საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.05.2013
ძალაში შესვლა 14.05.2013
ძალის დაკარგვა 26.02.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016151
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,517 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.05.2013 მიღება
14.05.2013 ძალაში შესვლა
26.02.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №26 2013 წლის 10 მაისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 35-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 14 მაისიდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. .საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გახსნილი ანგარიში ხაზინაში, ბლანკი და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 4. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს კანონიერების, დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისადმი პატივისცემის, თანასწორობის, საჯაროობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე დაყრდნობით. 5. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით. 6. დეპარტამენტის ქონება სახელმწიფო საკუთრებაა. 7. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) წინაშე. 8. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. №6. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები 1. დეპარტამენტი უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. 2. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი სფეროა ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, მათ შორის, საქართველოს ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნარჩენების მართვისა და ქიმიური უსაფრთხოების, გარემოს დაცვის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლი. 3. დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს: ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში; ბ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; გ) გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; დ) გარემოსდაცვის სფეროში გაცემული ლიცენზიების/ნებართვების პირობების შესრულების კონტროლი; ე) საქართველოს მიერ გარემოს დაცვის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელება მისი კომპეტენციის ფარგლებში; ვ) გარემოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე; ზ) კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგის წარმოება, მათ შორის, რეგულირების ობიექტის მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიების/ნებართვების პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზი; თ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის დაგეგმვა და კოორდინაცია; ი) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის მეთოდური  და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება; კ) საზოგადოების ინფორმირება დეპარტამენტის საქმიანობის თაობაზე. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანი 1. კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, დეპარტამენტს უფლება აქვს: ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით დადგენილი წესით შეამოწმოს რეგულირების ობიექტები; ბ) ინსპექტირების პროცესში რეგულირების ობიექტებისაგან საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილ შესწავლას, დაუბრკოლებლად მიიღოს ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია; გ) რეგულირების ობიექტების ინსპექტირების პროცესში  განახორციელოს ლაბორატორიული სინჯების აღება ან/და ამ მიზნით მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსათვის მიყენებული ზიანი, მოახდინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა; ე) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა ადგილზე შეუძლებელია, განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დასვას საკითხი გარემოს დაცვის სფეროში გაცემული ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარღვევის აღმოფხვრის  მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზემიმართოსლიცენზიის/ნებართვის გამცემს; თ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების ან გარემოზე ზემოქმედების ნებართვების გარდა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს ადმინისტრაციული მიწერილობა რეგულირების ობიექტს მითითებულ გონივრულ ვადაში დარღვევების აღმოფხვრის  ან რაიმე ქმედებებისაგან თავი შეკავების თაობაზე; ი) თავის გამგებლობასა და ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოთხოვნისთანავე მიიღოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებიდან; კ) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით, მოახდინოს ნივთებისა და საგნების დათვალიერება, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება - დათვალიერება, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება; ლ) ქვეყნის და ქვეყნის გარეთ შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობები და გააფორმოს ხელშეკრულებები; მ) მონაწილეობა მიიღოს ქვეყანაში მოქმედი გარემოს დაცვის ნორმებისა და წესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში; ნ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან; ო) განახორციელოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლების შეთანხმება და უზრუნველყოს მათი დადგენილი წესით სამინისტროში წარდგენა; პ) განახორციელოს თავის გამგებლობასა და ფუნქციებს მიკუთვნებულ საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციის ღონისძიებები, შეიმუშაოს რეკომენდაციები კანონმდებლობის შესრულების ხელშემწყობი ღონისძიებების დანერგვის შესახებ, სახელმწიფო კონტროლის პრიორიტეტებისა და რისკებისშეფასების საფუძველზე შეიმუშაოს რეგულირების ობიექტების შემოწმებათა გეგმები და  განახორციელოს გეგმიური შემოწმებები; ჟ) მონაწილეობა მიიღოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული (გამოცემული) იმ სამართალებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; რ) კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენები; ს) მიავლინოს სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მათ შორის საზღვარგარეთ გამოცდილების შესაძენად, კონფერენციებსა და სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად; ტ) დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად მოიწვიოს სპეციალისტები/ექსპერტები, მათ შორის უცხოელი. საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას საექსპერტო/საკონსულტაციო ჯგუფები/საბჭოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წერილობითი მიმართვები, განცხადებები და საჩივრები, მათ შორის, „ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინებები და მათში მოყვანილ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, აცნობოს განმცხადებელს მის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ („ცხელ ხაზზე“ შემოსული ანონიმური შეტყობინებების განხილვა სავალდებულო არ არის). 