29
.1. სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
29
.2. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრის შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უფლებამონაცვლისათვის საარბიტრაჟო საქმის წარმოებაში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
29
.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლეობის დადგენისათვის, არბიტრაჟს განცხადებით მიმართავს ერთ-ერთი მხარე უფლებამონაცვლის მიმართ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. განცხადების წარდგენის შემდეგ, არბიტრაჟი უფლებამოსილია:
29
.3.1. განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში საქმის განმხილველმა არბიტრმა ან მისი არყოფნის შემთხვევაში არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ  დანიშნულმა სხვა არბიტრმა, მიიღოს დადგენილება განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე და დანიშნოს საარბიტრაჟო განხილვა;
29
.3.2. მოიწვიოს მხარეები საარბიტრაჟო სხდომაზე  ამ დებულების მე-7
მუხლით დადენილი წესით;
29
.3.3. მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა  საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება  განცხადების დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.

თავი 7. დასკვნითი დებულებებ