საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.05.2013
ძალაში შესვლა 14.05.2013
ძალის დაკარგვა 09.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №6
2013 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანდართული დებულება.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 14 მაისიდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სამინისტროს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2.
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3.
ცენტრი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
4.
ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, რომელსაც ინდივიდუალური-ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს ცენტრის დირექტორი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე სხვადასხვა სახის ბეჭდები (მათ შორის, ემბლემის გამოსახულებით), შტამპები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5.
ცენტრის ბეჭდების და შტამპების აღწერილობას, ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი. ცენტრის ემბლემა გამოიყენება ცენტრის ბლანკებსა და ცენტრის შესასვლელის აბრაზე, ასევე თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
6.
ცენტრის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, გულუას 6.
მუხლი 2🔗.
ცენტრის საქმიანობის სფერო და ამოცანები
1.
ცენტრის საქმიანობის სფეროა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.
2.
ცენტრის ფუნქციები და ამოცანებია:
ა)
გარემოსდაცვითი ინფორმაციის ერთიანი ბაზის შექმნა და ადმინისტრირება შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან, აკადემიურ, საგანმანათლებლო, არასამთავრობო, კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით;
ბ)
გარემოსდაცვითი ინფორმაციის შეგროვება და გაცემა;
გ)
გარემოს დაცვის ფუნქციის განმახორციელებელი უწყებებისა და დაწესებულებების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო და არასამთავრობო სექტორის და ექსპერტთა შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა და ადმინისტრირება;
დ)
გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მონაცემთა ბაზის შექმნა და საჯაროობის უზრუნველყოფა;
ე)
გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვება;
ვ)
გარემოსდაცვითი ლიტერატურის შეგროვება და ბიბლიოთეკის (მათ შორის, ელექტრონული) შექმნა;
ზ)
დამაბინძურებელ ნივთიერებებათა ემისიისა და მათი გავრცელების რეესტრის შექმნის ხელშეწყობა;
თ)
კომპეტენციის ფარგლებში ეკოლოგიურ ექსპერტიზის ჩატარებასა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ი)
ბუნებრივი რესურსების მოპოვებასა და სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
კ)
გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზუნველყოფა ვებგვერდისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების (ინტერნეტ-საინფორმაციო ქსელი, მედია საშუალებები და სხვა) გზით;
ლ)
გარემოსდაცვითი ინფორმაციის შესახებ მეტა ბაზების (ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების შესახებ, რომლებიც ქმნიან და ფლობენ გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციას თემატური კატეგორიების მიხედვით) მომზადება და ადმინისტრირება;
მ)
გარემოსდაცვით ინფორმაციაზე საზოგადოების მოთხოვნის შესწავლა/ანალიზი;
ნ)
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა;
ო)
გარემოსდაცვით ინფორმაციასთან დაკავშირებული და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ გზამკვლევების შემუშავება და კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებისათვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;
პ)
ანალიტიკური ანგარიშების მომზადება გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ;
ჟ)
სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს:
ჟ.ა)
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოსდაცვითი თემატური პუბლიკაციების მომზადებასა და გამოცემას;
ჟ.ბ)
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიების მომზადებასა და განხორციელებას;
ჟ.გ)
გარემოს დაცვის სფეროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის (საჯარო მოხელეები, მათ შორის მოსამართლეები, ასევე ჟურნალისტები, პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ა.შ.) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და ტრენინგების ორგანიზება;
ჟ.დ)
სხვადასხვა საგანმანათლებლო და სასერტიფიკატო პროგრამებში გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული კომპონენტების ჩართვის ხელშეწყობა;
ჟ.ე)
გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და კონკურსების ორგანიზება;
ჟ.ვ)
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებებისთვის სტაჟიორთა პროგრამის ორგანიზება;
ჟ.ზ)
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი თემატური კურსების ორგანიზება;
ჟ.თ)
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებელებების დამწყები თანამშრომლების წვრთნისათვის საბაზისო ტრენინგ-პროგრამების ორგანიზება;
რ)
საგრანტო პროგრამების ორგანიზება;
ს)
კადრების შერჩევაში და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებულ სხვა პროცესებში მონაწილეობა;
ტ)
კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით სამინისტროსათვის წარდგენა;
უ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების მიწოდება;
ფ)
საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
ცენტრის ქონება
კანონმდებლობით და ამ დებულებით ცენტრისათვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, ცენტრს გადაეცემა შესაბამისი ქონება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗.
ცენტრის დაფინანსება
1.
ცენტრის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს:
ა)
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;
ბ)
სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ)
ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ)
მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ე)
საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2.
ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 5🔗.
საბუღალტრო ანგარიშგება
1.
ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2.
ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 6🔗.
სახელმწიფო კონტროლი
1.
ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2.
სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3.
ცენტრი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.
მუხლი 7🔗.
ცენტრის ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები
1.
ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).
2.
