განჩინება სს „პოლიგრაფისტის“ განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/1323
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ
201 3 წლის 30 აპრილი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა 2013 წლის 29 აპრილის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გ ანჩინებაში (საქმ ე ს № 2/1323 ) დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს ,,პოლიგრაფისტის’’ მიმართ.
2013 წლის 29 აპრილის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა კრედიტორთა კრება.
სასამართლოს მიაჩნია , რომ აღნიშნულ განჩინებაში შეტანილი უნდა იქნეს შესწორება შემდეგი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე .
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები, თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია. შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიზანშეწონილად თვლის ზეპირი განხილვის გარეშე მოხდეს უსწორობის გასწორების საკითხის განხილვა.
სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013წლის29 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია უსწორობა. კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ნაცვლად სს ,,პოლიგრაფისტისა’’ მითითებულია შპს ,,ბათოილი’’. სასამართლო თვლის, რომ დასახელებული უსწორობის გასწორება არ ცვლის მიღებული განჩინების შინაარსს, რის გამოც დასაშვებია დაშვებული ტექნიკური სახის უსწორობის გასწორება განჩინებით. იგი მოყვანილი უნდა იქნეს აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილთან შესაბამისობაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე 284-ე, 285-ე, 414-ე, 416-ე მუხლებით, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 აპრილის განჩინებაში (საქმე № 2/1323 ) დაშვებული უსწორობა; კერძოდ: განჩინების სარეზოლუციო ნაწილში, ნაცვლად შპს ,,ბათოილისა’’ მითითებულ იქნეს სს ,,პოლიგრაფისტი’’.
2 . დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელი.
3 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი.კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე