⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.03.2018)
გაუქმებულია:

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.04.2013
ძალაში შესვლა 04.05.2013
ძალის დაკარგვა 15.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №97
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017264
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,213 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.2013 მიღება
04.05.2013 ძალაში შესვლა
15.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №97 2013 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის  სამინისტროს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗  ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „საქართველოს ენერგე­ტი­­კი­სა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესა­ხებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგე­ნი­ლე­ბა. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 4 მაისიდან.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტე­ნციის ფარგლებში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსა­ყო­ფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 2. სამინისტრო ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და სახელ­მწი­ფო პოლიტიკას  საქართველოს ენერგეტიკის დარგში. 3. სამინისტრო შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონ­ს­ტი­ტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ დებუ­ლე­­ბითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 5. სამინისტროს ამოცანები, უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზ­ღვ­რება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით. 6. სამინისტრო თავისი ერთიანი სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციე­ლებას, სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო კონტროლსა და სამსახურე­ბ­რივ ზედამხედველობას. 7. სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალ­დებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვა­ლი­სწი­ნებულ, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავ­რო­ბისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 8. საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრუ­ლებისას სამინისტრო უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფო წარმომად­გე­ნ­ლობა. 9. სამინისტროს ცენტრალური აპარატი და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას. 10. სამინისტრო არის საბიუჯეტო დაწესებულება და მისი დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 11. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახუ­ლე­ბი­თა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 12. სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მისამართია www.minenergy.­gov.ge. აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს საჯარო ად­გი­ლს. 13. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი,  სანაპიროს ქუჩა №2. მუხლი 2🔗. სამინისტროს ძირითადი ამოცანები და საქმიანობის სფერო 1. სამინისტრო უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორცი­ე­ლე­ბას ენერგეტიკის დარგში. 2. სამინისტრო ახორციელებს ენერგეტიკის  სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრუ­ლების მონიტორინგს, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოო­რ­დინაციას, შეისწავლის შესრულების მიმდინარეობას და შეიმუშავებს სა­თა­ნადო რეკომენდაციებს. 3. სამინისტრო ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის დარგში  ინვესტი­ციების მოზიდვის ხელშეწყობას და თავისი კომპეტენციის ფარგ­ლებში ამისათვის აუცილებელი ქმედებების განხორციელებას. 4. სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგეტიკის დარგში   პროექტების გან­ხო­რ­ცი­ელებას. 5. საქართველოს ენერგეტიკის დარგის, როგორც ერთიანი კომპლექსის, განვითარებისა და მისი ცალკეული დარგების სტაბილურად ფუნქცი­ონი­რების, ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და საგანგებო მდგომა­რეობი­სათვის მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო შეიმუ­შავებს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. 6. სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესაბამისად სამინისტრო შეიმუშავებს ენერგიის წარმო­ების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუ­ციის, მიწოდებისა და მოხმარების, აგრეთვე იმპორტ-ექსპორტის ეფექტია­ნობის ამაღლების მიზნით წინადადებებს და განხორციელების მიმართუ­ლე­ბებს. 7. სამინისტრო ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ენერგოსი­სტემის უსაფრთხოების, მისი ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითა­რე­ბისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციის მიზნით მოითხოვს საბიუჯეტო დაფინანსებას და ახორციელებს დარგში სახელმწიფო ინვესტირებას. 8. სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფო ან/და სხვა სუბიექტების საკუთ­რებაში არსებული აქციების ან/და წილების მართვას (პარტნი­ორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება) კანონმდებლო­ბით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗. სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. სამინისტრო თავისი ფუნქციების მიხედვით: ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას  ენერგეტიკის  სფეროში; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო ინვეს­ტირებას; იღებს გადაწყვეტილებას დერეგულირების ან ნაწილობრივი დერე­გუ­ლირების თაობაზე; შეიმუშავებს საიმედოობის სტანდარტებს; ამტ­კიცებს ენერგეტიკის დარგში ბალანსებსა და ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტრო­გადამცემი ხაზების სიას; შეისწავლის სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმ­წიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინა­რე­ობას; გ) ხელს უწყობს რეაბილიტაციისა და განვითარების უზრუნველყოფის მიზ­ნით მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ინვესტიციებისა და საკრე­დი­ტო რესურსების მოზიდვას; დ) უზრუნველყოფს ენერგორესურსების ბაზარზე კონკურენტული გარე­მოს შექმნასა და კონკურენციის განვითარებას, ამ მიზნით ახორციელებს ენერგეტიკაში დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფას, ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში საიმედოობის სტანდარტების დამკვიდრებას და ენე­რგეტიკის მდგრადი ფუნქციონირებისათვის დარგში სახელმწიფო საწარ­მოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმა­ლუ­რად წარმართვას, ასევე შეიმუშავებს ობიექტების კონსერვაციისა და ლიკ­ვიდაციის სტრატეგიასა და წესებს; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საკანონმდებლო აქტე­ბის პროექტების შემუშავებაში, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატი­ული აქტების შემუშავებაში და ახორციელებს მათ მიღებას (გამოცემას); ვ) შეისწავლის ენერგეტიკის დარგში მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზებს, რომლებსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყო­ლოდა სისტემური მნიშვნელობის ავარია, და ამზადებს სათანადო დას­კვნებს; ზ) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად ხელს უწყობს მისთვის მინდო­ბილ სფეროებში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციე­ლე­ბას; თ) ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკის დარგებისა (მათ შორის, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს) და უცხო ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარებას და ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში ტრანზიტისა და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობის გაღრმავებას; ი) ხელს უწყობს საგარეო ურთიერთობათა დამყარებას; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებსა და კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას; კ) მისთვის მინდობილ სფეროებში ხელს უწყობს სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარებას; ლ) ხელს უწყობს რესურსების მოპოვების გაფართოებას, განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების უპირატეს ათვისებას, ენერგო­ეფექტიან ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტიანობის გაზრდასთან; მ) მისთვის მინდობილ სფეროებში ხელს უწყობს სხვადასხვა სახის პროექტებისა და პროგრამების შემუშავებას; ნ) ახორციელებს  სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსური მდგომარეობისა და სახე­ლმწიფო ბიუჯეტთან მისი ურთიერთობის მონიტორინგს; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და წარმართავს საკა­დრო პოლიტიკას, ხელს უწყობს კადრების შერჩევის, მომზადების, გადა­მზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შექმნას; პ) ელექტროენერგიის დამატებითი, ალტერნატიული და განახლებადი წყაროების მოძიების, ენერგიის შემცველი წყაროების უპირატესი ათვი­სებისა და ამ კუთხით დარგის სტაბილური განვითარების უზრუნვე­ლსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისას განსაზღვრავს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების კლასიფიკაციასა და სტატუსს, აგრეთვე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის მიერ ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის განხორციელების პირობებს; ჟ) ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის  მიზნით განსაზღვრავს  ღონისძიებათა პრიორიტეტულ მიმართულებებს და ორგანიზებას უწევს მათ განხორციელებას; რ) ახორციელებს ენერგორესურსების შიდა ბაზრის მონიტორინგს მისი გაჯერებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით; ს) განსაზღვრავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და ორგა­ნი­ზებას უწევს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას; ტ) თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობას; ფ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან/და სხვა სუბიექტების საკუთრებაში არსებული აქციების ან/და წილების მართვას (პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება). 2. სამინისტროს, კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ ვალდებუ­ლე­ბათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით უფლება აქვს: ა)   მოითხოვოს ყველა სახელმწიფო დაწესებულებისა და ორგანოსაგან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ინფორმაციული, დოკუმენტური და სხვა მასალები, რომლებიც საჭიროა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების სრულფა­სო­ვანი განხორციელებისათვის; ბ) არსებული წესის დაცვით დაამყაროს ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; დადოს ხელშეკრულებები მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში; გ) ბაზრის წესების შესაბამისად განახორციელოს მრიცხველებისა და აღრი­ცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა ინსპექცია; დ) საჯაროდ გამოცხადების მიზნით ინდივიდუალური ადმინი­სტრა­ცი­ულ-სამართლებრივი აქტი ან/და სხვა სახის საჯარო ინფორმაცია განა­თავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ან/და სამინისტროს ოფი­ცი­ა­ლური ვებგვერდის მისამართზე (www.minenergy.gov.ge); ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხ­ვა უფლებამოსილებანი. მუხლი 4🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას თავის კომპეტე­ნციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. 2. მინისტრი: ა) უზრუნველყოფს სამინისტროს წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სამინისტროს კონტროლს დაქვემდე­ბარე­ბული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას, აწეს­რი­გებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერ­თა­შორისო ხელშეკრულებების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძა­ნებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დად­გე­ნილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის; გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების  და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იური­დიული პირის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდი­ნარეობას; დ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ნომენკლატურას, საქმისწარმოების წესს, საქართველოს მთავრობასთან შეთა­ნხმებით, სამინისტროს საშტატო ნუსხას, ხარჯთა ნუსხას, აკონტ­რო­ლებს მათ შესრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითი­თე­ბებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპე­ტენ­ციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუ­ფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსა­მ­სახურეებს;  ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინი­სტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებისა და აუცი­ლებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესა­ხებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზნობრივად შესრუ­ლე­­ბისათვის; ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმია­ნო­ბის ანგარიშს; თ) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში; ი) წარმოადგენს სამინისტროს ინტერესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირე­ბთან ურთიერთობაში. ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, კონტ­რაქ­ტებს, ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებ­ლო­ბით სხვა რამ არ არის დადგენილი; კ) კომპეტენციის ფარგლებში პასუხს აგებს საქართველოს მთავრობის წინაშე დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის; ლ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აგრეთვე ახორციელებს სამინი­სტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმი­ანო­ბის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. ახორ­ციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდი­უ­ლი პირის სახელმწიფო კონტროლს. მინისტრს უფლება აქვს, სამინის­ტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედ­ვე­ლო­ბა დააკისროს თავის პირველ მოადგილეს; მ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამი­ნი­სტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების  და სამინისტროს კონტროლს დაქვემ­დებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღ­ვა­ნე­ლ­თა სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტი­ტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრ­ძა­ნე­ბულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დად­გენი­ლებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ნ) უფლებამოსილია აგრეთვე ძალადაკარგულად ცნოს ამ პუნქტის „მ“ ქვე­პუ­ნქტში მითითებულ ხელმძღვანელთა აქტები მიზანშეუწონლობის მოტი­ვით; ო) დადგენილი წესით აკეთებს წარდგინებებს საპატიო წოდებებისა და ჯილ­დოების მისანიჭებლად; პ) კანონით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამო­სცემს ბრძანებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას; ჟ) ამტკიცებს სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სა­მა­­რთ­ლის იურიდიული პირის დებულებას; რ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებუ­ლე­ბებს; ს)  წყვეტს სამართლებრივ დავებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანა­ყო­ფებს შორის; ტ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის, ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; უ) სამინისტროსათვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების, მათ შორის, სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების უზრუ­ნვე­ლყოფის მიზნით გამოსცემს ბრძანებას; ფ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დად­გე­­ნილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს. 3. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, ერთი – პირ­ვე­ლი. 4. მინისტრის არყოფნისას მის უფლებამოსილებებს ახორციელებს მინი­სტრის პირველი მოადგილე. 5. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის მოვა­ლე­ო­ბე­ბის განაწილება ხდება მინისტრის ბრძანებით. მინისტრის ერთ-ერთი მოა­დგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუ­ნ­ქციას. 6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო საა­გენტოს უფროსი. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შეი­ძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე. 7. მინისტრს ჰყავს მრჩევლები, რომელთა ფუნქციები განისაზღვრება მი­ნისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით. მუხლი 5🔗. მინისტრის სათათბირო ორგანოები 1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომი­სი­ები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი მოვალე­ობა­ნი და საქმიანობის წესი. 2. სათათბირო ორგანო იქმნება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვ­ნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად და შესასწავლად. სათათ­ბი­რო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომ­ზა­დების წესს სათათბირო ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს მინისტრი. 3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განი­სა­ზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავ­მჯ­დომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და მომსა­ხურე სტრუქტურული ქვედანაყოფი. 4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწე­სებულების მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხ­მო­ბით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პი­რე­ბი, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები. 5. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და მის სხდომაზე საოქმო წარმოებას უზ­რუნველყოფს სათათბირო ორგანოს მომსახურე სამინისტროს სტრუქტუ­რული ქვედანაყოფი. 6. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია დასახულ ამოცანათა შესას­რუ­ლე­ბლად გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები. 7. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.  მუხლი 6🔗. სამინისტროს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მინისტრის აპარატი; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; ე) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი; ვ) ენერგეტიკული დეპარტამენტი; ზ) იურიდიული დეპარტამენტი; თ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ი) ანალიტიკური დეპარტამენტი. 2. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო. 3. მინისტრის აპარატის ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის და მინისტრის მოადგილეების შეხვედრების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა და საინფო­რმა­ციო მომსახურების გაწევა; ბ) მინისტრის სათათბირო სხდომებისა და სამინისტროში გამართული თათ­ბირების ორგანიზაცია დადგენილი წესით; გ) მინისტრთან მოქალაქეთა შეხვედრების კოორდინაცია; დ) მინისტრის სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავება და მისი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანე­ლო­ბისა და თანამშრომელთათვის; ე) მინისტრის დავალებით ცალკეული საკითხების სამინისტროს თანამშ­რომლებთან  შეთანხმება და შესრულების მონიტორინგი; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებ­თან მინის­ტრის ურთიერთობის კოორდინაცია; ზ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საჯარო გამოსვლებისა და კონ­ფე­რენციებისათვის მოხსენებებისა და სტატისტიკური მონაცემების ანალიტიკური მასალების მომზადება და კოორდინაცია; თ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის საპროტოკოლო ღონის­ძიებების გატარება, კერძოდ, უცხო ქვეყნის ოფიციალური დელე­გაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა, ვიზი­ტების პროგრამის შედგენა და ორგანიზება; ი) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმო­მადგენლებისა  (ელჩების) და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომა­დგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრთან და მინისტრის მოადგი­ლეებ­თან; კ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება); ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნვე­ლ­ყო­ფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება; მ) მინისტრის სხვა დავალებათა შესრულება.  4. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყო­ბი­ნებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; ბ) სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა და მიღებულ გადაწ­ყვე­ტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება; გ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრესის მიმოხილვის გავრცელება; დ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების გამართვის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს ღონისძიებების ფოტო- და ვიდეოგადაღება; ვ) სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება; ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან და  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იური­დი­ული პირისაგან ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება; თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება; ი) სამინისტროს საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგის განხორციელება; კ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკო­ნფე­რენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანი­ზე­ბა­ში მონაწილეობა; მ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომ­ზადება და ორგანიზება; ნ) მინისტრის უშუალო ორგანიზაციული, საინფორმაციო-ანალიტიკური მომ­სახურება; ო) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის შეხვედრების, თათბი­რე­ბის, სამინისტროში ზეპირი მოსმენების, პრესკონფერენციებისა და პრეზე­ნტა­ციების ორგანიზება; ჟ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზო­გადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთი­ერ­თო­ბების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; რ) მინისტრის სხვა დავალებათა შესრულება. 