„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2013 წლის 30 აპრილი ქ. ამბროლაური
|
„მუხლი 2. სამედიცინო მომსახურების სახეები
მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:
ა) მწვავე გადაუდებელი;
ბ) ონკოლოგიური / სიმსივნური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია);
გ) მშობიარობა.“;
„მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
1. მწვავე გადაუდებელი და ონკოლოგიური სამედიცინო მომსახურება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.
2. მშობიარობის ხარჯი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
3. სამედიცინო მომსახურების ხარჯში იანგარიშება აგრეთვე ოპერაციის შემდგომი პერიოდი, არა უმეტეს ექვსი დღისა, თუ ბენეფიციარის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება აუცილებელია.“;
„მუხლი 4. ბენეფიციართა კატეგორიები
1. ბენეფიციარს, რომლის სამედიცინო დახმარება ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, განეკუთვნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული:
ა) მოქალაქე, თუ მისი სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ იფარება სადაზღვევო პოლისის მეშვეობით ან არ არის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით;
ბ) მოქალაქე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს და რომლის სადაზღვევო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა.
2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარით დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები, 3-დან 60 წლის ჩათვლით იმ ბენეფიციარის მგზავრობის ღირებულება, რომელსაც ესაჭიროება საქართველოს ფარგლებს გარეთ სამედიცინო მომსახურება, თუ მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლებელია.“;
„2. მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად, ბენეფიციარის სამედიცინო დიაგნოზში უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული უნდა იყოს „მწვავე გადაუდებელი.“.
|