„ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის N12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის მერის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქ. თბილისის მერის ბრძანება №20 |
|
2013 წლის 29 აპრილი ქ. თბილისი |
ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის დებულება (შემდგომში - დებულება) „საქართველოს დედაქალაქი - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის და „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, განსაზღვრავს ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.“;
ბ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) ქმნის გამგეობის ან გამგებლის, ასევე რაიონის ტერიტორიული ერთეულის უბნის სამსახურის (განყოფილების) სათათბირო ორგანოს, ამტკიცებს სათათბირო ორგანოს დებულებასა და შემადგენლობას;“;
გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ხელმძღვანელობს სამხედრო განყოფილების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, მათ სამხედრო სამსახურში გაწვევას და თავმჯდომარეობს გამწვევ კომისიას;“;
დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით რაიონის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;“;
ე) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამგეობა ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგენს დოკუმენტებს ქ. თბილისის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ხარჯების გადახდის განსახორციელებლად.“;
ვ) მე-19-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. აპარატის მართვა
აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.“;
ზ) 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. განყოფილების მართვა
განყოფილების საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“;
თ) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საბიუჯეტო წელს ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენა. კოორდინაციის გაწევა და დოკუმენტაციის მომზადება - შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. სსიპ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“ კანონმდებლობით დამტკიცებული წესისა და ფორმების შესაბამისად ანგარიშების წარდგენა.“;
ი) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. განყოფილების მართვა
1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) განსაზღვრავს განყოფილების თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს;
გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ორგანიზაციას უწევს განყოფილებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას;
ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ვ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას;
ზ) პასუხს აგებს სამსახურის საქმიანობაზე;
თ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე.“;
კ) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. განყოფილების მართვა
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“;
ლ) 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ავანსის სახით, ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის, მომსახურე ორგანიზაციასა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულებებისა და სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის მიღება, პირველადი და შესრულებული სამუშაოს შემოწმება.“;
მ) 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება სამსახურის (განყოფილების) შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.“;
ნ) 49-ე მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) თავმჯდომარეობს დიდუბის რაიონის ტერიტორიულ ერთეულის – დიდუბის უბნის სათათბირო ორგანოს;“;
ო) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება სამსახურის (განყოფილების) შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.“.
პ) 55-ე მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) თავმჯდომარეობს დიდუბის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში – დიღმის მასივის უბნის სათათბირო ორაგანოს;“.
ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|