საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.04.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №98
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017261
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,330 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.2013 მიღება
01.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №98 2013 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს და­ცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილება. მუხლი 3🔗 1.ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული დე­ბულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვე­პუნქტებისა, ამოქმედდეს 2013 წლის 4 მაისიდან. 2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 14 მაისიდან.  პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამი­ნისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფ­ლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართვე­ლოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 4. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. 5. სამინისტროს იურიდიული მისამართია:  თბილისი, გულუას ქ. №6. მუხლი 2🔗 1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამი­ნისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშ­ვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის. 2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა. 3. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 4. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დად­გენილია კანონმდებლობით. 5. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინის­ტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლე­ლების აბრებზე. 6. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე. თავი II სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები მუხლი 3🔗 1. სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება: ა) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორცი­ელება; ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზის) სარგებლობის სახელმწიფო მართვა; გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზის) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორცი­ელება; დ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება; ე) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატე­ვებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდ­რომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლო­გიური მდგომარეობის შეფასების და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება; ზ) გარემოში რადიაციული ფონის მონიტორინგი; თ) დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონი­რებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინირება და კონტროლი; ი) ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი; კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება; ლ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნ­ველ­ყოფა; მ) გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიე­რების ამაღლების ხელშეწყობა; ნ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზა­დება; ო) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის მომზადება; პ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა; ჟ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება; რ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დე­რივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა; ს) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა მონი­ტორინგი; ტ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლი­ლების შერბილების ღონისძიებების ორგანიზება; უ) ნარჩენების მართვის ორგანიზება; ფ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრ­თხეების და რისკების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნ­ველ­ყოფის მიზნით ერთიანი პოლიტიკის განხორციელება; ქ) წინადადებათა შემუშავება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარე­ობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონების გამოცხადებისა და მათი გაუქმების შესახებ; ღ) კომპეტენციის ფარგლებში მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ზომების მიღება, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებების გან­ხორციელება; ყ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებუ­ლებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი; შ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს სახელით ურთიერთობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელ­მწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებისა და საერთაშო­რისო პროცესების სამდივნოებთან; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, მიღება (გამოცემა); ც) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანათა შესრულება. 2. სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებუ­ლებებით განსაზღვრულ ფუნქციათა განხორციელებას სამინისტრო ზე­დამ­ხედველობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით. თავი III სამინისტროს ხელმძღვანელობა მუხლი 4🔗 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს გარემოსა და ბუ­ნებ­რივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი), რომე­ლსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქარ­თველოს პრემიერ-მინისტრი. 2. მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომად­გენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, სა­ქარ­თველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების  მიერ მოვალეობათა შესრულებას და ზედამხედველობს მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზან­შეწონი­ლობას; ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგი­ლისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლე­ბამოსილებას; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახუ­რეებს და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების კანონ­მდებლობით განსაზღვრულ პირებს; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლების, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების  დებულებებს; თ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დე­ბულებებს; ი) უფლებამოსილია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დას­კვნე­ბისა და წინადადებების მომზადების წესი; კ)  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ან გარემოზე ზემოქმე­დების ნებართვის პირობების დარღვევების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე საქმიანობის ადმინისტრაციული სამართალდარ­ღვე­ვათა საქმეებზე, ასევე ამ დარღვევებთან დაკავშირებულ გარემოზე მიყე­ნებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო საქმეებზე ახორციე­ლებს სასამართლო წარმომადგენლობას; ლ) იხილავს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდა­ც­ვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ადმი­ნის­ტრაციულ სამართალდარღვევის საქმის მასალებს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ორი სამუშაო დღის ვადაში აცნობებს  ზე­დამხედველობის დეპარტამენტს; მ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს გადაწყვეტილებათა მისაღებად სხვა საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს; ნ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქ­მიანობის ანგარიშს; ო) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზ­ნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კა­ნონმდებლობით დადგენილი წესით; პ) ამტკიცებს სამინისტროს საქმისწარმოების წესს, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით სამინისტროს საშტატო ნუსხას, ხარჯთა ნუსხას, აკონტროლებს მათ შესრულებას და იძლევა მითითებებს საბი­უჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროს ბიუჯეტის პროექტს; რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საკვალი­ფიკაციო მოთხოვნებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისათვის; ს) ამტკიცებს სამინისტროში სტაჟირების გავლის წესს; ტ) ამტკიცებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქ­მისა და ინსპექტირების აქტის  ფორმებს; უ) ამტკიცებს ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის ინდიკატორებს, მათი აღწერის მეთოდოლოგიებსა და წარმოების წესს; ფ) ამტკიცებს რეგულირების ობიექტების შემოწმების გეგმებს; ქ) ამტკიცებს სამონადირეო მეურნეობების, თევზსამეურნეო მართვის გეგმებს, ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმებს; ღ) ამტკიცებს სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმებს; ყ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება­მო­სილებებს. მუხლი 5🔗 1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რო­მელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებო­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრე­მიერ-მინისტრი. 3. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორ­ციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. თავი IV სამინისტროს   სტრუქტურა  და  სისტემა მუხლი 6🔗 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ბ) იურიდიული დეპარტამენტი; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; დ) გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთო­ბების დეპარტამენტი; ე) გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი; ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი; ზ) მინისტრის აპარატი; თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ი) წყლის რესურსების მართვის სამსახური; კ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახური; ლ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახური; მ) კლიმატის ცვლილების სამსახური; ნ) ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსა­ხური; ო) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური; პ) მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახური; ჟ) სატყეო პოლიტიკის სამსახური. 2. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა გარე­მოს­დაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტი. 3. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იური­დიული პირებია: ა) დაცული ტერიტორიების სააგენტო; ბ) გარემოს ეროვნული სააგენტო; გ) ეროვნული სატყეო სააგენტო; დ) გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; ე) სატყეო  საბაზისო  სანერგე  მეურნეობა. მუხლი 7🔗 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია გა­ნისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომ­პეტენცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით. მუხლი 8🔗 1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტია­ნობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ბ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; გ) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება; დ) სამინისტროს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რის­კების განსაზღვრა; ე) სამინისტროს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება,  სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა; ვ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღ­მდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ზ) სხვა საქმიანობების განხორციელება, რომლებიც გამომდინარეობს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან. 2. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სამინისტროს საპარლამენტო მდივ­ნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა და საქ­მიანობის უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საკანონ­მდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; დ) სამინისტროს უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავ­შირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი და შესაბამისი წინა­დადებების მომზადება; ე) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშა­ვებაში მონაწილეობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა; ზ) სამინისტროში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების ან სამინისტროში განსახილველად (შესათანხმებლად) შემოსული სამართლებრივი აქტების  პროექტების ექსპერტიზა, მათზე დასკვნების (შენიშვნების) მომზადების ან /და  მათი შეთანხმების  მიზ­ნით; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილე­ბების განხორციელება. 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს საკადრო საკითხების ორგანიზაციული უზრუნ­ველყოფა; გ) სამინისტროს საქმისწარმოების  ორგანიზაციული უზრუნველყო­ფა; დ) სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო საქმიანობის წარმართვა; ე) სამინისტროს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა; ვ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ზ) სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის წარმართვა და მატე­რიალური უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ადმინისტრირება; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსი­ლებე­ბის განხორციელება. 4. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერ­თო­ბების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამების პროექტების მომზადების კოორდინაცია და ამ პროგრამების შესრულების მონი­ტორინგი; ბ) ქვეყანაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; გ) გარემოს დაცვის ეფექტიანი სისტემის დაგეგმვის მიზნით გა­რემოსდაცვით ღონისძიებათა პრიორიტეტული მიმართულებების გან­საზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება; დ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუ­შავების პროცესის კოორდინირება და ორგანიზება; ე) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომ­ზადების კოორდინირება და ორგანიზება; ვ) გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგუ­ლირების სფეროში ეკონომიკური მექანიზმებისა და ნორმატივების შემუშავებასა და სრულყოფაში მონაწილეობა; ზ) გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმარ­თულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა და საერთაშორისო გარემოს­დაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი; თ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების ეროვნული პასუხისმგებელი/ საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაცია; ი) საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების გაფორმე­ბის ინიციირება და პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწი­ლეობა; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილე­ბე­ბის განხორციელება. 5. გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა, ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორ­ციელების ორგანიზება, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენა; ბ) ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მი­ღე­ბის მსურველი პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდარ­თული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; გ) უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება; დ) დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოება, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში პირთა დარეგისტრირებისა და რეგისტრაციიდან გამოყვანის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ე) რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირე­ბის ობიექტების მიერ წარმოდგენილი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერ­ტიზის დასკვნის პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზი; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსი­ლებე­ბის განხორციელება. 6. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელ­მწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმ­წიფო რეგულირება და კონტროლის განხორციელება; გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქარ­თველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და საქარ­თველოს კანონმდებლობის  შესრულების  უზრუნველყოფაში მონაწი­ლეობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებზე საქართველოს  პასუხისმგებლობის  უზრუნველყოფა; ე) რადიოაქტიური მასალების, მაიონებელი გამოსხივების გენერა­ტორების, რადიოაქტიური ნარჩენების, მათი მფლობელი ორგანიზა­ციების და პროფესიული დოზების  უწყებრივი  რეესტრის  შექმნა  და  მისი  წარმოება; ვ) რადიოაქტიურად დაბინძურებულ ტერიტორიებზე გადაუდებე­ლი დაცვითი ღონისძიებების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღება და საგანგებო რეჟიმის პირობების განხორციელების  კოორდი­ნაცია და კონტროლი; ზ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის სახელმწიფო რეგულირე­ბა და კონტროლი; თ) რადიაციული  საშიშროების შესახებ ინფორმაციაზე რეაგირება; ი) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებე­ბის განხორციელება. 7. მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანებია: ა) მინისტრის და მინისტრის მოადგილეების ორგანიზაციულ-საი­ნფორმაციო საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) სათათბირო საბჭოს სხდომების და სამინისტროში გასამართი თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების შედგენა, სხდომების გადაწყვეტილებებზე, სამინისტროში შემოსულ დავალებებსა და მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; გ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა  მიღების საკითხების რეგულირება; დ)  მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება, მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადების ორგანიზება; ე) სამინისტროს საპროტოკოლო საქმიანობის უზრუნველყოფა; ვ) მინისტრის მრჩეველთა საქმიანობის ხელშეწყობა; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებე­ბის განხორციელება. 8. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა; ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობის და ამ სფეროში  საჯარო ინფორმაციის გაცემის უზ­რუნ­ველყოფა; გ) საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა და ორგანიზება; დ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობისა და გარემოს­დაცვით სფეროში მისაღები გადაწყვეტილებების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებთან შესაბამისი შეხვედრების ორგანიზება; ე) სამინისტროს ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმი­ნის­ტრირება; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამო­სილე­ბე­ბის განხორციელება. 9. წყლის რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ზედაპირული (მათ შორის შავი ზღვის) წყლის რესურსების მართვის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მისი რეალიზაციის უზრუნველყოფა; ბ) წყლის რესურსების მართვასთან და შავი ზღვის დაცვასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; გ) ზედაპირული წყლის რესურსების ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა; დ) ზედაპირული წყლის რესურსების ხარისხობრივი მდგომარე­ობისა და  წყლის ობიექტებში ჩაშვებების რაოდენობრივი მნიშვნელო­ბების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვე­ნებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა; ე) ზედაპირული წყლის რესურსების დაცვისა და მართვის კუთხით ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერე­ბათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება; ზ) ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტების პროექტების განხილვა და შეთანხმება; თ) წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ორგანიზება, წყალსარგებლობის ანგარიშგების მონაცემების ანალიზი და პროგრამული დამუშავება, კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა და ოპერირება; ი) მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება, აღნიშნული გეგმების პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებე­ბის განხორციელება. 10. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების  უზრუნ­ველყოფა; ბ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის გამიზ­ნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია; გ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონ­ცეფციების, ინდიკატორული გეგმების პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; დ) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა; ე) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების ორგა­ნიზება; ვ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობისა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ეკონომიკური მექა­ნიზმების შემუშავებაში მონაწილეობა; თ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ნორმირების, სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა; ი) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებზე რეგუ­ლირებას დაქვემდებარებული, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალის მომზადება; კ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგა­რიშის და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად და­საშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება კა­ნონ­მდებლობით დადგენილი წესით; ლ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელ­მწიფო აღრიცხვის  მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი; მ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საინ­ფორმაციო  საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა და დაინტერესებულ მხა­რეთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებე­ბის განხორციელება. 11. ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიე­რებების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ბ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; გ) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებე­ბის რეგულირება,  სახელმწიფო აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის წარმოების ორგანიზება; დ) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერე­ბების მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია,  შესაბამისი ანგარიშების მომზადება და წარდგენა; ე) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიე­რებების მართვის სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების კოორდინაცია; ზ) მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია და მდგრადი ორგა­ნუ­ლი დამაბინძურებელი ნარჩენების მართვის განხორციელება; თ) რეგიონალური ნაგავსაყრელების განთავსების ადგილების გან­საზღვრაში, მათი მოწყობის სამუშაოთა ორგანიზებასა და კოორდი­ნაციაში მონაწილეობა; ი) სახიფათო  და სპეციფიკური ნარჩენების მართვის კოორდინაცია; კ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირე­ბის, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის რეგულირებაში მონაწილეობა; ლ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციისა და გამო­საყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სა­ხელმწიფო კატალოგების შედგენაში მონაწილეობის მიღება; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებე­ბის განხორციელება. 