ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის "სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.05.2013
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016124
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/05/2013
matsne.gov.ge 1,270 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის "სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №13 2013 წლის 7 მაისი დაბა ხარაგაული „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“ თანდართული დებულება  (დანართი№1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეაკაკი მაჭავარიანი                                                                                                                                             დანართი №1    ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში  პირადი შემადგენლობის  სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულება დებულება განსაზღვრავს და აწესრიგებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეების მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებს და   მოვალეობებს. მუხლი 1🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონები ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება ,,საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. მუხლი 2🔗.  სახანძრო-სამაშველო სამსახური  სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას. მუხლი 3🔗. მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები 1. სამსახურში მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებით, ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებით და მოვალეობებით. 2. სამსახურში მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. 3. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას მოსამსახურე სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმების ფარგლებში. 5. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების    დროს      მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. 6. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საფინანსო სახსრებიდან. 7. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, დაგეგმვას, მუშაობის წესს, ფორმებს და მეთოდებს,მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, კანონმდებლობის შესაბამისად. 8. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება საშტატო ნუსხით. მუხლი 4🔗. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობები დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა)  სამსახურის უფროსი ; ბ) მთავარი სპეციალისტი – უფროსის მოადგილე; გ) წამყვანი სპეციალისტი  – მორიგე ცვლის უფროსი; დ) უფროსი სპეციალისტი – მეხანძრე-მაშველი, მძღოლი. ე) სპეციალისტი – დისპეტჩერი, მეხანძრე-მაშველი, მძღოლი, საქმისმწარმოებელი, დამლაგებელი. მუხლი 5🔗. მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება, რომელშიც შედის: ა) უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადება (მათ შორის, ახლად მიღებული მეხანძრე-მაშველების და მძღოლების სპეციალური დაწყებითი მომზადება); ბ) უფროს და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახანძრო-სამაშველო ძალების სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას. მუხლი 6🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეთა მიღების წესი 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა, აქვთ ზოგადი განათლება, ფიზიკური მომზადება და ჯანმრთელობა აძლევთ საშუალებას შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს, 2. საქართველოს კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მქონე პირთა სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიღების საკითხი განიხილება მათ მიერ სამხედრო ძალებში გასაწვევი ვადის ამოწურვის შემდეგ. 3. სამსახურში უფროს მეთაურთა შემადგენლობის თანამდებობაზე მიიღებიან უმაღლესი და არანაკლებ საშუალო ტექნიკური განათლების მქონე მოქალაქენი, რომელთა  სახანძრო-სამაშველო  დანაყოფში საერთო მუშაობის სტაჟი შეადგენს არანაკლებ სამ  წელს. მძღოლთა  თანამდებობაზე მიიღებიან მოქალაქეები, არანაკლები ზოგადი განათლებისა და "B", "C", "D" კატეგორიის მართვის მოწმობით. 4. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით.  სამსახურის  პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხორციელდება უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 7🔗. სამსახურში მიღების და გავლის წესი სახანძრო-სამაშველო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი: ა)  ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა; ბ) იმყოფება წინასწარ გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში; გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ; დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) თუ დაკავებული თანამდებობა უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით  უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; ზ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული. მუხლი 8🔗. