ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 26.04.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №99
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017262
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №99
2013 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ნინო შარაშიძე – საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ქეთევან კორძახია – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი;
ნოე მეგრელიშვილი – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი;
გოგიტა გვენეტაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
მამუკა ბარათაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
ნინო მიქანაძე – სსიპ ‑ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი;
მადონა ჯორბენაძე – სსიპ ‑ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის წამყვანი შემფასებელი;
თეიმურაზ მელქაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს დაგეგმვის განყოფილების უფროსი;
ვასილ წაქაძე – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
კახაბერ გვანცელაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;
ლუიზა ბუბაშვილი – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ზურაბ კიკალია – საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოს უფროსი;
ლელა სტურუა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი;
ხათუნა კეკელაშვილი – სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქრონიკული დაავადებების, ტრავმატიზმის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი;
ირაკლი ჯიბლაძე – ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე;
შალვა ოგბაიძე – ა(ა)იპ „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ პრეზიდენტი;
მიხეილ ხმალაძე – სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორი.
მუხლი 2🔗
კომისიამ საქართველოს მთავრობას ორი თვის ვადაში წარუდგინოს „საქართველოში სატრანსპორტო საშუალებებიდან გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) იქმნება „საქართველოში სატრანსპორტო საშუალებებიდან გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში - პროგრამა) განსაზღვრულ დროში შემუშავების მიზნით.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) პროგრამის შემუშავების პროცესში ავტოტრანსპორტიდან ატმოსფე– რული ჰაერის დაბინძურების გამომწვევი ფაქტორების გათვალისწინება და გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება;
ბ) პროგრამის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფების და მათი სამუშაო განრიგის განსაზღვრა, რომლებიც შეიმუშავებენ თითოეული ღონისძიების განხორციელების გეგმას;
გ) პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების კონკრეტული შემსრულებლებისა და შესრულების ვადების განსაზღვრა;
დ) შესწავლილი საკითხებისა და მათი ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება და უფლებამოსილი ორგანოებისთვის წარდგენა;
ე) საჭიროების შემთხვევაში წინადადებათა მომზადება შესაბამისი ორგანოების მიერ ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასინჯვის მიზნით.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავების პროცესში შესაბამისი უწყებებიდან მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბ) კომისიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;
გ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს დასკვნები, წინადადებები, რეკომენდაციები და წარადგინოს განსახილველად საქართველოს შესაბამის უწყებებში და მთავრობის სხდომაზე;
დ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა პირები.
მუხლი 4🔗. კომისიის თავმჯდომარე
კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
მუხლი 5🔗. კომისიის სხდომის ჩატარების წესი
1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან ერთ-ერთი წევრის მოთხოვნის საფუძველზე.
2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალების შესაბამისად - კომისიის ერთ-ერთი წევრი.
3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის წესი
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.