⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.02.2014)
გაუქმებულია:

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.04.2013
ძალის დაკარგვა 03.02.2014
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,736 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.2013 მიღება
03.02.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ლეთოდიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 2013 წლის 30 აპრილი ქ.ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქა რთველოს კანონის 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗    დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების თანდართული წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის 25 იანვრის № 9 დადგენილება ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2013  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის  დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი დანართი №1 ცაგერის მუნიციპალიტეტის 2013  წლის ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი     ეს წესი განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, აგრეთვე ცაგერის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეები 1.  ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ერთჯერადი ფულადი    სოციალური დახმარებები: ა) მძიმე ავადმყოფთა დახმარება (ონკოლოგიური, თირკმლის დიალიზი); ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; გ)გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურება; დ)  ომის ვეტერანთა დახმარებები; ე) ერთჯერადი სოციალური(ფულადი) დახმარება; ვ) კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული (მრტ) გამოკვლევის დაფინანსება; ზ)  ღვიძლის ციროზისა და ქრონიკული „ც“ ჰეპატიტის ბენეფიციართა დახმარება; თ) სხვა მძიმე დაავადებები; ი) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება; კ)  მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. თავი II ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიმღებთა კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 2🔗. მძიმე ავადმყოფთა დახმარება 1. მძიმე ავადმყოფს (ონკოლოგიური, თირკმლის დიალიზი) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 400 ლარს.            2. უფლებამოსილმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) გამცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;   გ) ონკოლოგიური ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი; დ)  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ონკო-ცენტრიდან; ე) ინფორმაცია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის  შესახებ (თემის რწმუნებულისა და თემის მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერა) ; ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.  მუხლი 3🔗. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება: ა) პირველი და მეორე შვილის დაბადებისას - 200 ლარი; ბ) მესამე შვილის დაბადებისას - 300 ლარი; გ) მეოთხე და შემდგომი შვილის დაბადებისას - 100 ლარის ზრდით. 2. უფლებამოსილმა პირმა  დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება(მამის, მარტოხელა დედის)  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები); დ) ინფორმაცია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური  მდგომარეობის შესახებ (თემის რწმუნებულისა და თემის მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერა); ე) ქორწინების მოწმობის ასლი; ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 4🔗. გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; სარიტუალო მომსახურების თანხა - 250 ლარი; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; სარიტუალო მომსახურების თანხა - 250 ლარი; გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების, სარიტუალო მომსახურება; სარიტუალო მომსახურების თანხა - 250 ლარი; დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; სარიტუალო მომსახურების თანხა - 200 ლარი; ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. სარიტუალო მომსახურების თანხა - 200 ლარი. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) გარდაცვლილის ოჯახის სრულწლოვანი წევრის (დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ; ვ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი; ზ) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები.    მუხლი 5🔗. ომის ვეტერანთა დახმარებები 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარება მიეცემა ცაგერი ს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს, 100  ლარის ოდენობით; 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ ) პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები. მუხლი 6🔗. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება 1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების, რომელნიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს. 3. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის   პირადობის მოწმობის ასლი; გ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის   შესახებ (თემის რწმუნებულისა და თემის მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერა) ; დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 7🔗. კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული (მ რ ტ) გამოკვლევის დაფინანსება, კორონაროგრაფია, გასტროფიბროსკოპია და ფიბროსკოპია 1. ამ მუხლით დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად (ერთი ან რამდენიმე ორგანოს,რომელიც აღნიშნულია ერთ ფორმა №100) კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევისთვის  200  ლარამდე.  2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი,ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ანგარიშ ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ვ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ.(თემის რწმუნებულისა და თემის მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერა); ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ან პირად ანგარიშზე; ზ) დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.  მუხლი 8🔗. სხვა მძიმე დაავადებები 1 ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები. 2 ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკისონიზმით დაავადებული პაციენტები. 3 ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები. 4) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი,მძიმე ფორმის(ახალი შემთხვევა 6 თვემდე). 5) შაქრიანი დიაბეტით ტიპი 2 ინსულინდამოკიდებული პაციენტები. 6) სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები.სუნთქვის უკმარისობა 2  ხარისხით. 7) გულის იშემიური დაავადებები.შუნტირებისა და სტენდირების შემდგომი პერიოდი.(ახალი შემთხვევა 6 თვემდე). 8) ტოქსიური ჩიყვი მძიმე მიმდინარეობით. 9) რევმატიზმი მძიმე მიმდინარეობით. 10) კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მძიმე ფორმით. 11) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცერემბრალური დამბლით დაავადებული პაციენტები. 12  დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად,მაგრამ არაუმეტეს 150-დან 250 ლარამდე ,ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა ფარგლებში. 13. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი,.არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი. დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) განახლებული. ე) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ. (თემის რწმუნებულისა და თემის მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერა) . მუხლი 9🔗. ღვიძლის ციროზისა და ქრონიკული „ც“ ჰეპატიტის ბენეფიციართა დახმარება.  1.  ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტებმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი,ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100), ეპატოლოგიის დასკვნა. ; ე) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ. (თემის რწმუნებულისა და თემის მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერა) . 2.  დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად არაუმეტეს 300 ლარის ოდენობისა.  მუხლი 10🔗. შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირების დახმარება 1.  ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, უსინათლო ინვალიდებს 100 ლარის ოდენობით. 2.  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წარმომადგენლებმა მეურვემ /მზრუნველმა/  უნდა წარმოადგინოს მუნიციპალიტეტში: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა100); ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის (დაბადების მოწმობის) ასლი; ზ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ. 3.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.  მუხლი 11🔗. მრავალშვილიანი  ოჯახების  დახმარება. 1. ამ დახმარების მიმღები არის ოჯახი ,რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი- 18 წლამდე ასაკის შვილები, ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია და ოჯახით ცხოვრობს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 2. მრავალშილიან ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად  18 წლამდე ასაკის შვილზე 300 ლარის ოდენობით. 3.  მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა)  განცხადება ( მამის) მუნიციპალიტის გამგებლის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები; დ) ქორწინების მოწმობის ასლი; ე) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ინფორმაცია, დახმარების მიმღები ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.(თემის რწმუნებულისა და თემის მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერა) 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. თავი III სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება  მუხლი 12🔗. ბენეფიციარის (დახმარების მიმღების) მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი (დახმარების მიმღები) წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ცაგერის მუნიციპალიტეტს. 2 . მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას. 3. მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს ამოწმებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაცია სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადაეცემა სოციალური დახმარების გაცემის კომისიას (შემდგომში – კომისია), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. მუხლი 13🔗. კომისია 1. შემოსულ განცხადებებს განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა. 3. კომისია იკრიბება თვეში ერთჯერ და ამზადებს დასკვნებ სა და რეკომენდაციებს. 4. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 5. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ,  3-4  დღით ადრე განთავსებას ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე. 6. კომისია სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 7 . სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. 8. კომისია უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური მდგომარეობის შესწავლას და წარმოადგენს წინადადებებს(რეკომენდაციებს) იმ სოციალური პროგრამების განხორციელების შესახებ, რომლებიც ამ წესში არ არის ასახული. მუხლი 14🔗. კომისიის სხდომის ოქმები 1. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ოქმში.განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი წერილობით დაერთვება დასკვნას. 3. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე. 4. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. მუხლი 15🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე , რომელიც კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. 2. განსაკუთრებულ(გადაუდებელ) შემთხვევაში კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, თვეში რამდენჯერმე.  მუხლი 16🔗. დახმარების გაცემა 1 . საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში. 2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით (დახმარების მიმღების (გარდაცვლილის ოჯახის წევრის) მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე) . თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 17🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.