ცენტრის დირექტორი:
ა)
წარმოადგენს ცენტრს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;
ბ)
იყენებს ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის;
გ)
პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტ შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
დ)
მინისტრს წარუდგენს და უთანხმებს წინადადებებს ცენტრის საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ;
ე)
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს;
ვ)
სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ცენტრის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;
ზ)
განსაზღვრავს ცენტრის თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს;
თ)
კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ი)
კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს ცენტრის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე;
კ)
შეიმუშავებს ცენტრის სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს;
ლ)
კონტროლს უწევს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. ორგანიზებას უწევს მათ მჭიდრო თანამშრომლობას და შეთანხმებულ ქმედებას;
მ)
წელიწადში ერთხელ წარუდგენს მინისტრს ფინანსურ ანგარიშს;
ნ)
ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
ო)
განკარგავს ცენტრის შემოსავლებს;
პ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 8🔗.
ცენტრის სტრუქტურა
ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობის დეპარტამენტი;
ბ) გარემოსდაცვითი განათლების დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
მუხლი 9🔗.
ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია და ხელმძღვანელობა
1.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობის დეპარტამენტი:
ა)
შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ქმნის გარემოსდაცვითი ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზას;
ბ)
საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სამეცნიერო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, იძიებს და ქმნის გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბაზას;
გ)
ხელს უწყობს საჯარო ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა წყაროების, მათ შორის ვებგვერდის გამოყენებით;
დ)
კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს გზამკვლევებსა და ანალიტიკურ ანგარიშებს;
ე)
ქმნის და ადმინისტრირებას უწევს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული უწყებების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო და არასამთავრობო სექტორის და ექსპერტთა შესახებ მონაცემთა ბაზებს;
ვ)
ამზადებს და ადმინისტრირებას უწევს ინფორმაციას იმ საჯარო დაწესებულებების შესახებ, რომლებიც ქმნიან და ფლობენ გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციას თემატური კატეგორიების მიხედვით;
ზ)
ხელს უწყობს დამაბინძურებელ ნივთიერებათა ემისიისა და მათი გავრცელების რეესტრის შექმნასა და ადმინისტრირებას;
თ)
კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ კონსულტაციების გაწევას;
ი)
კომპეტენციის ფარგლებში ქმნის გარემოსდაცვით ინფორმაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროდუქტს;
კ)
კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამის საერთაშორისო პროგრამებში;
ლ)
ორგანიზებას უკეთებს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო ღონისძიებების მოწყობასა და ჩატარებას;
მ)
უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ლიტერატურის შეგროვებას, ბიბლიოთეკისა და ფოტო/ვიდეო/აუდიო ფონდის შექმნას.
2.
გარემოსდაცვითი განათლების დეპარტამენტი:
ა)
განსაზღვრავს სწავლების მიმართულებებს, შეიმუშავებს სასწავლო გეგმებს, თემატიკასა და პროგრამებს;
ბ)
კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს მეთოდურ მითითებებსა და სასწავლო ლიტერატურას;
გ)
ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისათვის (საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის მოსამართლეები, ჟურნალისტები, პედაგოგები, მოსწავლეები, სტუდენტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ა. შ.) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების და ტრენინგების მომზადებასა და ჩატარებას;
დ)
ორგანიზებას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მომზადებასა და განხორციელებას;
ე)
ორგანიზებას უწევს სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხთან დაკავშირებით, კამპანიების, კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, კონკურსების მომზადებასა და განხორციელებას;
ვ)
ხელს უწყობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და სასერტიფიკატო პროგრამებში გარემოსდაცვითი კომპონენტების ჩართვას;
ზ)
სასწავლო კურსების გავლის შემდეგ უზრუნველყოფს შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას;
თ)
თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან;
ი)
მონაწილეობს კადრების შერჩევაში და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებულ სხვა პროცესებში;
კ)
კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში.
3.
ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა)
უზრუნველყოფს ცენტრის საქმისწარმოების ორგანიზებასა და კონტროლს;
ბ)
ახორციელებს ცენტრის კადრების აღრიცხვას;
გ)
ცენტრის უფლებამოსილების ფარგლებში ამზადებს ცენტრის თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების, მივლინებების, შვებულებების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისებების შესახებ ბრძანების პროექტებს;
დ)
ახორციელებს ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას;
ე)
შეიმუშავებს ცენტრის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას;
ვ)
შეიმუშავებს ცენტრის ბიუჯეტს და ხარჯთააღრიცხვის პროექტებს;
ზ)
მართავს ცენტრის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებას;
თ)
უზრუნველყოფს ცენტრისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას;
ი)
უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას;
კ)
უზრუნველყოფს ცენტრს სამართლებრივი მომსახურებით და ახორციელებს სასამართლო ორგანოებში ცენტრის წარმომადგენლობას.
4.
ცენტრის სტრუქტრულ ქვედანაყოფებს (დეპარტამენტებს) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
5.
დეპარტამენტის უფროსი:
ა)
ასრულებს ცენტრის დირექტორის დავალებებსა და მითითებებს;
ბ)
იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
გ)
დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს;
დ)
ცენტრის დირექტორს წარუდგენს ინფორმაციას დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;
ე)
შეიმუშავებს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ წინადადებებს;
ვ)
დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ცენტრის დირექტორს.
6.
ცენტრის დირექტორის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ასრულებს ცენტრის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 10🔗.
ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ცენტრის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ქმედებები.
მუხლი 11🔗.
ცენტრის ლიკვიდაცია
ცენტრის ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗.
დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.