„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213 /ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№55/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016575
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №55/ნ

2013 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213 /ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის № 213/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 111228016, 28/12/2011 , სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016250) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესდების:

1. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად აკადემიური საბჭოს დარჩენილი ვადით.“.

2. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად წარმომადგენლობითი საბჭოს დარჩენილი ვადით.“

3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, რეგენტთა საბჭოს წარდგინებით, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიშნავს რეგენტთა საბჭო.“.

4. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

,,9. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.“.

5. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ან წევრი შეიძლება იყოს სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული ან სრული პროფესორი.”.

6.  42-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;“.

ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) სტუდენტის მიერ სამხედრო სავალდებულო  სამსახურის ნებაყოფლობითი მოხდის სურვილის  შემთხვევაში სტუდენტის სამხედრო სამსახურში გაწვევისას, რომელიც გამორიცხავს სასწავლო პროცესში მონაწილეობას;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213 /ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213 /ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.05.2013.
როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213 /ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213 /ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 08.05.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №55/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.016575.
რამდენი მუხლისგან შედგება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213 /ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213 /ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213 /ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213 /ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №55/ნ, 08.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016575 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1910276/