სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.05.2013
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
ნომერი №ს-116
სარეგისტრაციო კოდი 380050000.33.058.016038
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.05.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №ს-116
2013 წლის 7 მაისი
ქ. ბათუმი
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
„ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის №98 დადგენილების, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 01 მაისის № 44 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „პ2“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოწმობის თანდართული ფორმა.
მუხლი 2🔗
სალიცენზიო მოწმობა შედგენილ იქნეს 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცეს ლიცენზიანტს, მეორე ინახებოდეს ლიცენზიის გამცემ ორგანოში.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიდავით ბალაძე