⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.05.2013
ძალაში შესვლა 14.05.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,226 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.05.2013 მიღება
14.05.2013 ძალაში შესვლა
01.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №5 2013 წლის 10 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის №130 ბრძანებულების, ,,საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო - სანერგე მეურნეობის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 14 მაისიდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე საჯარო   სამართლის  იურიდიული  პირის  – სატყეო   საბაზისო - სანერგე   მეურნეობის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სატყეო საბაზისო - სანერგე მეურნეობა (შემდგომში – მეურნეობა) არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს  კონტროლით  დამოუკიდებლად  ახორციელებს  თავის  საქმიანობას. 2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად მეურნეობას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს  მოსარჩელედ ან  მოპასუხედ. 3. მეურნეობა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დებულებით განსაზღვრული  წესით. 4. მეურნეობას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ლოგო, ასევე საბანკო ანგარიშები, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი  სხვა  რეკვიზიტები. 5. მეურნეობის იურიდიული მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი სართიჭალა. მუხლი 2🔗. მეურნეობის  მიზნები მეურნეობის მიზნებია: ა) ტყის სარგავი  და სათესი გამოყვანის უზრუნველყოფა; ბ) დეკორატიული  სარგავი და სათესი  მასალის  გამოყვანის  უზრუნველყოფა; გ) კულტურული სარგავი და სათესი  მასალის გამოყვანის უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. მეურნეობის  ფუნქციები და ამოცანები მეურნეობის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) მეთესლეობის   საქმის  ორგანიზაცია   და  განვითარება; ბ) ტყის,  დეკორატიული და კულტურული სარგავი მასალის გამოყვანა საკუთარი და სხვა დაწესებულებათა საჭიროებისათვის და მათი რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; გ) სახელმწიფო ტყის ფონდის დადგენილი წესით განაშენიანებასთან დაკავშირებული წინადადებების  შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა; დ) საჭიროების შემთხვევაში საჯარო მიზნებისათვის, ასევე  სამინისტროს  მიერ ორგანიზებულ გამწვანების ან/და განაშენიანების ღონისძიებებისათვის  სარგავი  მასალის  უსასყიდლოდ  გაცემა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების (მათ შორის, სარგებლობის ხელშეკრულებების)  საფუძველზე სარგავი და სათესი მასალის მიწოდება;  ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიულ პირებისთვის  ფასიანი  მომსახურების  გაწევა; ზ) სარგავი და სათესი მასალის მიწოდებაზე, ფასიანი მომსახურების ან/და ქონების სარგებლობის უფლებით გაცემიდან მიღებული შემოსავლის გამოყენება კანონმდებლობის შესაბამისად; თ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნერგებისა და ჩითილების გამოყვანა, მათი და მათგან მიღებული პროდუქციის რეალიზება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების მიწოდება; კ)   კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 4🔗. მეურნეობის  მართვა 1. მეურნეობას ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. მეურნეობის დირექტორი: ა) მოქმედებს მეურნეობის სახელით, დებს ხელშეკრულებებს, წარმოადგენს მეურნეობას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მეურნეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად  მეურნეობის  ყველა  თანამშრომლისათვის; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს  მეურნეობის  თანამშრომლებს; დ) განკარგავს მეურნეობის  შემოსავლებს; ე) პერსონალურად აგებს პასუხს მეურნეობის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების  მიზნობრივად  და  სწორად ხარჯვაზე; ვ) ამტკიცებს  მეურნეობის  შინაგანაწესს; ზ) წელიწადში ერთხელ მინისტრს და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს მეურნეობის  მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) ასრულებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მეურნეობის დირექტორის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში,  დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს მეურნეობის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი. მუხლი 5🔗. მეურნეობის სტრუქტურა და მათი  ფუნქციები 1. მეურნეობის სტრუქტურული  ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული  სამსახური; ბ) აგრონომიული და  ტექნოლოგიების  სამსახური. 