12. კლიმატის ცვლილების სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და  განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) ეკონომიკის სექტორებსა და ეკოსისტემებზე კლიმატის ცვლი­ლე­ბის გავლენისა და რისკების შეფასება და მათი განვითარების პროგნოზი; გ) კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილების  ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა; „დაბალემისიანი განვითარების სტრა­ტეგი­ის“ მომზადების ორგანიზება; დ) კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ეკოსისტემებისა და ეკონომიკის სექტორების ადაპტაციის ეროვნული გეგმის შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია, მისი დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიმდინარე პროექტების მონიტორინგი; ე) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს ეროვნული შეტყობინებების მომ­ზადების კოორდინაცია; ვ) სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის პერიოდული შესრულება და ანგარიშის  კონვენციის სამდივნოსათვის წარდგენა; ზ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმით განსაზღვრული პოლიტიკის განხო­რციელების უზრუნველყოფა, სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) ხელშეწყობა და დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაცია; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებე­ბის განხორციელება. 13. ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამ­სახუ­რის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების სფე­როში სახელმწიფო  სტრატეგიისა და პოლიტიკის  შემუშავების კოორდი­ნა­ციასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების  ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელე­ბის კოორდინაცია; გ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი  და ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამე­ბის შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; დ) ადრეული შეტყობინების სისტემის ინსტიტუციური შესაძლებ­ლობების სრულყოფის ხელშეწყობა; ე) ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების ღო­ნის­ძიებების შესახებ საინფორმაციო რეესტრის წარმოება და საფრთხე­ების რუკების შედგენის ხელშეწყობა; ვ) ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით და კონვენციებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია  და  მონიტორინგი; ზ) ბუნებრივი  და  ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების სფე­როსთან დაკავშირებული საერთაშორისო პროექტების ინიცირება,  გან­ხორციელების ხელშეწყობა და  მონიტორინგი; თ) ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების ეროვ­ნული პლატფორმის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით დაინტერე­სებულ მხარეებთან თანამშრომლობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებე­ბის განხორციელება. 14. ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ძირითადი ამო­ცა­ნებია: ა) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების (მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, მათი ჰაბიტატების და ზოგადად ეკოსისტემების) დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება და/ან ამ პროცესში მონაწილეობა; ბ) ბიოლოგიური რესურსების (გარდა ტყის მერქნიანი სახეობების) მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაფუძნებული მართვა; გ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია, აგრეთვე მათი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაფუძნებული მართვა; დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, ბიო­ლოგიური რესურსების მართვის და რეგულირების სფეროში სახელმ­წიფო პოლიტიკის შემუშავებაში და მისი რეალიზაციის პროცესში მონა­წილეობის მიღება; ე) საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; ვ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოს საერთა­შორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრუ­ლების ორგანიზება და კოორდინაცია; ზ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;  თ) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება; ი) „გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენციის და­ნარ­თებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება; კ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარე­მო­დან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა და ორგა­ნიზაციული უზრუნველყოფა; ლ) ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და კვოტების დადგენაში მონაწილეობა; მ) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგ­მების შედგენის წესის შემუშავება; ნ) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგ­მების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკი­ცებ­ლად წარდგენა; ო) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია; პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებე­ბის განხორციელება. 15. მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვის და მიზნობრივი გამოყენების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელება­ში მონაწილეობა; ბ) გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის პროცესის შერბილების ღო­ნისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია; გ) საშიში ნივთიერებებითა და ნარჩენებით დაბინძურებული მიწე­ბის მონაცემთა ბაზის შექმნა; დ) კომპეტენციის ფარგლებში  ნიადაგების რადიონუკლიდებით, მძი­მე მეტალებითა და ტოქსიკური ელემენტებით, ენტომოლოგიური, ჰელ­მინთოლოგიური, ბაქტერიული და ვირუსული დაბინძურებისა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ეფექტიანობის  შემოწ­მების შეთანხმება; ე) ნიადაგის დეგრადაციისა და დაბინძურების შეფასების სისტემების  ჩამოყალიბება, კომპეტენციის ფარგლებში ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობაზე დაკვირვებისა და სათანადო გამოკვლევების საფუძ­ველზე ყოველწლიური და პერსპექტიული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) წიაღის  მარაგების სახელმწიფო უწყებათშორისო კომისიის საქმია­ნობაში მონაწილეობის მიღება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში წიაღისეულის ჯგუფების განსაზღვრა­ში მონაწილეობა; თ) წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემის შეთანხმება; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებე­ბის განხორციელება. 16. სატყეო პოლიტიკის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუ­შავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების ხელშეწყობა; ბ)  სატყეო სტრატეგიის შემუშავება; გ) სტრატეგიული გეგმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება; დ) სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისა­თვის წინადადებების მომზადება; ე) სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა  და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზ­რუნ­ველყოფის მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავება; ვ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დასამტკიცებლად მინისტრისთვის წარდგენა; ზ) ტყის სტატუსის შეცვლის შესახებ წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა; თ) ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) ტყის სახელმწიფო მართვის სფეროში კანონმდებლობით  სამინის­ტროსათვის დადგენილი სხვა უფლებამოსილებების განხორ­ციელება; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება­მოსილებე­ბის განხორციელება. მუხლი 9🔗 სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწე­სებულებისა და მისი ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია   განისაზღვრება მათი დებულებები­თა და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 10🔗 სამინისტროს რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხდება კანონით დად­გე­ნილი წესით.