოვნურად არის დაწეული. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარე დარწმუნებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებზე შემოთავაზებული ტარიფის შეუსაბამობაში ამ შეთანხმების მე-4 პუნქტში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებთან, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები და აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი უკმაყოფილების მიზეზი უმოკლეს ვადაში. ამგვარი კონსულტაციები უნდა გაიმართოს ასეთი თხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღეში და ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ აღნიშნული საკითხის კეთილგონივრულად გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდენ იმ ტარიფზე, რომლის მიმართაც გამოითქვა უკმაყოფიელება, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ყველა ღონეს იხმარს ამ შეთანხმების განსახორციელებლად. ასეთი ორმხრივი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, არსებული ტარიფი რჩება ძალაში. მუხლი 17🔗 ინფორმაციის გაცვლა ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაცო ხელისუფლება ვალდებულია  მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაცვალოს იფორმაცია მის მიერ ისეთ საკუთარ ავიასაწარმოებზე გაცემული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ მომსახურებას ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ტერიტორიიდან ან ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. ინფორმაცია მოიცავს არსებული სერტიფიკატების ასლებს და უფლიბამოსილებებს შემოთავაზებული მარშრუტების განხორციელებაზე, სერტიფიკატებში შესწორებებისა და გამონაკლისის ბრძანებულებების ჩათვლით. თხოვნის საფუძველზე, ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას მიაწვდის ისეთ პერიოდულ ან სხვა სახის სტატისტიკურ მონაცემებს ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო მიმოსვლის შესახებ, რომელიც შეიძლება გონივრულობის ფარგლებში იქნეს მოთხოვნილი. მუხლი 18🔗 კონსულტაციები ამ შეთანხმების დებულებების შესრულებისა და სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებები, მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით, დროდადრო გაუწევენ ერთმანეთს კონსულტაციებს და თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა ამ შეთანხმების შესასრულებლად, განსამარტად, გამოსაყენებლად ან მის შესასწორებლად. მე-4, მე-10, მე-12 მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული კონსულტაციები შეიძლება გაიმართოს დისკუსიის სახით ან მიმოწერით და უნდა დაიწყოს მათ გამართაზე თხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. მუხლი 19🔗 სადავო საკითხების მოგვარება იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების თაობაზე ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე სახის დავა, ხელშემკვრელი მხარები, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან მოაგვარონ იგი მოლაპარაკებების გზით. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკებების გზით, დავა, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, განსახილველად გადაეცემა სამი (3) არბიტრისაგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შემდეგნაირად იქნება დაკომპლექტებული: თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ერთ არბიტრს, დავის საარბიტრაჟო განხილვის თხოვნის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში. მეორე არბიტრის დანიშვნიდან 60 დღის განმავლობაში, ორი არბიტრის ურთიერთშეთანხმებით დაინიშნება მესამე არბიტრი, რომელიც იქნება მესამე სახელმწიფოს მოქალაქე და შეასრულებს საარბიტრაჟო ორგანოს თავმჯდომარის მოვალეობას. იმ შემთხვევში, თუ ზემოთ განსაზღვრულ ვადებში არ განხორციელდა რომელიმე დანიშვნა, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს თხოვნით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს, რათა მან მოახდინოს საჭირო დანიშვნა 30 დღის განმავლობაში. თუ პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას მოახდენს ვიცე-პრეზიდენტი, იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელიც იგივე მიზეზით არ არის დისკვალიფიცერებული, ზემოხსენებული პრეზიდენტის, ან ვიცე-პრეზიდენტის მიერ დანიშნული არბიტრი ან არბიტრები, საჭირობისამებრ, არ იქნებიან ამ შეთანხმების წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები ან მუდმივი მცხოვრებნი. იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც შემდგომში წინამდებარე მუხლშია გათვალისწინებული, ან თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, საარბიტრაჟო სასამართლო თვითონ განსაზღვრავს არბიტრაჟის სხდომის ჩატარების ადგილს და თავისი იურისდიქციის ფარგლებს ამ შეთანხმების გათვალისწინებით. საარბიტრაჟო სასამართლო დააწესებს საკუთარ პროცედურას. საარბიტრაჟო სასამართლოს სრული დაკომპლექტებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში, საარბიტრაჟო სასამართლოში ჩატარდება კონფერენცია განსახილველი საკითხების შესახებ. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად შეთანხმდნენ ან საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააწესა სხვაგვარად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარადგენს მემორანდუმს საარბიტრაჟო სასამართლოს მთლიანი დაკომპლექტებიდან 45 დღის განმავლობაში. Pპასუხები უნდა იქნეს გაცემული ზუსტად 60 დღის შემდეგ. პასუხის გაცემის სათანადო თარიღიდან 30 დღის განმავლობაში, საარბიტრაჟო სასამართლო გამართავს საქმის მოსმენას ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით ან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე,. საარბიტრაჟო ორგანო შეეცდება მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება საქმის მოსმენის დასრულებიდან 30 დღის განმვლობაში ან თუ საქმის მოსმენა არ შედგა ორივე პასუხის წარდგენიდან 30 დღის შემდეგ. გადაწყვეტილება მიღებული იქნება ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ მოთხოვნა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში და ეს განმარტება გაცემული იქნება ამგვარი მოთხოვნიდან 15 დღის განმავლობაში. ხელშემკვრელი მხარეები შეასრულებენ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილ ნებისმიერ პირობას, დროებით ან საბოლოო გადაწყვეტილებას. საარბიტრაჟო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი მხარეები დაფარავენ საკუთარი არბიტრის ხარჯებს და საარბიტრაჟო სასამართლოს სხვა ხარჯები თანაბრად გაიყოფა მხარეებს შორის, მათ შორის ნებისმიერი ხარჯები, რომელსაც გასწევს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი ამ მუხლის მე-2(b) პუნქტით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს ამ შეთანხმებით მინიჭებული ნებისმიერი უფლება და პრივილეგია იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც ვერ შეასრულა ეს ვალდებულებები. მუხლი 20🔗 შეთანხმების ცვლილებები და შესწორებები ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთანხმობით, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია წერილობითი ფორმით ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შედის ამ შეთანხმების 23-ე მუხლში მოცემული წესის შესაბამისად. ამ შეთანხმებაში სავალდებულო ცვლილებების შეტანა მოხდება იმ ნებისმიერი  საერთაშორისო კონვენციის ან მრავალმხრივი შეთანხმების დებულებების შესაბამისად, რომლის შესრულება სავალდებულოა ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის. მუხლი 21🔗 რეგისტრაცია ეს შეთანხმება და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, ხელშემკვრელი მხარეების მიერ უნდა დარეგისტრირდეს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში. მუხლი 22🔗 მოქმედების შეწყვეტა ორივე ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე მისი გადაწყვეტილების შესახებ. ამავდროულად, ამგვარი შეტყობინება უნდა გაეგზავნოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში, შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე აღნიშნული შეტყობინება არ იქნება გამოთხოვილი ხელშემკვრელ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შედეგად. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა ზემოხსენებული შეტყობინების მიღება, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი მიღებიდან 14 დღის შემდეგ. მუხლი 23🔗 ძალაში შესვლის პროცედურა წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს, რითაც ხელშემკვრელი მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ; ამის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერნი და შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია ქ.დუბაიში, 2012 წლის 29 მარტს, ორ დედნად, ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.  ტექსტების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.                         (ხელმოწერილია)                                                   (ხელმოწერილია)     საქართველოს მთავრობის სახელით არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობის სახელით დანართი  მარშრუტების განრიგი სექცია 1  მარშრუტები, რომლებზეც საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო/ავიასაწარმოები განახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას. საწყისი პუნქტი შუალედური პუნქტი დანიშნულების პუნქტი პუნქტები საზღვრებს გარეთ ნებისმირი პუნქტი საქართველოში ნებისმიერი პუნქტი ნებისმირი პუნქტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ნებისმიერი პუნქტი სექცია 2 მარშრუტები, რომლებზეც არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ დანიშნული ავიასაწარმო/ავიასაწარმოები განახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას. საწყისი პუნქტი შუალედური პუნქტი დანიშნულების პუნქტი პუნქტები საზღვრებს გარეთ ნებისმირი პუნქტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი საქართველოში ნებისმიერი პუნქტი შეთანხმებული მომსახურების განხორციელება ორივე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ ნებისმიერი ან ყველა რეისი შეასრულონ ერთი ან ორივე მიმართულებით; განახორციელონ ფრენები შუალედურ და შეთანხმების ფარგლებს გარეთ მყოფ პუნქტებს შორის; გამოტოვონ ნებისმიერი შუალედური და ფარგლებს გარეთ მყოფი პუნქტები; გააუქმონ მომსახურება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და/ან მის ფარგლებს გარეთ; მოემსახურონ პუნქტებს ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე ნებისმიერი სახით; გადაიყვანონ მგზავრები მათ მიერ გამოყენებული საჰაერო ხომალდებიდან ნებისმიერ სხვა ხომალდზე ნებისმიერ პუნქტში ან პუნქტებში ამ მარშრუტის ფარგლებში; შეათავსონ სხვადასხვა რეისის ნომრები ერთი საჰაერო ხომალდით მომსახურებისას; და გამოიყენონ საკუთარი ან ლიზინგით შეძენილი საჰაერო ხომალდი. ორივე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვს, ნებისმიერი სახის (მგზავრთა, სატვირთო, ცალკე თუ კომბინირებული) მომსახურებისას, ისარგებლონ მოძრაობის მე-5 თავისუფლების სრული ფორმით ნებისმიერი მიმართულებით, შუალედური, თუ შეთანხმების ფარგლებს გარეთ მყოფ პუნქტებს შორის, შეზღუდვების გარეშე.