საგარეჯოს მინიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.04.2013
ძალის დაკარგვა 17.02.2015
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.165.016088
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჭიაურელი | საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მინიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში
პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2013 წლის 30 აპრილი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მინიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში
პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი თანდართული რედაქციით (შეთანხმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან – 2013 წლის 11 მარტის წერილი №451134).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი
დანართი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტეკნიკურ სწავლებებში.
მუხლი 2🔗.
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ , საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ , ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ , საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, აგრეთვე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების (თანამდებობის პირთა) სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3🔗.
მოსამსახურეთა სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები
1.
მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით.
2.
მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო ხელმძღვანელის წინაშე.
3.
უკანონო ბრძანებების ან მითითებების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
4.
მოსამსახურეები სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში.
5.
მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შერულებისათვის, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6.
მოსამსახურეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას.
7.
სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, დაგეგმვას, მუშაობის წესფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, კანონმდებლობის შესაბამისად.
8.
სამსახურის საშტატო რიცხოვნება და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს საშტატო ნუსხით.
მუხლი 4🔗.
სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობები
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები:
1.
სამსახურის უფროსი – 1;
2.
მთ.სპეციალისტი – 1 (მოადგილე სამსახურის დარგში);
3.
მთ.სპეციალისტი–1 (ზედამხედველობის დარგში);
4.
სპეციალისტი – 1 (მექანიკოსი );
5.
მთავარი სპეციალისტი – 3 (მორიგე ცვლის უფროსი);
6.
წამყვანი სპეციალისტი – 12(მეხანძრე – მაშველი);
7.
წამყვანი სპეციალისტი – 9 (მძღოლი);
8.
სპეციალისტი – 3 (მეელსმენე).
მუხლი 5🔗.
მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება
1.
სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება, რომელშიც შედის:
ა)
უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადება (მათ შორის, ახლად მიღებული მეხანძრეების სპეციალური დაწყებითი მომზადება);
ბ)
უფროსი და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება.
2.
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მომსახურეთა სწავლების ორგანიზებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.
თავი II
სამსახურში მოსამსახურეთა მიღება და თანამდებობრივი გადაადგილება
მუხლი 6🔗.
სამსახურში მიღების წესი
1.
სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები 18-დან 35 წლამდე, რომელთაც აქვთ არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლება. განსაკუთრებულ შემთხვევაში მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს.
2.
მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3.
სამსახურის უფროსი და მოსამსახურეების თანამდებობაზე ინიშნებიან გამგებლის ბრძანებით , ,,საჯარო სამსახური შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗.
შეზღუდვები სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი:
1.
ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლობა;
2.
იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;
3.
სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე;
4.
სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობების დაკავების უფლება;
5.
სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯამრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს.
თავი III
სამსახურებრივი დისციპლინა
მუხლი 8🔗.
სამსახურში სამსახურებრივი დისციპლინა
სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო უფროსის მითითებების შესრულებას.
მუხლი 9🔗.
რეაგირების ძალების თანამშრომელთა მუშაობის რეჟიმი, დასვენება და ზღვრული ასაკი
1.
მეხანძრე-მაშველის მუშაობის რეჟიმი ყოველდღიური საქმიანობისას დგინდება შინაგანაწესით, მორიგეობის გრაფიკით, სწავლებისა და სხვა სპეციალური მომზადების ღონისძიებების განრიგით.
2.
მეხანძე-მაშველის მუშაობის რეჟიმი უნდა აკმაყოფილებდეს შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3.
საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს (აპარატის) თანამშრომელთათვის ზღვრული სამუშაო ასაკი განისაზღვრება 65 წლით, ხოლო მეხანძრე-მაშველისათვის 55 წლით.
მუხლი 10🔗.
სამსახურის უფროსის ფუნქციები სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში
სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია დაქვემდებარებული მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე. იგი ვალდებულია:
1.
შექმნას შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები;
2.
ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობების შერულების პასუხისმგებლობის გრძნობა;
3.
უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივ საქმიანობაში;
4.
პატივი სცეს სამსახურის მოსამსახურეთა პირის ღირსებას.
თავი IV
სამსახურის გავლის პირობები
მუხლი 11🔗.
სამუშაო დროის ხანგრძლივობა
სამსახურში დადგენილია ორმოცსაათიანი სამუშაო კვირა. ცვლებში მომუშავე მოსამსახურეთათვის დადგენილია ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო ( მუშაობის დაწყების და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის შესაბამისად.
მუხლი 12🔗.
მოსამსახურეთა შვებულება
მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებით საკითხები რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.
თავი V
წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა
მუხლი 13🔗.
წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესი
1.
წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე სამსახურის უფროსი აღძრავს შუამდგომლობას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შუამდგომლობას მოსამსახურის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობების შესახებ.
2.
წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
3.
დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების შესახებ მოსამსახურეებს ეცნობება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით. დისციპლინური პასუხისმგებლობის დადებამდე მოსამსახურეებს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.
4.
დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნა პირად საქმეში შეტანით.
5.
თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
მუხლი 14🔗.
სამსახურში მიღება და გათავისუფლება
მოსამსახურეთა სამსახურში მიღება და სამსახურიდან გათავისუფლება ხორციელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
თავი VI
მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება, შეღავათები და გარანტიები
მუხლი 15🔗.
მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება
1.
მოსამსახურეები იღებენ ხელფასს, რომელიც მოიცავს თანამდებობრივი სარგოს დადგენის განაკვეთს, დანამატს სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის, ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომპენსაციებს.
2.
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.