სს „საქცივპროდუქტი“-ს აქციონერთა კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „საქცივპროდუქტის” დირექციის განცხადება
სს „საქცივპროდუქტი” იწვევს საზოგადოების აქციონერთა კრებას, რომელიც გაიმართება 2013 წლის 3 ივნისს დღის 3 საათზე, თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. № 27-ში. სააქციო საზოგადოების მიერ სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2013 წლის 1 მაისი.
დღის წესრიგი:
1. მეთვალყურეთა საბჭოს 2012 წლის ანგარიში და მისი დამტკიცება.
2. სააქციო საზოგადოების 2012 წლის ფინანსური ანგარიში და მისი დამტკიცება.
3. სხვადასხვა.
დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია მიიღება საზოგადოების დირექციაში ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. ტელ: 234 26 32. განმარტებების მისაღებად მოგვმართეთ წერილობით დირექციაში კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე. კრების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ აქციონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სააქციო საზოგადოების რეესტრში 2013 წლის 1 მაისის მდგომარეობით და წარმოადგენენ რეგისტრატორის მიერ დამოწმებულ ამონაწერს, ასევე პირადობის მოწმობას.
აქციონერთა კრებაში მონაწილეობის უფლებას შეამოწმებს საზოგადოების რეგისტრატორი სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, მის.: მოსაშვილის 11. ტელ: 225 15 60.
გენერალური დირექტორი ს. რუხაძე