საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1809
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.162
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 20/12/2002

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში, IX კარისა და 29-ე თავის სათაურებში სიტყვები „სოციალური გადასახადი“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის გადასახადი“.

2. 184-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 184. სოციალური დაზღვევის გადასახადი

სოციალური დაზღვევის გადასახადი წარმოადგენს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფორმირების, სამედიცინო დაზღვევის, უმუშევრობის დაზღვევის და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფისათვის აუცილებელ მიზნობრივ შენატანს, რომელსაც გადასახადის გადამხდელები ამ კარში დადგენილი განაკვეთების შესაბამისად იხდიან შრომის ანაზღაურებისა და მასთან გათანაბრებულ გაცემულობათა თანხებზე, აგრეთვე ფიზიკური პირების მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე.“.

3. 185-ე მუხლის პირველ წინადადებაში, 186-ე მუხლის პირველ ნაწილში და 189-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებში სიტყვები „სოციალური გადასახადის“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის გადასახადის“.

4. 188-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალური დაზღვევის გადასახადის განაკვეთებია:

ა. ამ კოდექსის 185-ე მუხლის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის: სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში – დასაბეგრი თანხის 31 პროცენტი, ამასთან, თითოეულ ფიზიკურ პირზე თვეში არანაკლებ 16 ლარისა;

ბ. ამ კოდექსის 185-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირებისათვის: სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში – დასაბეგრი თანხის 2 პროცენტი;“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის განაკვეთი მცირდება 14 პროცენტამდე.“.

 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესატანების შესახებ“ 1995 წლის 21 მარტის საქართველოს კანონი.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 3 დეკემბერი.

№1809-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.12.2002.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 03.12.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1809. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.001.162.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, №1809, 03.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1912/