სს „ხალიბის“ რიგგარეშე აქციონაერთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „ხალიბის“ რიგგარეშე აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „ხალიბის“ დირექტორი იწვევს საზოგადოების აქციონერების რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2013 წლის 30 მაისს 14:00 საათზე, სს „ხალიბის“ იურიდიულ მისამართზე მდებარე: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა №24.
სააქციო საზოგადოება „ხალიბის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2013 წლის 13 აპრილი.
დღის წერიგი:
1 . დივიდენდის განაწილება და რეინვესტირება.
2. საწარმოს წესდებაში ცვლილებების შეტანა – სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმება.
3. საწესდებო კაპიტალის შემცირება.
მითითება აქციონერთა საერთო კრების პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით:
ა) აქციონერს საერთო კრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირადობის მოწმობისა და აქციათა რეესტრის მონაცემების წარმოდგენის საფუძველზე ;
ბ) წარმომადგენლობა დასაშვებია მხოლოდ წერილობითი მინდობილობის საფუძველზე ,
გ) კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს მისი კრებაშია მონაწილეობის უფლება აქციონერთა რეესტრში, სს „ხალიბის“ აქციათა დამოუკიდებელ რეგისტრატორთან „საქართველოს რეგისტრატორი“ მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელ.: 222-53-52; 291-3142
დირექტორის რეკომენდაციები
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით – თანხის ნაწილი განაწილდეს აქციონერებს შორის დივიდენდის სახით, ხოლო მეორე ნახევრით მოხდეს ახალ ბიზნესში რეინვესტირება.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით – შევიდეს ცვლილება სააქციო საზოგადოების წესდებაში გაუქმდეს სამეთვალყურეო საბჭო და მისი ფუნქციები შეითავსოს დირექტორმა და აქციონერთა კრებამ.
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით – შემცირდეს საზოგადოების საწესდებო კაპიტალი აქციონერთა კრების მიერ დამტკიცებული ოდენობით.
სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები:
აქციონერთა კრებამ განიხილოს წინამდებარე საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
დირექტორი აბესალომ მაისურაძე