კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.05.2013
ძალის დაკარგვა 01.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №50/04
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016094
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,516 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.05.2013 მიღება
01.02.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი
პირი, რომელიც  ასეთად მიჩნეულია ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად
მუხლი 2
ადმინისტრატორი
მმართველი ორგანოს (მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის) წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან ერთ ან/და ერთზე მეტ პირთან ერთად  კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სახელით აიღოს ვალდებულებები
მუხლი 2
კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტთან დაკავშირებული პირები
კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ადმინისტრატორები, აქციონერები/პარტნიორები, მათთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან, ასევე ყველა ზემოხსენებულ პირთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები
მუხლი 2
მაკონტროლებელი პირი
პირდაპირი და არაპირდაპირი კონტროლის განმახორციელებელი პირი
მუხლი 2
კონტროლი
საწარმოს (ორგანიზაციის) ფინანსური ან/და სამეურნეო პოლიტიკის მართვის უფლებამოსილება, ამ საქმიანობიდან ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით
მუხლი 2
მონათესავე საწარმო
კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის შვილობილი ან/და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი შვილობილი და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები
მუხლი 2
კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ინსაიდერი
კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ადმინისტრატორები, დაკავშირებული პირები, მაკონტროლებელი პირები და მონათესავე საწარმოები
მუხლი 2
ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი
პირის ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც:
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №50/04 2013 წლის 20 მაისი ქ. თბილისი კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 48​1 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისა და რეგულირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად მიჩნეული  იურიდიული  პირის (შემდგომში – პირი) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი – პირი, რომელიც  ასეთად მიჩნეულია ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად; ბ) ადმინისტრატორი – მმართველი ორგანოს (მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის) წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან ერთ ან/და ერთზე მეტ პირთან ერთად  კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სახელით აიღოს ვალდებულებები; გ) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტთან დაკავშირებული პირები – კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ადმინისტრატორები, აქციონერები/პარტნიორები, მათთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან, ასევე ყველა ზემოხსენებულ პირთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები; დ) მაკონტროლებელი პირი – პირდაპირი და არაპირდაპირი კონტროლის განმახორციელებელი პირი; ე) კონტროლი – საწარმოს (ორგანიზაციის) ფინანსური ან/და სამეურნეო პოლიტიკის მართვის უფლებამოსილება, ამ საქმიანობიდან ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით; ვ) მონათესავე საწარმო –  კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის შვილობილი ან/და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი შვილობილი და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები; ზ) კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ინსაიდერი – კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ადმინისტრატორები, დაკავშირებული პირები, მაკონტროლებელი პირები და მონათესავე საწარმოები; თ) ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი – პირის ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც: თ.ა) მსესხებლები  წარმოადგენენ ერთ რისკს, ვინაიდან, ერთ-ერთი მათგანი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ახორციელებს კონტროლს მეორეზე ან დანარჩენებზე; თ.ბ) მსესხებლები  განიხილებიან ერთი რისკის შემადგენელ პირებად, ვინაიდან, ისინი ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ თუ ერთ მათგანს შეექმნება ფინანსური პრობლემები, მეორე ან ყველა დანარჩენი აღმოჩნდებიან ფინანსური სირთულეების წინაშე. მუხლი 3🔗. კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სტატუსის მინიჭება/გაუქმება 1. გადაწყვეტილებას პირისათვის კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სტატუსის მინიჭების შესახებ იღებს ეროვნული ბანკი. აღნიშნულის თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს. 2. პირი ითვლება კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად იმ მომენტიდან, როდესაც ეროვნული ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას პირისათვის  კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სტატუსის მინიჭების  შესახებ. 3. პირისათვის კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სტატუსის მინიჭება არ იწვევს მისთვის ისეთი საქმიანობის უფლების მინიჭებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საჭიროებს ლიცენზიის ან ნებართვის მიღებას. 4. პირისათვის კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სტატუსის გაუქმება ხორციელდება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით. მუხლი 4🔗. კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია 1. პირისათვის კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სტატუსის მინიჭების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში პირი ვალდებულია ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად. 2. კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის რეგისტრაცია ხდება ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადებისა და დოკუმენტების ეროვნულ ბანკში წარდგენის საფუძველზე. 3. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) საფირმო სახელწოდების შესახებ;  ბ) სამართლებრივი ფორმის შესახებ; გ) იურიდიული მისამართის შესახებ. 4. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტების დედნები ან მათი სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული ასლები. 5. პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ეროვნული ბანკი 15 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის რეგისტრაციის თაობაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი პირი ეგზავნება განმცხადებელს. 6. რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საფირმო სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. 7. ეროვნული ბანკი კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის რეგისტრაციის თაობაზე აწარმოებს ელექტრონულ რეესტრს, რომელშიც შეიტანება ინფორმაცია კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის, საკონტაქტო ნომრის თაობაზე. რეესტრში აგრეთვე მიეთითება რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და მისი მიღების თარიღი, აგრეთვე რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. მუხლი 5🔗. ცვლილებების რეგისტრაცია 1. კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის ან ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციაში ცვლილებების შემთხვევაში, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ცვლილებების შესახებ წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს. 2. ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში სათანადო ცვლილებები შეიტანოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის რეგისტრაციის რეესტრში ან/და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის რეგისტრაციის თაობაზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. მუხლი 6🔗. ადმინისტრატორებთან,  უშუალო და ბენეფიციარ მესაკუთრეებთან დაკავშირებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია 1. პირი ვალდებულია კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად  რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს ეროვნულ  ბანკში წარმოადგინოს: ა)  ადმინისტრატორების: ა.ა)  საიდენტიფიკაციო მონაცემები;  ა.ბ) ცნობა, რომ ისინი არ არიან ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; ბ)  უშუალო და ბენეფიციარი მესაკუთრეების: ბ.ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ.ბ) ცნობა, რომ ისინი არ არიან ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 2. პირი არ შეიძლება იყოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ადმინისტრატორი, უშუალო ან ბენეფიციარი მესაკუთრე თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. მუხლი 7🔗. კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის რეგისტრაციის გაუქმება 1. კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 2. კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს რეგისტრაცია გაუქმდება თუ: ა) ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება პირისათვის კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სტატუსის მოხსნის შესახებ; ბ) არსებობს რეგისტრაციის გაუქმების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. მუხლი 8🔗. მომხმარებლისათვის რისკების გამჟღავნების ვალდებულება 1. კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია მომხმარებელს არ მიაწოდოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის შესახებ მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რის საფუძველზეც მომხმარებელი მიიღებს მისი მომსახურებით სარგებლობის გადაწყვეტილებას. 2. კვალიფიცური საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია ფიზიკურ პირთან სახსრების მოზიდვის ხელშეკრულების პირველ გვერდზე, ადვილად აღქმადი შრიფტით, განათავსოს რისკების გამჟღავნებასთან დაკავშირებული შემდეგი ტექსტი: „(კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სახელწოდება) არ არის ბანკი, არამედ არის კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი და მასზე  ვრცელდება  შედარებით მსუბუქი სახელმწიფო ზედამხედველობის რეჟიმი. ეს ნიშნავს, რომ კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, თქვენი შენატანის დაკარგვის რისკის შემცირების მხრივ სახელმწიფო ზედამხედველობის როლი ნაკლებია“. 3. ხელშეკრულებაში მიუთითოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ვებგვერდი. მუხლი 9🔗. კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ვალდებულება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია: ა) დააკმაყოფილოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესით, ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით და წერილობითი მითითებებით დაწესებული მოთხოვნები; ბ) აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; გ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ფორმატით ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული პერიოდულობით წარმოადგინოს მისთვის დადგენილი ანგარიშგებები; დ) ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის წლიური აუდირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს“ მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის „საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს“ მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA)  შესაბამისად; ე) ეროვნული  ბანკის მოთხოვნის შეთხვევაში, მიაწოდოს მას ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) მისი კომპეტენციის ფარგლებში; ვ) იქონიოს ინსაიდერების იდენტიფიცირების პოლიტიკა, აწარმოოს ინსაიდერების აღრიცხვა, რომელსაც იგი მომსახურებას უწევს; ზ) დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ მისთვის დაწესებული ინდივიდუალური ეკონომიკური ლიმიტები, ნორმატივები, შეზღუდვები და აკრძალვები; თ) ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე დროებით შეაჩეროს ან შეწყვიტოს სახსრების მოზიდვასთან და/ან სესხების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობა; ი) ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში გამოაქვეყნოს მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია; კ) ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში შეცვალოს სამართლებრივი ფორმა; ლ) არ გაუწიოს შეღავათიანი მომსახურება ინსაიდერებს; მ) შეარჩიოს სხვა აუდიტორი, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ ფინანსური ანგარიშგება არ არის მომზადებული ფასს-ის საფუძველზე, აუდიტი არ არის განხორციელებული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და/ან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას აუდიტორის დამოუკიდებლობა/მიუკერძოებლობა. მუხლი 10🔗. ეკონომიკური ლიმიტები, ნორმატივები, შეზღუდვები და აკრძალვები კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების ზედამხდველობის მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თოთოეულ კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს ინდივიდუალურად დაუდგინოს ქვემოთ  ჩამოთვლილი ფინანსური  მაჩვენებლები და  მათთან დაკავშირებული ეკონომიკური ლიმიტები, ნორმატივები, შეზღუდვები და აკრძალვები: ა)  სხვადასხვა სახეობის კაპიტალის დათვლის მეთოდი და/ან მინიმალური ოდენობა და მისი თანაფარდობა სხვადასხვა ტიპის აქტივებთან და/ან ვალდებულებებთან; ბ) აქტივებისა და/ან ვალდებულებების კონცენტრაციის ლიმიტები, მათი სახეობების მიხედვით; გ) ლიკვიდური სახსრების აქტივებთან და გარკვეული სახის ვალდებულებებთან თანაფარდობა;       დ) აქტივებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირება; ე) უცხოურ ვალუტაში, ძვირფას ლითონებში ან ძვირფას ქვებში ღია პოზიციებთან დაკავშირებული ლიმიტები/შეზღუდვები; ვ) შეზღუდვები და აკრძალვები სხვადასხვა ოპერაციაზე, მათ შორის, სახსრების მოზიდვაზე. მუხლი 11🔗. დარღვევები და სანქციები 1. კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მხრიდან მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისა და ეროვნული ბანკის მიერ  დადგენილი ნორმებისა და წერილობითი მითითებების შეუსრულებლობის გამოვლენისას, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თანმიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, არათანმიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააკისროს ფულადი ჯარიმა  ეროვნული  ბანკის  მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; გ) დაუწესოს შეზღუდვები და/ან აკრძალვები სხვადასხვა სახის საქმიანობასთან დაკავშირებით. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიმართ გამოიყენოს შემდეგი ფულადი ჯარიმები: ა) მოთხოვნილ ვადაში რეგისტრაციისათვის დადგენილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა – 1,000 (ერთი ათასი) ლარი; ბ) ფინანსური ანგარიშგების,  სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში ეროვნული  ბანკისათვის წარუდგენლობა – 1,000   (ერთი ათასი) ლარი; გ) ეროვნულ ბანკში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის თითოეული ფაქტი – 500 (ხუთასი)  ლარი; დ) ეროვნული  ბანკის მიერ გაცემული წერილობითი მითითების/გაფრთხილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა – 1,000 (ერთი ათასი) ლარი; ე) ყოველწლიური დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩაუტარებლობისა ან/და აუდირებული წლიური ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში  წარუდგენლობა – 10,000 (ათი ათასი) ლარი; ვ) საკუთარ ვებგვერდზე აუდირებული წლიური ფინანსური ანგარიშგების  გამოუქვეყნებლობა – 1,000  (ერთი ათასი) ლარი; ზ) სახსრების მოზიდვაზე პირთან გაფორმებულ კონტრაქტში რისკების გამჟღავნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა – 2,000 (ორი ათასი)  ლარი. 3. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი აწარმოებს ეროვნული ბანკის მიერ აკრძალულ ოპერაციებს, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი ჯარიმდება თითოეული ასეთი ოპერაციის წარმოების გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული კაპიტალის 0.1%-ის ოდენობით. 4. კვალიფიციური  საკრედიტო ინსტიტუტის  მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.