2. დეპარტამენტი ვალდებულია გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე საქმიანობის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და  გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების და ამ დარღვევებით გამოწვეულ გარემოსათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეების მასალების სასამართლოში გადაგზავნისთანავე, ასლები წარადგინოს სამინისტროში. 3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტი სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ, ასევე, უგზავნის შესაბამის სამდივნოებში წარდგენილ ეროვნული ანგარიშების ასლებს.  მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ორგანიზება და მართვა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) წარმოადგენს დეპარტამენტს და აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) მოქმედებს დეპარტამენტის სახელით და რწმუნების გარეშე წარმოადგენს დეპარტამენტს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მესამე პირებთან ურთიერთობაში ანიჭებს წარმომადგენლობას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეს სხვადასხვა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობისას; გ) წარმართავს დეპარტამენტის მუშაობას და ახორციელებს კონტროლს დასახული ღონისძიებების შესრულებაზე; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) დადგენილი წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას დეპარტამენტის სისტემაში სტაჟიორთა ან პრაქტიკანტთა მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ვ) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაავალოს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეს შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება მისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს (მუდმივი სამსახურის ადგილს) გარეთ; ზ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს; თ) ამტკიცებს დეპარტამენტის შინაგანაწესს; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე და გასცემს შესაბამისი დოკუმენტებს; კ) შუამდგომლობს მინისტრთან იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების დისციპლინური პასუხისმგებლობისა ან/და წახალისების საკითხებს; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების სამსახურებრივი მივლინების შესახებ; ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების შვებულების მიცემასთან დაკავშირებით; ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაკუთრებით გამორჩეულ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად; პ) დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს მინისტრს; ჟ) დადგენილი წესით, სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას; რ) მინისტრს დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების და ტერიტორიული ორგანოების უფროსების კანდიდატურებს; ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს დამოუკიდებლად, გარდა ამ პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეებისა, ასევე საშტატო-ნუსხით გათვალისწინებული ინსპექტორებისა რომელთა დანიშვნის და გათავისუფლების საკითხს ათანხმებს მთავარ სახელმწიფო ინსპექტორთან; ტ) დაკისრებული უფლება-მოვალეობების ეფექტურად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია მოიწვიოს სპეციალისტები ან/და ექსპერტები; უ) დეპარტამენტის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული რაოდენობის მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი. 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით. 6. სახელმწიფო კონტროლის საქმიანობის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტში საშტატო-ნუსხის შესაბამისად განისაზღვრება - „მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის“ თანამდებობა. 7. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არ ყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის დავალებით, მოადგილე ან/და მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი. 8. მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი: ა) ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს; ბ) ახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ინსპექტორების სამსახურებრივ ზედამხედველობას და კოორდინაციას, მათ შორის, კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკურ სამსახურთან; გ) კომპეტენციის ფარგლებში აძლევს დავალებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, მათ შორის ინსპექტორებს; დ) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო კონტროლის სფეროში, სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავებაში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, მეთოდოლოგიების სრულყოფისათვის წინადადებებისა და მოსაზრებების მომზადებაში; ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს; ვ) ითანხმებს დეპარტამენტის მიერ მომზადებულ გეგმიურ შემოწმებათა გეგმებს; ზ) ახორციელებს ინსპექტირების პროცესებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე ან/და სამართლებრივ აქტებზე კონტროლს; თ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი; ი) განიხილავს რეგულირების ობიექტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე დეპარტამენტში მომზადებულ განხილვის შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას, ხოლო შემდგომ წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს; კ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ლ) განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებს, საჩივრებს და მათში მოყვანილ ფაქტებზე ახორციელებს შესაბამის რეაგირებას; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალებს აგზავნის შესაბამის ორგანოებში დარღვევაში მხილებულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად; ნ) ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე, რეგულირების ობიექტის საქმიანობის ინსპექტირებას და შესაბამის რეაგირებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული სინჯების აღებას, დადგენილი წესის შესაბამისად; ო) რეგულირების ობიექტს დადგენილი წესით წარუდგენს ადმინისტრაციულ მიწერილობას; პ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, სახელმწიფო კონტროლის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 9. მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ასრულებენ დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსები თავიანთი რეგულირების სფეროს  ფარგლებში. 10. მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მითითებები, დავალებები და რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება მის უფლებამოსილებებს, სავალდებულოა შესასრულებლად დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დადგენილი წესით უზრუნველყოფს მთავარი სახელმწიფო  ინსპექტორის მითითებებისა და რეკომენდაციების პრაქტიკაში განხორციელებას. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის თანამშრომლები, მათი მატერიალური და სოციალური დაცვის გარანტიები 1. დეპარტამენტის თანამშრომელი, მათ შორის ინსპექტორი, არის საჯარო მოსამსახურე რომელზედაც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები. 2. დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების მეშვეობით. 3. დეპარტამენტის ინსპექტორი: ა) განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებს, საჩივრებს და მათში მოყვანილ ფაქტებზე ახორციელებს შესაბამის რეაგირებას; ბ) ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე, რეგულირების ობიექტის საქმიანობის ინსპექტირებას და შესაბამის რეაგირებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული სინჯების აღებას, დადგენილი წესის შესაბამისად; გ) დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგენს ადმინისტრაციულ მიწერილობას რეგულირების ობიექტს; დ) სახელმწიფო კონტროლის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დადგენილი წესით უფლებამოსილია გამოიყენოს სპეციალურ ტანსაცმელი (უნიფორმა), სამსახურებრივი პირადობის მოწმობა, ლუქი, ბეჭედი და სხვა საშუალებები. 5. დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სამსახურის შესაბამისი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსათვის მიყენებული ზიანი. 6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს. 7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის შესაბამისი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (ასევე სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება. 8. სამსახურებრივი ინტერესებისა და დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებმა, აუცილებლობის შემთხვევაში, მათი უშუალო უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის დავალებით, შეიძლება განახორციელონ სამსახურებრივი მოვალეობათა შესრულება სამუშაოს დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ სამუშაო დროს (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის). 9. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები, მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით დეპარტამენტისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების ფარგლებში. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სისტემა და სტრუქტურა 1. დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების და მათში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. 2. დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახური; ბ) ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახური; გ) იურიდიული სამსახური; დ) ფინანსური სამსახური; ე) ანალიტიკური სამსახური; ვ) სწრაფი რეაგირების სამსახური. 3. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია: ა) კახეთის სამსახური; ბ) ქვემო ქართლის სამსახური; გ) აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახური; დ) დასავლეთ-ცენტრალური სამსახური; ე) სამცხე-ჯავახეთის სამსახური; ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახური; ზ) აჭარის სამსახური; თ) შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური. 4. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების კონკრეტული კომპეტენცია და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით, მათი დებულებებით და მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები 1. გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ამოცანებია: ა) გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, გარემოსდაცვითი ნებართვის,  სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის შესრულების კონტროლი); ბ) სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში წიაღის, მიწის (ნიადაგი) უკანონო სარგებლობის ფაქტების,ატმოსფერული ჰაერის,  წყლის,  მიწის (ნიადაგის), გარემოს ნარჩენებით (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა)  დაბინძურების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები. 2. ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ამოცანებია: ა) ბიომრავალფეროვნების სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (მათ შორის, ტყით სარგებლობის გენერალური, ხე-ტყის დამზადების სპეციალური, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური და თევზჭერის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლი); ბ) ბიომრავალფეროვნების სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში ტყითსარგებლობის, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, არამერქნული სახეობის მცენარეებით, მერქნული მცენარეთა პროდუქტებით უკანონოდ სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები. 3. იურიდიული სამსახურის ამოცანებია: ა) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ბ) სამსახურში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შეთანხმება და ვიზირება; დ) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ე) დეპარტამენტის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა); თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ი) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; კ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა და კონტროლი; ლ) საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; მ) უწყებრივი საარქივო საქმიანობის წარმოება; ნ) საკადრო საქმიანობის წარმოება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები. 4. ფინანსური სამსახურის ამოცანებია: ა) დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; გ) დადგენილი წესით დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება; დ) დეპარტამენტის საფინანსო, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა (ორგანიზება)კანონმდებლობის შესაბამისად; ე) დეპარტამენტის ფინანსური და არაფინანსური აქტივების, მოთხოვნების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება; ვ) დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზება; ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, მათი განხორციელება და ანგარიშგება; თ) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ი) დეპარტამენტის ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება; კ) დეპარტამენტის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის აღრიცხვის, შენახვისა და გაცემის ორგანიზება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები. 5. ანალიტიკური სამსახურის ამოცანებია: ა) სახელმწიფო კონტროლის ორგანიზების ხელშეწყობა, მათ შორის, სახელმწიფო კონტროლის პრიორიტეტებისა და შემოწმების რისკების შეფასების საფუძველზე შემოწმებათა წლიური გეგმის პროექტის შემუშავება და დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგის განხორციელება; ბ) დეპარტამენტის კომპეტენციების შესაბამისად გარემოს დაცვის სფეროში გამოვლენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი და ამ მიმართულებით ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; გ) გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების (ინფორმაციების) მომზადება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკში გარემოს დაცვის სფეროში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის  წარდგენა და/ან გამოთხოვა; ე) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება; ვ) კანონმდებლობის შესრულების ხელშემწყობი ღონისძიებების დანერგვაში მონაწილეობა; ზ) დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადების ორგანიზება; თ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში მოქმედ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემების მართვაში მონაწილეობა; ი) წინადადებების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში დაშვებების უზრუნველსაყოფად,  მათთვის მეთოდური დახმარების გაწევა; კ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ლ) სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური, სახელმძღვანელო და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათალისწინებული სხვა ამოცანები. 6. სწრაფი რეაგირების სამსახურის ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე; ბ) პიროვნების დადგენის მიზნით და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება,  სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა/დალუქვა; გ) რეგულირების ობიექტების დათვალიერება/შესწავლის განხორციელება; დ) დათვალიერება/შესწავლისას დადგენილი წესით ინსპექტირების აქტის შედგენა, ხოლო დათვალიერება/შესწავლის პროცესში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების გატარება; ე) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას კანონიერებასთან შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება/შესწავლა ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის და სატრანსპორტო საშუალების, ასევე თანმხლები ბუნებრივი რესურსების, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და სპეციალური ფირნიშები, მათ შორის, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მასში მყოფი ნივთები და საგნები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას რეგულირების ობიექტებისგან ახსნა-განმარტებების, ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს „ცხელ ხაზზე” შემოსული შეტყობინებები და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება („ცხელ ხაზზე“ შემოსული ანონიმური შეტყობინებების განხილვა სავალდებულო არ არის), ამ მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების ინსპექტორების დახმარება ან/და მონაწილეობა; თ) დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო მოსამსახურეთათვის, გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების პროცესში  მონაწილეობის მიღება ან/და დახმარების გაწევა; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის უფროსის ბრძანების შესაბამისად,  ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელება. ამ მიზნით სამსახურის შესაბამისი საჯარო მოსამსახურე  უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათალისწინებული სხვა ამოცანები. მუხლი 8🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის მართვა 1. დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს - სამსახურს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის; გ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული საჯარო მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეებს, შორის, აძლევს  მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს; დ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა  სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად; ზ) აბარებს დეპარტამენტის უფროსს  სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ანგარიშს; თ) ახორციელებს  სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულების (მათი არსებობისას) საქმიანობის კოორდინაციას; ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის  სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული რაოდენობის მოადგილე. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციას; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან კოორდინაციით ანაწილებს მოვალეობებს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის, მისი მოადგილის/მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანყოფის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დადგენილი წესით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე. 6. დეპარტამენტის ზოგიერთ სტრუქტურული ქვედანაყოფის შეიძლება ჰქონდეს საშტატო ნუსხით განსაზღვრული რაოდენობის სტრუქტურული ერთეული (განყოფილება). 7. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია განყოფილებისათვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისათვის; გ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული საჯარო მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს; დ) ვიზას ადებს სტრუქტურული ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ე) წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს წინადადებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების და ინვენტარების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად; თ) აბარებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს საქმიანობის შესახებ ანგარიშს; ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქიცებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 9🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დეპარტამენტის არამართლზომიერი გადაწყვეტილება მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. მუხლი 10🔗. დეპარტამენტის დაფინანსება დეპარტამენტი მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვანი განხორციელების მიზნით ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან. მუხლი 11🔗. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.