ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო ობიექტის შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.04.2013
ძალის დაკარგვა 06.08.2018
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016124
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 409 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.04.2013 მიღება
06.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ალიბეგაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო ობიექტის შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2013 წლის 29 აპრილი დაბა სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო ობიექტის შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  შესახებ“  საქართველოს  ორგანული  კანონის  მე-16   მუხლის მესამე  პუნქტის, 43-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლისა და  „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“   შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო  საქმიანობაზე  ზედამხედველობის  სამსახურის  მიერ სამშენებლო  ობიექტის   შემოწმების  აქტის  ფორმა, დანართი  №1-ის   შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  2011 წლის  8 ივლისის №35 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 010260020.35.151.016054) ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო  საქმიანობაზე  ზედამხედველობის  სამსახურის  მიერ სამშენებლო   ობიექტის   შემოწმების  აქტის    ფორმის   დამტკიცების   შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება  ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ალიბეგაშვილი                                                                                                     დანართი №1 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური      შემოწმების აქტი № დ.სტეფანწმინდა                                                                                                შედგენის თარიღი დამრღვევის დასახელება და მისამართი––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ​                                                                               (მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები) სამშენებლო საქმიანობის ობიექტი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ​(მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე) დამრღვევს ––––––––––––––––––----------------------მიეცა № –––––– მითითება ------------------- –––––––––––––––––––––––––––––––––----------------------------------------------------------------- ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ​(​უფლებამოსილი ორგანოს მითითება) „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“    25-ე  მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, მითითებაში დაფიქსირებული იყო შემდეგი სახის დარღვევები: 1.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 5.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– აქტის შედგენის მომენტში მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა აჩვენებს, რომ დამრღვევის მიერ შესრულდა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––- (დარღვევის სახეები) აღნიშნულიდან გამომდინარე, აქტს ვადგენთ მასზედ, რომ მითითება ა) შესრულდა ბ) არ შესრულდა გ) არადროულად შესრულდა აქტი შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ:  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------------------------------------------– შედგენის თარიღი                                                 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– აქტი ჩაჰბარდა და გაეცნო: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, 25-ე  მუხლის  მე-13 პუნქტი). პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე  მუხლის  მე-13  პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების  მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება   საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.  თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან გადაწყვეტილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე  მუხლის  მე-19  პუნქტის   გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან გადაწყვეტილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა)საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემოფარგლული უსაფრთხოების ღობე.