„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№106
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017270
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №106

2013 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, მუხლი 462) დამტკიცებულ  დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ჰ.კ“-„ჰ.პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლში:

ა) „პ“ და „ჟ“  ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:

„ს) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

ტ) ანალიტიკური დეპარტამენტი;

უ) ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახური.“.

3. 23-ე მუხლის „ჟ-რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. 44-ე და 45-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 47- 49 მუხლები:

„მუხლი 47. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის  ძირითადი ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის ანალიზის უზრუნველყოფა;

გ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა;

დ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა;

ე) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;

ვ) სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოში წარდგენის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ზ) მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, მოსამსახურეთა  გადამზადების (კვალიფიკაციის შეცვლის) და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების  მომზადება;

ი) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.

მუხლი 48. ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საჯარო ფინანსების სექტორში შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემის გაუმჯობესება და მისი სტანდარტიზაცია;

ბ) საჯარო ფინანსების სექტორში პოლიტიკის ანალიზის სისტემის დანერგვა და მისი სტანდარტიზაცია.

მუხლი 49. ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამინისტროს ინფორმაციული აქტივების აღწერა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მათზე წვდომის წესების განსაზღვრა;

ბ)  სამინისტროს ინფორმაციული აქტივების დაცვა;

გ) ინფორმაციის დამუშავების ინფრასტრუქტურაში  არსებული სისუსტეების მართვა;

დ) საფრთხეების და ინციდენტების მართვა, რომლებსაც გავლენა შეუძლიათ მოახდინონ სამინისტროს ინფორმაციულ რესურსებზე;

ე) უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურების და სტანდარტების მომზადება და მათი მეშვეობით სამინისტროს საინფორმაციო რესურსების სათანადო გამოყენების უზრუნველყოფა;

ვ) ინფორმაციის დაცვის სფეროში თანამშრომლებისათვის მათი ვალდებულებების გაცნობა;

ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოსათვის ანგარიშების, სხდომების ოქმებისა და დღის წესრიგის  მომზადება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 20 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.05.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.05.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №106. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.017270.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.05.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №106, 02.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017270 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1915136/