საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 25.04.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №93
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.017257
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 659 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №93 2013 წლის 25 აპრილი    ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხ­ლის მე-13 პუნქტის საფუძველზე: 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ბუნებრივი რესურსების სააგენტომ 2013 წლის 4 მაისიდან 2013 წლის 14 მაისამდე უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსი­ლე­ბების განხორციელება და მისი სახელმწიფო კონტროლი აღნიშნულ პერიოდში განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რე­სურსების დაცვის სამინისტრომ. 2. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებ­რივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბუნებრივი რესურსების სააგენტო საქართველოს გარემოსა და ბუნებრი­ვი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამარ­თლის იურიდიულ პირად - ეროვნულ სატყეო სააგენტოდ. 3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სა­მინისტროს გამგებლობაში შეიქმნას სახელმ­წიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 4. რეორგანიზებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რე­სურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუ­ნებრივი რესურსების სააგენტოს ფუნქციები კანონმდებლობით მინიჭე­ბული მათი უფლებამოსილებების (ფუნქციების) ფარგლებში გადანა­წილდეს:  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე - გარემოს­დაც­ვითი ზედამხედველობის დეპარტამენტზე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე ‑ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებ­რივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - ეროვნულ სატყეო სააგენტოზე და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იუ­რიდიულ პირზე - გარემოს ეროვნულ სააგენტოზე. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სატყეო სა­აგენტო ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებ­რივი რესურსების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მოთხოვნებისა და ვალ­დებულებების ნაწილში (გარდა ამ მუხლის მე-7-მე-9 პუნქტებით გათ­ვალისწინებული შემთხვევებისა). 6. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სა­მინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი  - ეროვნული სატყეო სააგენტო ჩაითვალოს სსიპ -  ბუნებრივი რესურსების სააგენტოს საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების სამართალმემკვიდრედ. 7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი -  ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამონაცვლედ  ნავთო­ბისა და გაზის საქმიანობის სფეროში, მათ შორის იმ უფლებების და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც წარმოიშვა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფუნქციების გან­ხორ­­ცი­ელებიდან, ასევე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ‑ ნავთობისა და გაზის ეროვ­ნული სააგენტოს ფუნქციონირების პერიოდში არსებული უფლებების და ვალდებულებების ნაწილში. 8. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო ჩაითვალოს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუ­ნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიებთან (გარდა ნავთობითა და გაზით სარგებლობისა) დაკავშირებულ ურთერთობებს და რეგულირების საფასურს. 9. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაც­ვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჩაითვალოს საქართველოს გა­რემოს დაცვის სამინისტროს და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუ­ნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ მოთ­ხოვ­ნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება მათ მიერ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფე­როში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას. 10. ნავთობისა და გაზის სფეროში საჯარო სამართლის იური­დიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დადებული ხელშეკრულებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. მათში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე გაუქმების უფლება ენიჭება საჯარო სამართლის იური­დიულ პირს - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს. 11. საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული  მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება (მარ­თვა) განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურ­სების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ უზრუნველყოს  მერქნული რესუ­რ­სების მართვის ელექტრონულ სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავ­შირებული ყველა გადასახდელების გადახდა, გარდა საქართველოს ტე­რიტორიაზე ხე-ტყის პირველად გადამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვისა  და მართვის მიზნით მერქნული რესურ­სების მართვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავში­რე­ბული გადასახდელებისა, რომელთა ანაზღაურებასაც განახორციე­ლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამი­ნისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 12. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სა­მინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ეროვნულმა სა­ტყეო სააგენტომ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალის­წინებული დაწესებულებებისათვის ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დადგენილების ამოქმედება 1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქ­მედ­დეს 2013 წლის 4 მაისიდან.   2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2-მე-12 პუნქტები ამოქ­მე­დ­დეს 2013 წლის 14 მაისიდან. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი