თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.04.2013
ძალის დაკარგვა 12.04.2018
გამომცემი ორგანო თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,504 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.2013 მიღება
12.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს დადგენილება №20 2013 წლის 30 აპრილი ქ. ბათუმი თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და  „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თანდართული წესი. 2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების პრივა­ტი­ზე­ბა, სარგებლობის, მართვის უფლებით გადაცემა, როგორც წესი, განხორციელდეს ელექტრონული აუქ­ციონის ფორმით, თუ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას მისი საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი დანართი თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შე­სახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუ­მის საკუთრებაში არსებული ქონების პრივა­ტი­ზე­ბის, სარგებლობის, მართვის უფლებით გა­და­­ცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს. 2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუ­მის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტ­რო­ნული აუქციონის ფორმით პრივა­ტი­ზე­ბის, სარგებლობის, მართვის უფლებით გა­და­­ცემისას ასე­ვე გამოიყენება თვითმმართველი ქა­ლა­ქის ბათუმის საკრებულოს მიერ დადგე­ნი­ლი თვით­მ­მა­­რთველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფო­რ­მით პრივა­ტი­­ზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესები წინამდებარე წესის თავისებურე­ბა­თა გათვალისწინებით. 3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების პრი­ვა­ტი­ზე­ბის, სარგებლობის, მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების მი­ზანია საკუთრების, სარგებლობის, მართვის უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მო­ნაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში თვითმმართველ ქალაქ ბათუმს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოც­ხა­დდა პირობებით, საკუთრების, სარგებლობის, მართვის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქ­ცი­ონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადე­ბუ­ლი პირობები და ვაჭრობის პროცესში თვითმმართველ ქალაქ - ბათუმს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მო­ნაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია. მუხლი 2🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება 1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების პრივა­ტი­ზების, სარგებლობის, მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის გამოც­ხა­დების/ჩა­ტა­რე­ბის ორგანიზებას ახორციელებს სააუქციონო კომისია. 2. სააუქციონო კომისია თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ქონების პრივატიზების, სარ­გებლობის, მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ინფორმაციას აქვეყნებს თვითმმართველი ქა­­ლაქის - ბათუმის მერიის ინტერნეტგვერდზე და ვებგვერდზე  www.eauction.ge, რაც ინფორ­მა­ციის ოფი­ცი­ა­ლურ გამოქვეყნებად ითვლება. 3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატი­ზები­სას გამოსაქვეყნებელი ინ­­­ფორ­მაცია უნდა შეიცავდეს: ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას; ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას; გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს; დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო სა­ფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს; ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს; კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩა­თ­ვლის მიზანშეწონილად. 4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებ­ლო­ბაში გადაცემისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას; ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას; გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს; დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს; ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს; კ) სარგებლობაში გადაცემის ვადას; ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მი­ზანშეწონილად. 5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავ­დეს: ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს; ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას; გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას; დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს საზო­გადოების კაპიტალში; ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის ნომერს. 6. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმა­ცია უნდა შეიცავდეს: ა) მართვის უფლებით გადამცემი ორგანოს დასახელებას; ბ) იმ იურიდიული პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართსა და საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემაც ხორციელდება; გ) აუქციონზე გამოტანილი აქციების ან წილის ოდენობას, მის ნომინალურ ღირე­ბუ­ლებას; დ) აქციების, წილის საერთო ოდენობას, ნომინალური ღირებულების მითითებით, საწარ­მოში თვითმმართველი ქალაქი ბათუმის წილის ოდენობას, საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებას; ე) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს; ვ) მართვის უფლებით გადაცემის საწყის საპრივატიზებო საფასურს; ზ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას; თ) აუქციონის ჩატარების პირობებს; ი) მართვის უფლებით გადაცემის პირობებს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) ბიჯის სიდიდეს; ლ) მართვის უფლებით გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს და მისამართს; მ) მართვის უფლებით გადაცემის ვადას; ნ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც მართვის უფლებით გამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად. მუხლი 3🔗. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. ელექტრონული აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან აუქციონის გამოც­ხ­ა­დების შესახებ სამართლებ­რი­ვი აქტით განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინ­ტე­რე­სე­ბულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძ­ლე­ვათ გაა­კე­თონ სასურველი ფასის შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით. 2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა: ა) შესაბამის ვებგვერდზე - www.eauction.ge - დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები); ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხ­მობის გაცხადება; გ) ბეს თა­­ნ­­ხის გადახდა ან/და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/ გააქ­ტიურება. 3. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქონების პრივატი­ზე­ბი­სთვის, სარგებლობაში, მართვის უფლებით გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქცი­ონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს/ გაააქტიუროს ან/და ბე უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე. 4. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრი­­ვატიზებო, სარგებლობაში, მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მყიდველად, მოსარ­გებ­ლედ, მართვის უფლებით მიმღებად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები. მუხლი 4🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი 1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე (www.eauction.ge), ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტა­ტუსი. 2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში. 3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში. 4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი ვებგვერდზე გამოცხადების მო­მენტი. 5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რე­ჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქ­სირ­დება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყვე­ლაზე მაღალ ფასს. ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადა­ცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრუ­ლების მომენტისთვის შემოთავაზეული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. 6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუს­ტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძე­ლ­დე­ბა 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუ­თის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გა­მო­ც­ხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი. 7. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 2 წუთი­სა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან/და წარმოად­გი­ნოს, გაააქტი­უ­როს საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით. 8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწი­ლეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. 9. აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 10 (ათი) დღის ვადაში აუქციონში გამარჯ­ვე­ბუ­­ლსა და გამყიდველს შორის ფორმდება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება აუქციონში გამარჯვების დამადას­­ტურებელი ოქმის გაფორმების თარიღი, თანხის სრულად გა­დახ­დის თარიღი და ქონების გა­დაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. მუხლი 5🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები 1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია: ა) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე; ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუ­ს­ტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზე­ზე­ბის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან თვითმმართველი ქალაქის - ბა­თუ­მის აღმასრულებელ ორგანოს; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით; დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები. 2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირ­ველი პუნქტის „ ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუ­ნ­დება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესით ან/და პირობე­ბით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. 3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრე­ბის, სარგებლობის, მარ­თ­ვის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში - საკუთრე­ბის, სარგებლობის, მართვის უფლება ვალდებულებებთან ერთად). 4. მომხმარებელი უფლებამოსილია: ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება; ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები. 5. მომხმარებელი ვალდებულია: ა) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები; ბ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ დრო­ში გადაიხადოს შეძენილი, სარგებლობაში, მართვის უფლებით გადაცემული ქონების ღი­რებულება. მუხლი 6🔗. ანგარიშსწორება 1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქ­ცი­ო­ნ­ში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. უპირობო და გამო­უ­ხ­მობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც გააქ­ტიუ­რე­ბის (ელექტ­რო­ნუ­ლად), ასევე წარმოდგენის საშუალებით. 2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გა­დახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორ­მა­ციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შე­სა­ხებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის სა­ფუძ­ველზე საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას. 3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხე­ლ­მისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშ­ნუ­ლი ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცე­მე­ბის სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადა­დის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტი­კუ­რი ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას. 4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გადახდის გვერდზე გამოდის შე­საბამისი შეტყობინება. მუხლი 7🔗. დავების გადაწყვეტის წესი ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილე­ბა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დად­გე­ნი­ლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.