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება 1. . მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება: ა) ზემდგომ თანამდებობაზე, სამსახურებრივი დაწინაურებით და დასაწინაურებელ    მოსამსახურესთან შეთანხმების საფუძველზე; ბ) თანაბარ თანამდებობაზე, მოსამსახურის თანხმობით სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მეთაურთა შემადგენლობის პირადი თვისებების ცოდნის, მომზადების და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის; გ) დაბალ თანამდებობაზე შტატების შემცირებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად, პირადი თხოვნით, დადებული სასჯელის საფუძველზე; დ) სასწავლებელში ჩარიცხვის ან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის დროს. 2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მონათესავე სპეციალობის გამოცდილების გათვალისწინებით, პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას, როგორც წესი, წინ უნდა უძღვოდეს მისი შესაბამისი გადამზადება. მუხლი 9🔗. სამსახურებრივი დისციპლინა სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის პირობების, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო და ზემდგომი უფროსის მითითებების, მასზე დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამოსილების შესრულებას. მუხლი 10🔗. სამსახურის უფროსის მოვალეობა სამსახურებრივი დისციპლინის  განმტკიცების საქმეში სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მისი ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე, იგი ვალდებულია: ა) შექმნას შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო პირობები; ბ) ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა; გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებაში; დ) პატივი სცეს სამსახურის და მოსამსახურის პირად ღირსებას.                            მუხლი 11🔗. წახალისება 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებისათვის სამსახურის მოხელეებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო; გ) ფასიანი საჩუქარი; დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება. 2. დასაშვებია ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოებზე. მუხლი 12🔗. დისციპლინური სასჯელი 1. თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, უფლებამოსილია დისციპლინური გადაცდომისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სასჯელის შემდეგი ფორმები: ა)  შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა, არა უმეტეს ერთი წლის ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება. 2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სასჯელის მხოლოდ ერთი ზომა. მუხლი 13🔗. წახალისების და დისციპლინური სასჯელის გამოყენების წესი 1. წახალისების და დისციპლინური სასჯელის გამოყენების თაობაზე უშუალო უფროსი აღძრავს შუამდგომლობას მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. 2. წახალისება და სასჯელი, როგორც წესი, ცხადდება შესაბამისი ბრძანებით. მადლობა, შენიშვნა, საყვედური შეიძლება გამოცხადდეს ზეპირადაც. წერილობით გამოცხადებული სასჯელი არ შეიძლება მოეხსნას ზეპირად. 3. დასჯა და წახალისება მოსამსახურეებს ეცნობება პირადად, მწყობრის წინ ან თათბირზე. სასჯელის დადებამდე მოსამსახურეებს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. 4. დასჯის და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით. 5. დისციპლინური სასჯელი ითვლება მოხსნილად, თუ სასჯელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაედო ახალი სასჯელი. სიტყვიერი სასჯელი მოხსნილად ითვლება ერთი თვის ვადის გავლის შემდეგ. ვადაზე ადრე სასჯელის მოხსნა ხდება პირის წახალისების სახით, მისი უშუალო ან ზემდგომი უფროსის მიერ. მუხლი 14🔗. სამსახურის უფროსის უფლება და მოვალეობა წახალისების ან სასჯელის დადებისას 1. თუ მოხელე უფროსის აზრით იმსახურებს წახალისებას ან დასჯას და ეს არ შედის მის კომპეტენციაში, მაშინ იგი ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე წარადგენს შესაბამის შუამდგომლობას. 2. უფროსი, რომელიც გადაამეტებს თავის უფლებას სასჯელის დადებისას, პასუხს აგებს დისციპლინური წესით. მუხლი 15🔗. სამუშაო დროის ხანგრძლივობა 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეებისათვის დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირა და ზოგიერთი კატეგორიიის მოხელისათვის არანორმირებული სამუშაო დრო. 2. ცვლებში მომუშავე მოხელეებისათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის მიხედვით. მუხლი 16🔗. მოსამსახურეთა შვებულება მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 17🔗. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 18🔗. სამსახურში ყოფნის ზღვული ასაკი სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 19🔗. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება 1. სამსახურში მოსამსახურეები იღებენ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივ დადგენილ განაკვეთს, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომპენსაციებს. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 3. ნებისმიერი ფულადი ანაზღაურება მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის  შესაბამისად. მუხლი 20🔗. შეღავათები და გარანტიები 1. მოსამსახურის სიკვდილის ან დასახიჩრების შემთხვევაში საკომპენსაციო თანხით ანაზღაურება ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობაში იყენებს პირად სატრანსპორტო საშუალებას, მისი შენახვის და საწვავ-საპოხი მასალების დადგენა და ანაზღაურება წარმოებს     არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 21🔗. ცვლილებები და დამატებები წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.