„საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახდურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისფლების შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 07.02.2013
ძალაში შესვლა 01.04.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №178
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2013
matsne.gov.ge 533 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.02.2013 მიღება
01.04.2013 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახდურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისფლების შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს მთავრობა და კორეის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში ,,ხელშემკვრელ მხარეებად' წოდებულნი), სურთ რა გააადვილონ თავიანთი სახელმწიფოების იმ მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლა, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და სამსახურებრივ პასპორტებს შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს,  უფლება აქვთ შევიდნენ,  ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს  ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებისმიერი ნებადართული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გავლით, ვიზის მიღების  საჭიროების გარეშე, შესვლის თარიღიდან არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა. მუხლი 2🔗 ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს და წარგზავნილნი არიან სამუშაოდ, როგორც მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს  ტერიტორიაზე არსებული დიპლომატიური მისიების, საკონსულოების ან საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში ყოფნისთვის ვიზების მიღება არ მოეთხოვებათ. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები აგრეთვე ვრცელდება  ზემოთ მოხსენიებული პირების კმაყოფაზე მყოფ ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ  დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს. ამ მუხლში მითითებული პირები ვალდებულნი არიან გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია შესვლიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. მუხლი 3🔗 თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს  მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებს, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს  ტერიტორიაზე მათი ყოფნის მანძილზე, დაიცავენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქმედ კანონმდებლობას. წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებას, უარი უთხრას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე  შესვლასა და ყოფნაზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის იმ მოქალაქეებს,  რომლებსაც ის მიუღებლად მიიჩნევს. მუხლი 4🔗 თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს აქვს უფლება, საზოგადეობრივი წესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.   წინამდებარე შეთანხმების შეჩერება და მისი შემდგომი გაუქმება დიპლომატიური არხების მეშვეობით, დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე ხელშემკვრელ მხარეს. მუხლი 5🔗 ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით,  გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთ დიპლომატიურ, ოფიციალურ ან სამსახურებრივ პასპორტებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ, ასეთი ცვლილებების განხორციელებამდე  არანაკლებ სამოცი (60) დღით ადრე. ხელშემკვრელი მხარები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მიაწვდიან ერთმანეთს თავიანთი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად, მათ ძალაში შესვლამდე ოცდაათი (30) დღით ადრე. მუხლი 6🔗 წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას ხელშემკვრელი მხარეების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაზე, რომელიც არეგულირებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მათ ქვეყანაში შესვლის, გასვლის და გადაადგილების პირობებს. მუხლი 7🔗 ამ შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით. აღნიშნული დოკუმენტები შეადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-9 მუხლის შესაბამისად. მუხლი 8🔗 წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან იმპლემენტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 9🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის, ხელშემკვრელ მხარეთა მიერ, შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო, შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.  შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა ძალაში შევა მეორე ხელშემკვრელი მხარისაგან აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან ოთხმოცდაათი (90) დღის შემდეგ. ზემოაღნიშნულის დასტურად, ხელმომწერნი, უფლებამოსილნი მათი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია ორ დედნად  ქ. სეულში,2013 წლის 7 თებერვალს, ქართულ, კორეულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის                                                        კორეის რესპუბლიკის მთავრობის              სახელით                                                                                                    სახელით                 ხელმოწერილია                                                                                         ხელმოწერილია