განჩინება შპს „მოდერნ კონსტრაქშენ კომპანი“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე #2/11595-10
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2013 წლი ს 30 აპრილი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია .
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი: მოვალე – შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანი’’
საიდენტიფიკაციო კოდი 205203849
წარმომადგენელი: ლევან თარგამაძე (დირექტორი)
გაკოტრების მმართველი - აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ვასილ ხაჭაპურიძე
მოთხოვნა - გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და
გამოარკვია :
2010 წლის 08 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ დირექტორმა ლევან თარგამაძემ და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 03 დეკემბრის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში.
2011 წლის 25 იანვარს ჩატარდა კრედიტორთა კრება , შემოწმებულ იქნა შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ მიმართ კრედიტორთა მოთხოვნები და შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი .
2013 წლის 30 აპრილს გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და სამეწარმეო რეესტრში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ რეგისტრაციის გაუქმება, ვინაიდან კომპანიას არ გააჩნია არავითარი ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე, ვერ მოხდა რაიმე თანხის განაწილება კრედიტორებზე, რადგან საწარმო არის გადახდისუუნარო.
კრედიტორები დაეთანხმნენ გაკოტრების მმართველის მოთხოვნას.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები , მოუსმინა გაკოტრების მმართველს, კრედიტორებს და მიაჩნია , რომ შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს .
”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე -3 ნაწილის შესაბამისად , გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის მე -5, მე -7-9, 42-ე მუხლებით , საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასრულდეს შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ გაკოტრების საქმის წარმოება (მისამართი : ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №17ა, საიდენტიფიკაციო კოდი 205203849) .
2. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის’’ (საიდენტიფიკაციო კოდი 205203849) რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა ).
3. განჩინება გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, განთავსდეს სასამართლოს ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა დაინტერესებული პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი ) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში .
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი