„ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის N7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010260020.52.101.016091
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №24

2013 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
 შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №7 ბრძანებაში (ვებგვერდი, 28/02/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.52.101.016074) (შემდომში - ბრძანება) და ბრძანებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის გლდანის რაიონის გამგეობის დებულების“:

ა) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ქმნის გამგეობის ან გამგებლის, ასევე რაიონის ტერიტორიული ერთეულის უბნის სამსახურის (განყოფილების) სათათბირო ორგანოს, ამტკიცებს სათათბირო ორგანოს დებულებასა და შემადგენლობას;“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ხელმძღვანელობს სამხედრო განყოფილების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, მათ სამხედრო სამსახურში გაწვევას და თავმჯდომარეობს გამწვევ კომისიას;“;

გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით რაიონის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;“;

დ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამგეობა ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგენს დოკუმენტებს ქ. თბილისის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ხარჯების გადახდის განსახორციელებლად.“;

ე) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. აპარატის მართვა

აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.“;

ვ) 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. განყოფილების მართვა

განყოფილების საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“;

ზ) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბიუჯეტო წელს ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენა. კოორდინაციის გაწევა და დოკუმენტაციის მომზადება - შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. სსიპ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“ კანონმდებლობით დამტკიცებული წესისა და ფორმების შესაბამისად ანგარიშების წარდგენა.“;

თ) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. განყოფილების მართვა

1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) განსაზღვრავს განყოფილების თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს;

გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ორგანიზაციას უწევს განყოფილებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა  წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას;

ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ვ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას;

ზ) პასუხს აგებს სამსახურის საქმიანობაზე;

თ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე.“;

ი) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. განყოფილების მართვა

განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“;

კ) 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ავანსის სახით, ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის, მომსახურე ორგანიზაციასა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულებებისა და სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის  მიღება, პირველადი და შესრულებული სამუშაოს შემოწმება.“;

ლ) 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება სამსახურის (განყოფილების) შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.“;

მ) 49-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) თავმჯდომარეობს გლდანის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ავჭალა-გლდანის ხევის უბნის სათათბირო ორგანოს;“;

ნ) 55-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) თავმჯდომარეობს გლდანის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – გლდანის ლუწი მიკრორაიონების უბნის სათათბირო ორგანოს;“;

ო) 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება სამსახურის (განყოფილების) შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.“.

პ) 61-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) თავმჯდომარეობს გლდანის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – გლდანის კენტი მიკრორაიონების უბნის სათათბირო ორგანოს;“;

ჟ) 67-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) თავმჯდომარეობს გლდანის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – მუხიანის უბნის სათათბირო ორგანოს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერიგიორგი უგულავა