2. ადმინისტრაციული  სამსახურის  ფუნქციებია: ა) მეურნეობის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და დადგენილი წესით სამინისტროში წარდგენა; ბ) მეურნეობის   თანამშრომელთა  შრომის   ანაზღაურების ორგანიზება; გ) მეურნეობის  საბუღალტრო  საქმიანობის  წარმართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) მეურნეობის ფინანსური და არაფინანსურია აქტივების, მოთხოვნების,  ვალდებულებებისა  და  კაპიტალის  აღრიცხვა-ანგარიშგების  წარმოება; ე) მეურნეობის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ვ) მეურნეობის წლიური ან/და კორექტირებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში; ზ) კანონმდებლობის შესაბამისად მეურნეობის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადება; თ) მეურნეობის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშების  დადგენილი  წესით  წარდგენის  უზრუნველყოფა; ი) მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი  ღონისძიებების  განხორციელება; კ) მეურნეობის არაფინანსური აქტივების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე  კონტროლის  უზრუნველყოფა. მეურნეობის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული  სათანადო ღონისძიებების  განხორციელება; ლ) საზოგადოებასთან  ურთიერთობის  კოორდინაცია  და  ორგანიზაციული უზრუნ­ველ­ყოფა; მ) კომპეტენციის ფარგლებში  ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საერთაშორისო  და სხვა  ორგანიზაციებთან  მეურნეობის  ურთიერთობის კოორდინაცია; ნ) მეურნეობის საქმისწარმოების განხორციელება, მეურნეობის საერთო საქმისწარმოების ორგანიზება, კონტროლი  და  კოორდინაცია; ო) მეურნეობის საკადრო საკითხების განხორციელება, ამ მიზნით ასევე მეურნეობის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების  მომზადება; პ) მეურნეობის  დირექტორის  სამართლებრივი  აქტების  დადგენილი  წესით  რეგისტრაცია; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში მეურნეობის დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  პროექტის მომზადება; რ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა და/ან განხილვაში მონაწილეობა; ს) მეურნეობის წარმომადგენლობა სასამართლო და სხვა ორგანოებში; ტ) მეურნეობის დირექტორის  დავალებებისა და კანონმდებლობით   განსაზღვრული   სხვა   უფლებამოსილების  განხორციელება. 3. აგრონომიული  და   ტექნოლოგიების   სამსახურის   ფუნქციებია:    ა) აგროვადებში  საგაზაფხულო და  საშემოდგომო ნათესებისათვის მიწის ფართობის მომზადება; ბ) კონტეინერული  მეთოდით ნერგების მოყვანისთვის საჭირო მასალების (ტორფი, სასუქი, პერლიტი  და ა.შ.) ადგილმდებარეობის  დადგენა  და  შემოტანა; გ) კონტეინერების  მომზადება  თესვისთვის (გარეცხვა, დეზინფექცია); დ) ტორფის დამუშავება, საჭირო კომპოსტის მომზადება და სათესლე მასალის ჩათესვა  კონტეინერებში; ე) აგროვადებში სათესი მასალის მოპოვება საკუთარი და სხვა დაწესებულებათა საჭიროებისათვის და მათი რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ვ) დამზადებული  სათესლე მასალის გადამუშავება და მათი დაყვანა კონდეციაზე და დასაწყობება; ზ) აგრო ვადებში  სათესი  მასალის  დათესვა კონტეინერში და ღია გრუნტში; თ) საგაზაფხულო და საშემოდგომო  სამუშაოების (გამარგვლა, მოხნა, კულტივაცია) ჩატარება; ი) სასუქების  შეტანა, როგორც  თესვის  წინ,  ისე  თესვის  შემდგომ; კ) მცენარეებში  დაავადების  აღმოჩენისა  და  აღმოფხვრის  ღონისძიებების  გატარება;  ლ) განახორციელოს კონტეინერული ნერგების გადასკოლება ღია გრუნტში; მ) მეურნეობის დირექტორის   დავალებებისა  და კანონმდებლობით   განსაზღვრული   სხვა   უფლებამოსილებების  განხორციელება. მუხლი 6🔗. მეურნეობის  საქმიანობის  სახელმწიფო  კონტროლი 1. მეურნეობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მეურნეობის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 3. მეურნეობის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს სამინისტროს თანხმობას განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. მეურნეობა ვალდებულია  შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს  სათანადო ინფორმაცია. მუხლი 7🔗. მეურნეობის  ფინანსები  და  ქონება 1. მეურნეობას დასახული მიზნებისა და თავისი ფუნქციების შესრულების განსახორციელებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. მეურნეობის  დაფინანსების  წყაროა: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან  გამოყოფილი  მიზნობრივი  სახსრები; ბ) სახელმწიფო ან სხვა  შეკვეთის  ან  ხელშეკრულების  შესრულებით  მიღებული შემოსავლები; გ) მეურნობის  მიერ  გამოყვანილი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები; დ) გრანტები; ე) საქართველოს  კანონმდებლობით  ნებადართული  სხვა  შემოსავლები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლინად ხმარდება მეურნეობის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება  აკრძალულია. მუხლი 8🔗. მეურნეობის  საბუღალტრო  აღრიცხვა  და  ანგარიშგება 1. მეურნეობა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. მეურნეობის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 9🔗. მეურნეობის  რეორგანიზაცია და  ლიკვიდაცია 1. მეურნეობის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესის  შესაბამისად. 2. მეურნეობის  ლიკვიდაციის  შედეგად   დარჩენილი  ქონება  გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.