5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმი­ანობის კოორდინაცია და მართვა; ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარ­მა­რთვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შე­დგენა; გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი ხელშე­წ­ყობა; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მიერ დადებულ ხელ­შეკრულებათა განხორციელების მონიტორინგი; ე) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრულ მიმართულებათა შესაბამისად, საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება, საბიუჯეტო პარამეტრების განსაზ­ღვ­რა და მათ ბაზაზე ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ანალიზი; ვ) სამინისტროს ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნი­კური უზრუნველყოფა. მათ შორის, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჭიროებისათვის სახელმწიფო შესყიდვების ორგა­ნიზება და ამ მიზნით შესაბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუ­შავება; ზ) სამინისტროს ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამა­რთული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამი­ნი­სტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება; თ) საჭიროების შემთხვევაში სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა; ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყი­დვე­ბის განხორციელების უზრუნველყოფა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მონიტორინგი (მათ შორის, ფინანსური) თავისი კომპეტენციის ფარგლებში; კ) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი, სათანადო წინადა­დე­ბების შემუშავება; ლ) საქართველოს მთავრობისა და სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსა­დგენი ანგარიშების პროექტების მომზადება; მ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება. 6. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქ­ციებია: ა) სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართუ­ლებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; ბ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრა­მების განხორციელების კოორდინაცია (სამინისტროს კომპეტენციის ფარგ­ლებში); გ) სხვა სახელმწიფოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაცი­ებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებების პროექტების მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობა, დასკვ­ნე­ბის მომზადება, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათ­ვა­ლისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია; ე) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრუ­ლე­ბა. 7. საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ინვესტიციების მოზიდვის ხელშე­წყობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციებთან სამინი­ს­ტროს ურთიერთობის კოორდინაცია; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონა­წილეობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობების კოორ­დი­ნაცია; გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მიმზიდველი საინვესტიციო წინა­დადებების შემუშავება და ინვესტორებისათვის წარდგენა; დ)  სამინისტროს  კომპეტენციის  ფარგლებში  საინვესტიციო  წინადა­დებების  შესახებ მიღებული ინფორმაციისა და წარდგენილი დოკუმენ­ტა­ციის ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზა­დება; ე) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინა­ნსე­ბით მიმდინარე პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო პროექტებისა და დადე­ბული საინვესტიციო შეთანხმებების მონიტორინგი, მათი განხორცი­ელე­ბის ხელშეწყობა; ზ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრუ­ლება. 8. ენერგეტიკული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ენერგეტიკის    სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რეკო­მენ­დაციების მომზადება; ბ)  მინისტრის დავალების  შესაბამისად  საპროექტო,  სამშენებლო-სამონ­ტაჟო, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების მო­ნი­ტო­რინგი; გ) ენერგეტიკული ბალანსების შემუშავება და მათი განხორციელების კოო­რდინაცია; დ) ენერგეტიკის სფეროში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგ­რა­მე­ბის შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ე) ენერგეტიკის დარგში ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება; ვ) ენერგოშემცველების ექსპორტ-იმპორტის მოცულობათა მონიტორინგი; ზ) ენერგოსექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ რეკომენდა­ციე­ბის მომზადება; თ) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმარ­თულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, პროგრამების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგველი პოლი­ტი­კის ოპტიმალურად გათვალისწინება; ი)  განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების უპირატესი ათვი­სების და ენერგოეფექტურ ღონისძიებათა განხორციელების ხელშე­წყობა; კ)  სუფთა განვითარების მექანიზმის  პროექტების განხორციელების ხელ­შე­წყობა; ლ) საქართველოს ენერგოსექტორის სუბიექტებსა და სხვა ქვეყნების ენე­რგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარების ხელ­შეწყობა; მ) ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახე­ლმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია; ო) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარ­მართვის ხელშეწყობა; პ)   თავისი   კომპეტენციის   ფარგლებში   ენერგეტიკის   დარგში   სახელ­მ­წი­­ფო  პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებაში მონაწილე­ო­ბის მიღება; ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების და­ფი­ნანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადებული შეთანხმებების მონი­ტორინგი და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ს) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრუ­ლება. 9. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ბ) სამინისტროს მოქმედების სფეროში სამართლებრივი ბაზის შემუშა­ვე­ბაში მონაწილეობის მიღება; გ) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინის­ტრა­ციასთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობის კოორდინაცია; დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებათა პროექ­ტე­ბის მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა; ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ინვესტორებსა და დონორ ორ­გა­ნიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობა და მათთან სამა­რთ­ლებრივი თანამშრომლობა; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომად­გენ­ლო­ბის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში; ზ) სამინისტროს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების და სისტემაში შე­მავა­ლი ორგანოების სამართლებრივი უზრუნველყოფა თავისი კომპეტე­ნ­ცი­ის ფარგლებში; თ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნვე­ლ­ყოფა; ი) სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუ­ფ­ლე­ბის ბრძანებათა პროექტების მომზადება; კ) სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმე­ე­ბის წარმოება; ლ) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მო­წ­ყობა, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი; მ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და სამინისტროდან გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწო­დება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და თანამშრომელთათვის, სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტ­როლის უზრუნველყოფა; ნ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებ­ლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტა­ციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველ­ყოფა; ო) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისწარმოების ორგანიზება, სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალებების სათანადოდ შესრულების კონტროლი; პ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება. 10. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება და მათ სამართავად სათანადო ზომების მიღება;  ბ) სამინისტროს  სისტემაში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზი­დენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ენერგეტიკის მი­ნისტრის ნორმატიული აქტების განუხრელი შესრულებისა და დაცვის უზ­რუნველყოფა;  გ) სამინისტროსა  და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იური­დიული პირის სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების შემოწმება; დ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების კანონიერების შესწავლა და ხელშეკ­რუ­ლებებით ნაკისრი ვალდებულების სათანადოდ შესრულების შემოწმება;  ე) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;  ვ) სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდე­ბ­ლო­ბის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;  ზ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარ­მოე­ბლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზ­რდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;  თ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწი­ნააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება, ასევე მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევე­ნცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, წინასწარი ღონისძიებების განხორციელება უფლებამოსილების ფარგლებში;  ი) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესა­ხებ დასკვნის შედგენა და დაწესებულების ხელმძღვანელისათვის წარ­დ­გენა;  კ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქ­ტე­ბის გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულების კონტ­რო­ლისა და ზედამხედველობის განხორციელება;  ლ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხე­ლ­შე­წყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგა­დო­ე­ბის მხარდაჭერის მოპოვება; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმიანობები და მიზნები, რომ­ლებიც გამომდინარეობს ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. 11. ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმი­ა­ნობის განხორციელება; ბ) სამინისტროს საქმიანობის შესწავლა, მიღებული მონაცემების ანა­ლიზისა და განზოგადების შედეგად სამინისტროს კომპეტენციას მიკუ­თვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადება და წინადადებების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ცალკეულ მიმა­რთულებათა ოპტიმიზაციის მიზნით; გ) საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სახელ­მწი­ფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის საქმიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი რე­ფორმების განხორციელების მიზნით; დ) სამინისტროს მოქმედების სფეროში მოკლე, საშუალო და გრძელ­ვა­დი­ანი სტრატეგიისა და პრიორიტეტების, აგრეთვე მათზე დაფუ­ძნე­ბული სხვა­დასხვა პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათი განხო­რცი­ე­ლე­ბის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; ე) სამინისტროს მოქმედების სფეროში სახელმწიფო და სხვა სუბიექტების საკუთრებაში არსებული აქციების ან/და წილების მართვა (პარტნი­ო­რის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება) კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით; ვ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრუ­ლება. მუხლი 7🔗. სამინისტროს სიმბოლიკა 1. სამინისტროს აქვს მრგვალი 50 მილიმეტრი დიამეტრის ბეჭედი, რომ­ლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. ცენტრის გარშემო განთა­ვ­სე­ბულია წარწერა – „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო“, ქართულ და ინგლისურ ენებზე. 2. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშასა და გერბს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ლოგო. მუხლი 8🔗. სამინისტროს ლიკვიდაცია სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.