საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 31.10.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №436
სარეგისტრაციო კოდი 100.030.010.05.001.003.303
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 12/11/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 705 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.FooterChar { } span.HeaderChar { } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:13.0pt; font-weight:bold;} p.MyPetit, li.MyPetit, div.MyPetit { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-style:italic;} span.MyPetitChar { font-style:italic;} span.PlainTextChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (შემდგომში – ბიურო). 2. ბიუროს ძირითადი ამოცანაა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე მეცნიერების, ტექნიკის ან ხელოვნების დარგში საჭირო გარემოებების დასადგენად სპეციალური გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების ან ცნობების მომზადება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესასრულებლად ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო ექსპერტიზის ორგანიზებასა და წარმოებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 3​1. ბიურო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე ატარებს ექსპერტიზას „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3​2. პირის ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 3​3. დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე დაკარგული პირის იდენტიფიკაციის მიზნით ბიურო უზრუნველყოფს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნასა და ფუნქციონირებას „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. ბიუროს დაფინანსება ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით ბიუროსთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 12ოქტომბრის კანონი №3660- სსმ I, №56, 20.10.2010წ., მუხ.362 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3343 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №337 – ვებგვერდი, 06.03.2025წ. მუხლი 2🔗 1. ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი. 3. ბიუროს დებულებას ბიუროს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3370 - სსმ I, №39, 19.07.2010წ., მუხ.242 საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1466 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. მუხლი 3🔗 1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდ. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფლებამონაცვლე. 3. საქართველოს მთავრობამ: ა) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცება; ბ) 2009 წლის 1 იანვრისათვის უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის. 4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2009 წლის 1 იანვრისათვის უზრუნველყოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის. 5. საქართველოს პრეზიდენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა. 6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებამდე ბიუროს უფროსის მოვალეობას ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი. მუხლი 4🔗 1. ეს კანონი, გარდა მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტისა და მე-4 მუხლისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი და მე-4 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2008 წლის 31 ოქტომბერი. №436–რს