„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№134
სარეგისტრაციო კოდი
040110000.22.033.016536
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №134

2013 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში (სსმ III, 11.10.2010, №130, მუხლი 1897) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების (დანართი №1)“:

ა)  მე-6 მუხლის:

 ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქონების განადგურების,  ლიზინგის ფორმით გადაცემის ან რეალიზაციის (მათ შორის, რეალიზაციის ფორმის) შესახებ გადაწყვეტილებას, ქონების სპეციფიკისა და რაოდენობის გათვალისწინებით,  იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი, გარდა ამ მუხლის 11 და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

 ა.ბ)    პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.“;

 ბ) მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. გარკვეულ შემთხვევებში, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შერჩეული განკარგვის ფორმის (საშუალების) კანონმდებლობით გათვალისწინებული განკარგვის სხვა ფორმით (საშუალებით) შეცვლის თაობაზე (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განკარგვის ფორმისა), რა დროსაც სააგენტოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შენარჩუნებულ იქნეს ქონების ბოლო სარეალიზაციო ღირებულება.

4. გარკვეულ შემთხვევებში, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების რეალიზაციის ორი ფორმის – ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის ერთდროულად გამოყენების თაობაზე.“;

გ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.“;

დ) მე-13 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,14. თუ ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ე) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის ან განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ვ) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის ან განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ზ) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია ქონება მესამე პირს გადაეცეს რეალიზაციამდე. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია მოითხოვოს საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენა ქონების ღირებულების სრული ოდენობით.“;

 თ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქონება უნდა განადგურდეს, თუ მისი რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია. ქონების განადგურების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს ქონების შეფასების სამსახურის ან სხვა საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) სათანადო შეფასების/დასკვნის საფუძველზე.“;

ი) 191 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,15. თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც არ განხორციელდა ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის“ (დანართი №2):

 ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. სააგენტოს შემოსავლების წყარო და მოცულობა

1. სააგენტოსათვის გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემისთვის აუცილებელი ხარჯები გაიწევა სააგენტოს მიერ.

 2. სააგენტოს შემოსავლების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ყოველწლიურად დამტკიცებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის მოცულობით.

3. სააგენტოს ყოველკვარტალური შემოსავლის მოცულობა მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის ერთი მეოთხედის ოდენობით.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენს კვარტალურ ანგარიშს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა. კვარტალურ ანგარიშში მიეთითება მონაცემები განვლილი კვარტალის განმავლობაში და წლის დასაწყისიდან მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების შესახებ (დანართი №3).“;

3. ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების კვარტალური ანგარიშის ფორმის (დანართი №3) მე-3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სააგენტოს შემოსავალი ამონაგები თანხიდან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 8 მაისიდან. 

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური