,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№105
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017269
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №105

2013 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნტის შესაბამისად, ,,საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 460)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,შ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის „გ.ა“, „გ.ბ“, „გ.დ“ და „გ.ზ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დირექტორებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-4 მუხლის „გ.ე“, „გ.ვ“ და „გ.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს;“;

ბ) მე-2 პუნქტის ,,ჰ8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჰ8) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს;“;

გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ10“ და ,,ჰ11“ ქვეპუნქტები:

,,ჰ10) ადგენს სკოლის სახელმძღვანელოს შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ახორციელებს მის შეფასებასა და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭებას;

11) ამოწმებს მკაცრი აღიცხვის დოკუმენტების ენობრივ სისწორეს, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,შ1“ ქვეპუნქტი:

,,შ1) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთათვის სამინისტროს ჯილდოს გაცემის წესს;“.

3. მე-4 მუხლის ,,გ“ პუნქტის ,,გ.ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 41 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქ“ ქვეპუნქტი:

,,ქ) სკოლის სახელმძღვანელოს შესაბამისობის დადგენა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, მისი შეფასება და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:

,,თ) სამინისტროს შესახებ პერიოდული გამოცემების, ინტერნეტ გამოცემებისა და სატელევიზიო სიუჟეტების მონიტორინგის საფუძველზე ყოველდღიური დაიჯესტის მომზადება.“;

გ) მე-6 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) ამოწმებს, სცილდება თუ არა ეროვნულ სასწავლო გეგმას სსიპ - გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილი სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები;“;

დ) მე-9 პუნქტის:

დ.ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;“;

დ.ბ) ,,ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ ქვეპუნქტი:

,,მ)  მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შემოწმება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი