სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ

მიღების თარიღი 02.05.2013
ძალაში შესვლა 19.04.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №102
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017267
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,116 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.05.2013 მიღება
19.04.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №102 2013 წლის 2 მაისი ქ. თბილისი სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ მუხლი 1🔗 „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (04/04/2013; სარეგისტრაციო კოდი 290000000.05.001.016915) მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე: 1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში - ზედამხედველობის სამსახური). 2. დამტკიცდეს ზედამხედველობის სამსახურის თანდართული დებულება. 3. ზედამხედველობის სამსახურს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. შეიქმნას ზედამხედველობის სამსახურთან არსებული, საკონსულტაციო ფუნქციების მქონე, სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: დავით ონოფრიშვილი - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე; ნოდარ ხადური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი; გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; გიორგი გიგოლაშვილი - საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე; მიხეილ ადეიშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. 5. სამეთვალყურეო საბჭომ უზრუნველყოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსის კანდიდატურის წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის ამ დადგენილების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 14 დღის ვადაში. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 19 აპრილიდან. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) არის „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილ, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე დამოუკიდებელ ორგანოს. 2. ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართალმემკვიდრეს დაზღვევის და საპენსიო სქემების ზედამხედველობის საკითხებში, მათ შორის, საერთაშორისო ასოციაციის წევრობასთან დაკავშირებული სტატუსის, უფლებებისა და მოვალეობების ნაწილში. 3. ზედამხედველობის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და  ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. 4. ზედამხედველობის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებით. 5. ზედამხედველობის სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში (მათ შორის, უცხოურ ვალუტაში), ლოგო, ბეჭდები საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, აგრეთვე იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7. მუხლი 2🔗. მიზნები და ფუნქციები ზედამხედველობის სამსახურის მიზნები და ფუნქციებია: ა) დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება; ბ) სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობისათვის ხელის შეწყობა; გ) მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; დ) სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა; ე) კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რისთვისაც იგი ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობის განზოგადებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა და მისი შესრულების კონტროლი; ზ) ახალი კანონპროექტებისა და სხვა პროექტების, ასევე არსებულებში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტების შემუშავება; თ) სახელმწიფო ხელისუფლების და/ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ინიციირებული სახელმწიფო, მუნიციპალური და დარგობრივი სადაზღვევო პროგრამების შეთანხმება. მუხლი 3🔗. ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებები ზედამხედველობის სამსახური თავისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია: ა) გასცეს და გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია; ბ) განახორციელოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება; გ) აწარმოოს მზღვეველთა და სადაზღვევო ბროკერთა რეესტრი; დ) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის წესი; ე) ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას და შეამოწმოს ისინი, ასევე შეამოწმოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც შეუძლია მზღვეველისაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; ვ) მზღვეველის მიმართ გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქციები; ზ) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალის სახეები, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მათი მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი; თ) დაადგინოს სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი; ი) დაადგინოს სადაზღვევო ორგანიზაციისათვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნები; კ) განსაზღვროს მზღვეველის აქტივებსა და აღებულ ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა; ლ) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა; მ) განსაზღვროს მზღვეველის გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესი; ნ) შექმნას მეთოდოლოგიური და სარეკომენდაციო დოკუმენტაცია სადაზღვევო საკითხების შესახებ; ო) შეიმუშაოს და მიიღოს ნორმატიული აქტები სადაზღვევო საქმიანობის რეგულირების შესახებ; პ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ; ჟ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის კაპიტალის წარმოშობის შესახებ; რ) დაადგინოს მზღვეველის ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და მათი წარდგენის პროცედურა; ს) ითანამშრომლოს უცხო ქვეყნის საზედამხედველო ორგანოსთან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის დადებას; ტ) გამოაქვეყნოს სადაზღვევო ბაზრის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია; უ) დაადგინოს მზღვეველის ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესი; ფ) ზედამხედველობა გაუწიოს არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ქ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრუ­ლი სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 4🔗. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელობა 1. ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობის უფროსი, რომელსაც ზედამხედველობის სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა. 2. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამსახურს, წარმართავის მის საქმიანობას და წყვეტს სამსახურის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე; გ) ერთპიროვნულად უძღვება სამსახურის საქმიანობას. ახორციელებს სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; დ) ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს; ე) განკარგავს სამსახურის სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სამსახურის საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის; ვ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; ზ) სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე, გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს; თ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და/ან მათ შესასრულებლად, აგრეთვე სამსახურის შიდაორგანიზაციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილის ან სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს; ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურში დასაქმებულ პირებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; კ) კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები და/ან სპეციალისტები (მათ შორის, უცხოელი სპეციალისტები); ლ) უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებულ საქმიანობას; მ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ნ) ზრუნავს თანამშრომელთა (დასაქმებულთა) პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ო) სამსახურში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; პ) ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს, სამსახურის შინაგანაწესს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და ა.შ.; ჟ) შუამდგომლობს სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ; რ) ახორციელებს სხვა ქმედებებს, რომლებიც მიმართულია სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების შესრულებისაკენ; ს) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას. 4. ზედამხედველობის სამსახურის უფროს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), მათ შორის ერთი პირველი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 5. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებები განისაზღვრება ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით. მუხლი 5🔗. ქონება და დაფინანსების წყაროები 1. ზედამხედველობის სამსახურს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ზედამხედველობის სამსახურის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები. 3. ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები და/ან ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის მიზნების და ფუნქციების განხორციელებას, მათ შორის დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას და/ან მათ მატერიალურ წახალისებას. მუხლი 6🔗. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. ზედამხედველობის სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ლიკვიდაციის შედეგად ზედამხედველობის სამსახურის დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.