„ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის N10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010260020.52.101.016089
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №22

2013 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №10 ბრძანებაში (ვებგვერდი, 28/02/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.52.101.016077) (შემდომში - ბრძანება) და ბრძანებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის დებულების“:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის დებულება (შემდგომში - დებულება) „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის და „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, განსაზღვრავს ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.“;

 ბ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ქმნის გამგეობის ან გამგებლის, ასევე რაიონის ტერიტორიული ერთეულის უბნის სამსახურის (განყოფილების) სათათბირო ორგანოს, ამტკიცებს სათათბირო ორგანოს დებულებასა და შემადგენლობას;“;

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ხელმძღვანელობს სამხედრო განყოფილების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, მათ სამხედრო სამსახურში გაწვევას და თავმჯდომარეობს გამწვევ კომისიას;“;

დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით რაიონის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;“;

ე) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამგეობა ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგენს დოკუმენტებს ქ. თბილისის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ხარჯების გადახდის განსახორციელებლად.“;

ვ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. აპარატის მართვა

აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.“;

ზ) 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. განყოფილების მართვა

განყოფილების საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“;

თ) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბიუჯეტო წელს ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენა. კოორდინაციის გაწევა და დოკუმენტაციის მომზადება - შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. სსიპ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“ კანონმდებლობით დამტკიცებული წესისა და ფორმების შესაბამისად ანგარიშების წარდგენა.“;

ი) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. განყოფილების მართვა

1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) განსაზღვრავს განყოფილების თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს;

გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ორგანიზაციას უწევს განყოფილებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა  წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას;

ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ვ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას;

ზ) პასუხს აგებს სამსახურის საქმიანობაზე;

თ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე.“;

კ) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. განყოფილების მართვა

განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“;

ლ) 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ავანსის სახით, ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის, მომსახურე ორგანიზაციასა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულებებისა და სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის  მიღება, პირველადი და შესრულებული სამუშაოს შემოწმება.“;

მ) 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება სამსახურის (განყოფილების) შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.“;

ნ) 49-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) თავმჯდომარეობს ვაკის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ვაკე-ბაგების უბნის სათათბირო ორგანოს;“;

ო) 55-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) თავმჯდომარეობს ვაკის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ვაჟა-ფშაველას კვარტალების უბნის სათათბირო ორგანოს;“;

პ) 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება სამსახურის (განყოფილების) შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.“;

ჟ) 61-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) თავმჯდომარეობს ვაკის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ნუცუბიძის მიკრორაიონების უბნის სათათბირო ორგანოს;“;

რ) 63-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 63. ვაკის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – წყნეთის უბნის სამსახური (განყოფილება)“:

ს) 67-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) თავმჯდომარეობს ვაკის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – წყნეთის უბნის სათათბირო ორგანოს;“.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


ქ. თბილისის მერიგიორგი უგულავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის N10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.04.2013.
როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის N10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის N10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.04.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია). დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.52.101.016089.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის N10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის N10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის N10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.04.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის მერის ბრძანება „ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის N10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №22, 29.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 010260020.52.101.016089 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1909713/