„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.04.2013
ძალის დაკარგვა 08.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №92
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017258
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის მშენებლობის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები |
| 2 | საექსპერტო სამუშაოები |
| 4 | პროგრამის ადმინისტრირება |
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| № | კომპონენტის დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №92
2013 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამა, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
დანართი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა.
მუხლი 2🔗.
პროგრამის კომპონენტები
1. საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის მშენებლობის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები.
2. საექსპერტო სამუშაოები.
3. ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა, შესაბამისი ტექნიკის, პროგრამული ლიცენზიების, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის და საჭირო მომსახურებების შესყიდვის ღონისძიებები.
4. პროგრამის ადმინისტრირება.
მუხლი 3🔗.
განხორციელების მეთოდოლოგია
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
პროგრამის განხორციელება
1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი - 35 04) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
მუხლი 5🔗.
პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 5 013.3 ათასი ლარით:
№
კომპონენტის დასახელება
ღირებულება (ათასი ლარი)
1
საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის მშენებლობის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები
72.0
2
საექსპერტო სამუშაოები
10.3
3
ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა, შესაბამისი ტექნიკის, პროგრამული ლიცენზიებისა, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფისა და საჭირო მომსახურებების შესყიდვის ღონისძიებები
4 899.8
4
პროგრამის ადმინისტრირება
31.2
ს უ ლ
5 013.3