ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.05.2013
ძალის დაკარგვა 23.03.2018
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016100
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,629 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.05.2013 მიღება
23.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №15 2013 წლის 1 მაისი ქ.ლაგოდეხი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა  და  ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის        შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა  და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაკაშვილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი თავი 1 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესი მუხლი 1🔗 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის პროცედურები წესრიგდება ამ წესისა და ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, ამხანაგობის აღრიცხვაზე დასადგომად გამგეობას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი; ბ) „ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი, გვარის და პირადი ნომრების მითითებით; გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელი, გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით; ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი; ვ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს; ზ) საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ. 3. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს გამგეობის თანხმობას. 4. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის, ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს გამგეობის თანხმობას.   მუხლი 2🔗 1. ამხანაგობის კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს: ა) ამხანაგობის მისამართი; ბ) ამხანაგობის სახელი; გ) ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო; დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი; ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა; ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა; ზ) დღის წესრიგი; თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა; ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა; კ) გადაწყვეტილება;         ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა. 2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. მუხლი 3🔗 1. გამგეობა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე, გამგეობა გასცემს აღრიცხვის ფურცელს.      2. აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს: ა) აღრიცხვის ნომერს; ბ) აღრიცხვის თარიღს; გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს; დ) ამხანაგობის დასახელებას; ე) ამხანაგობის მისამართს. მუხლი 4🔗 1. ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, გამგეობას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:      ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;      ბ) „ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი, გვარის და პირადი ნომრების მითითებით;      გ) წევრთა ცვლილების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია, სახელი, გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;      დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;      ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.      2. გამგეობა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 5🔗 1. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის პირველი და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების გამგეობაში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 6🔗 1. ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში; დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 7🔗  ამხანაგობის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამხანაგობას წარმოადგენს მისი ნებისმიერი წევრი, თავმჯდომარის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. მუხლი 8🔗 ამხანაგობის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, გაეცნოს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. თავი 2 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი მუხლი 9🔗 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი რეგულირდება (შემდგომში – წესი) ამ წესისა და  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის    ბიუჯეტის შესაბამისად. 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით,  მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის (შემდგომში – გამგეობა) განცხადებით მიმართვის უფლება აქვს, გამგეობაში აღრიცხვაზე მდგარ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას (შემდგომში – ამხანაგობა). 3. წინამდებარე წესის მიზნებისთვის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში,  ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, გამგეობისთვის  მიმართვისას, განცხადებაზე ხელის მოწერის უფლება აქვთ კანონიერ მოსარგებლეებს, ასევე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბინით მოსარგებლეს, თუ ამ ბინის მესაკუთრის ადგილსამყოფელი დაუდგენელია ან/და იგი მონაწილეობას არ იღებს გადაწყვეტილების მიღებაში. მუხლი 10🔗 1. განცხადება მიიღება ყოველ სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში. 2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს: ა) შესაბამისი გამგეობის დასახელებას; ბ) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ; გ) პრობლემის არსს, რომელიც უნდა შეიცავდეს იმ კონკრეტული პრობლემების მიმოხილვას, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება; დ) ბიუჯეტს, რომელშიც უნდა იქნეს განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო თანხები და, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს მომსახურე ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ხარჯთაღრიცხვას; ე) მომსახურე ორგანიზაციის დასახელებას, რომელიც შეასრულებს განცხადებით გათვალისწინებულ სამუშაოებს; ვ) ამხანაგობის წევრთა 2/3-ის სახელსა და გვარს, ხელმოწერებს, ბინისა და ტელეფონის ნომრებს; ზ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო სრულდება მრავალბინიანი სახლის ერთ სადარბაზოში, ამხანაგობას შეუძლია, „ვ” ქვეპუნქტის ნაცვლად, წარადგინოს ამ სადარბაზოს ამხანაგობის წევრთა 2/3-ის სახელი და გვარი, ხელმოწერები, ბინისა და ტელეფონის ნომრები. 3. ბიუჯეტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს განცხადებაში, შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) შენობის სახურავის შეკეთების შემთხვევაში – 25%; ბ) შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების შემთხვევაში – 30%; გ) სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთების შემთხვევაში – 50%; დ) სადარბაზოს კარების დამზადების და მონტაჟის შემთხვევაში – 30%; ე) ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირების (წითელ ხაზებში მოქცევა) შემთხვევაში – 50%; ვ) პანელოვან შენობებში (მრავალსართულიანი კორპუსები, რომლებიც მონტაჟდებოდა ქარხნული წესით დამზადებული მთლიანი სექციური კონსტრუქციებით) სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის შემთხვევაში – 30%; ზ) ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრის შემთხვევაში – 30%; თ) სადარბაზოს შიდა რემონტის შემთხვევაში – 10%;  ი) საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენის შემთხვევაში – 50%; კ) შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებისას:  კ.ა) თუ სამუშაოს ღირებულება 20000 ლარამდეა – 25%;  კ.ბ) თუ სამუშაოს ღირებულება 20000 ლარიდან – 50000 ლარამდეა – 20%;  კ.გ) თუ სამუშაოს ღირებულება 50000 ლარზე მეტია – 10%;  კ.დ) „საერთო სარგებლობის ეზოში“ ჩასატარებელი სამუშაოს შემთხვევაში ღირებულების – 20%; 4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) გამგეობის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი; ბ) ამხანაგობის მიერ შერჩეული, მომსახურე ორგანიზაციის მიერ მომზადებული დეფექტური აქტისა და ხარჯთაღრიცხვის დედანი. მუხლი 11🔗 1. წინამდებარე წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოების მომზადება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადება – 25%; ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ექსპერტიზა – 25%. 2. სამუშაოს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შესაბამისად განხორციელებას ზედამხედველობას უწევს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ავტორი. ამხანაგობა ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდეგ გამგეობას წარუდგინოს შესაბამისობის შესახებ დასკვნა. მუხლი 12🔗 1. გამგეობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღრიცხავს ამხანაგობების მიერ შემოტანილ განცხადებებს და განიხილავს მათ შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან. 2. გამგეობა ვალდებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 3. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ: ა) წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი შედგენილია დარღვევით; ბ) შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონელია; გ) ამოიწურა გასაცემი თანხების ლიმიტი; დ) თუ შესასრულებელი სამუშაო უკვე შესრულებულია პროგრამის ფარგლებში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. 4. განცხადებების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება: ა) სახურავის შესაკეთებელ სამუშაოებს; ბ) შენობის მდგრადობის აუცილებლობიდან გამომდინარე, შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებელ სამუშაოებს; გ) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრის სამუშაოებს; დ) ერთი და იმავე პრობლემის არსებობის შემთხვევაში განცხადებების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება იმ მრავალბინიანი სახლის სადარბაზოს, სადაც ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ასევე სადარბაზოში მცხოვრებ პენსიონერთა რაოდენობას. მუხლი 13🔗 1. ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან სამი კვირის ვადაში, თვითონ გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამის მომსახურე ორგანიზაციასთან, რომელიც განახორციელებს განცხადებით გათვალისწინებულ სამუშაოებს. 2. ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან სამი კვირის ვადაში, გამგეობას წარუდგინოს: ა) მომსახურე ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების დედანი; ბ) ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის, ავანსის სახით, გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის დედანი/ასლი. 3. გამგეობის გადაწყვეტილებაში მითითებული შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის ან/და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის შემცირების შემთხვევაში, ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან 3 კვირის ვადაში, წარუდგინოს გამგეობას განცხადება და მომსახურე ორგანიზაციის მიერ შედგენილი ახალი დეფექტური აქტი ან/და ხარჯთაღრიცხვის დედანი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას მე-12 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, ამხანაგობამ უნდა შეასრულოს 10 დღის ვადაში. 5. ამხანაგობა არ არის უფლებამოსილი, განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ შეცვალოს მომსახურე ორგანიზაცია. 6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევა გამოიწვევს, განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამხანაგობის თავმჯდომარის დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე, ზემოაღნიშნული დარღვევის მიზეზს გამგეობა მიიჩნევს საპატიოდ. მუხლი 14🔗 1. ამ წესის მე-13 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გამგეობა დებს ხელშეკრულებას ამხანაგობასთან, მათთვის გადასაცემი თანხის განკარგვის წესის შესახებ. 2. ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოს დასრულების შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით, გამგეობაში წარადგინოს შესრულებული სამუშაოს თაობაზე ტექნიკურ-ფინანსური ანგარიში, რომლის საფუძველზე გამგეობა ახორცილებს საბოლოო ფინანსურ ანგარიშსწორებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ტექნიკურ-ფინანსური ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს გამგეობაში, სამუშაოს დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 4. ამხანაგობა პასუხისმგებელია, მის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის შესაბამისობაზე ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან. 5. თუ მომსახურე ორგანიზაცია დაარღვევს ამხანაგობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (სამუშაოს დასრულების ვადა, გარანტია და სხვ.), გამგეობას უფლება ეძლევა შემდგომში არ დააკმაყოფილოს ამხანაგობის ის განცხადება, რომელსაც საფუძვლად ედება ზემოაღნიშნული მომსახურე ორგანიზაციის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა.